Страницы

среда, 5 ноября 2014 г.

სენატორი მაკკეინი სენატის თავდაცვის კომიტეტს უხელმძღვანელებს!

რუსულ ფორუმებზე წერენ რომ ამერიკის სენატში რესპუბლიკელების უმრავლესობით მოსვლის გამო მდგომარეობა შეიცვლება. პირველი რაც გაცხადდა თანამდებობრივ საკითხებს შეეხება - გახმაურდა თუ უბრალოდ ყურადღება მიაქცია რუსულმა ინტენეტ სივრცემ, ეს იყო სენატორი ჯონ მაკკეინის მოსალოდნელი დანიშვნის  შესახებ.
რუსულ ფორუმებზე გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით ის დაიკავებს სენატის თავდაცვის კომიტეტის თავჯდომარის პოსტს, რაც ინტერნეტ მომხმარებლების შეფასებით "საჩუქარია" პუტინისთვის. კომენტარებში აღნიშულია რომ პუტინისთვის ეს საჩუქარი ძალიან სიმბოლურ თარიღიდან 2015 წლის 1 იანვრიდან დაიწყება და რა თქმა უნდა პრობლემას შექმნის პუტინის პოლიტიკური მიზნების მიღწევისთვის. 

რა თქმა უნდა, გავრცელებულ ინფორმაციას გამოხმაურება მოჰყვა უკრაინელი ინტერნეტ მომხმარებლების მხრიდანაც და მათ სიხარული არც დაუფარავთ, რადგან სენატორის მაკკეინი დღევანდელ საერთაშორისო პოლიტიკურ ასპარეზზე ანტირუსული მოძრაობის ერთერთი სიმბოლოა. შესაბამისად მისი გავლენა თავდაცვის უწყებაზე მნიშვნელოვან კორექტივებს შეიტანს რუსული საფრთხის წინააღდმეგ გასატარებელ ღონისძიებებში. 
წესით ქართველებსაც უნდა გვქონოდა რეაქცია ამ ინფორმაციაზე, რა თქმა უდნა თუ სინამდვილეს შეესაბამება და დადასტურდა მაკკეინის მიერ აღნიშნული კომიტეტის თავჯდომარეობა. მაგრმა ჩვენთან ისეთი პოლიტიკური ვითარებაა მოცემულ მომენტში შექმნილი, ამერიკელმა სენატორებმა დახმარება რომც მოინდომონ ვერ გააკეთებენ. 
 რესპუბლიკური პარტიის მიერ გაკეთებული განცხადებიდან რომელიც გამარჯვების შემდეგ გავრცელდა, ნათქვამია რომ ქვეყნის კურსი შეიცვლება და ის შეცდომები, რომელმაც აშშ-ს გავლენა შეასუსტა გამოსწორებული იქნება. 
საერთაშორისო მოვლენების რაკურსით, რესპუბლიკელების გამარჯვებამ ერთგვარი იმედები გააჩინა, ზოგად მდგომარეობაში გარდატეხის შეტანის თვალსაზრისით. 

Комментариев нет:

Отправить комментарий