მოსკოვში გამართული დსთ-ს წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების შეხვედრის ფარგლებში, შედგა შეხვედრა რუსეთისა და სომხეთის თავდაცვის მინისტრებს შორის.
რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას ხაზი გაუსვა, ორ მხარეს შორის თანამშრომლობის პოზიტიურ დინამიკას და აღნიშნა რომ ურთიერთობა კარგად ვითარდება თანამშრომლობის ყველა ფორმატში. მინისტრმა ასევე ილაპარაკა სამომავლო გეგმებზე და თქვა რომ მოცემულ მომენტში მუშავდება პროგრამა, ამიერკავკასიის საჰაერო თავდაცვითი სისტემის შესაქმნელად. მეტი დეტალები შოიგუს აღარ დაუკონკრეტებია. ფაქტია სომხები ამ შეხვედრით ძალიან კმაყოფილები იყვნენ და თავის უმთავრეს მოკავშირე რუსეთთან უსაფრთხოების საკითხებში მიღწეული შედეგებით, საკუთარი მოსახლეობის წინაშე თავს იწონებენ. რუსეთის მხრიდან უსაფრთხოებისა საკითხებით ასეთ დაინტერესებას კი იმ საინტეგრაციო პროექტებში მოანაწილეობას მიაწერს, როგორიც არის მაგალითად ევრაზიული ეკონომიკურ კავშირში წევრობა, ოდკბ და დსთ. გარდა ამ ფორმატებისა რუსეთსა და სომხეთს ორმხრივი მჭიდრო თანამშრომლობა აქვთ.
უცნაურად დაემთხვა ამ ყველაფერს დღეს ყარაბახის კონფლიქტის ზონაში მომხდარი ინციდენტიც. ზოგადად რუსეთის სამხედრო აქტოვობები შეშფოთების საგანი უნდა ხდებოდეს საქართველოსთვის. აფხაზეთის ასკითხის გააქტიურება, კოკოითის მიერ გაკეთებული განცხადება თრუსოს ხეობაზე, რუსეთში ჯავახელი სომხების დისპორის განცხადება საქართველოში შქმნილი ვითარების შესახებ და ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, თბილისში სრულიად ღიად და ჯიუტად მოქმედი რუსოფილი ძალები, აშკარას ხდის იმას რომ რუსეთის სპეცსამსახურები აქტიურად მოქმედებენ ჩვენი მიმართულებით. რას უპირისპირებს ამას საქარათველო? დალაგებული ურთიერთობების პოლიტიკას? სრული აბსურდია და ვიდრე ღარიბაშვილ/ივანშვილის მთავრობას ქვეყანა კატასტროფამდე მიუყვანია, უნდ ამოხდეს მათი შეჩერება.
დაუშვებელია ის არაადექვატურობა, რომელსაც რუსეთის ნაბიჯების საპასუხოდ ავლენს საქართველოს ხელისუფლება - შეშინებული, დამნაშავე და მოწყალების მათხოვარი გლახაკივით - თუ გინდ სახეში შემაფურთხე, ოღონდ მოწყალება გაიღეო!
შოიგუს ასეთი განცხადება და გეგმები, საქართველოსთვის სასიკეთოზე არ მოუთითებს. მომავალი მოვლენათა განვითაერების ლოგიკა იკვეთება და როგორც ჩანს ამ მოვლენებში, სომხებს უკანასკნელი როლი არ ექნებათ. მათი ფაქტორის გამოყენება იწყება და რუსეთი ახალ ავანტურას ამზადებს!

Комментариев нет:
Отправить комментарий