Страницы

суббота, 4 октября 2014 г.

აფხაზ და ოს სეპარატისტთა დროშები დონეცკის აეროდრომის შტურმში (ვიდეო/video) (+18)

უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებში მოქმედ ტერორისტთა ერთერთ YouTube-ს არხზე, აიტვირთა 38 წუთიანი დოკუმენტური ვიდეო რგოლი, როემლშიც დონეცკის აეროპორტზე ტერორისტთა შეტევა და შეტევისთვის სამზადისია ასახული.
ვიდეო იმ თვალსაზრისით არის საინტერესო რომ მასში მონაწილეობენ კავკასიური გარეგნობის ადამიანები, რომლებიც სავარაუდოდ აფხაზი და ოსი სეპარატისტული რეჟიმების მიერ წარგზავნილი "ბოევიკები" არიან. ერთერთ კადრში ჩანს თუ როგორ არის დამაგრებული ავტოკოლონაზე აფხაზ და ოს სეპარატისტთა დროშები. ფილმი მთლიანად საველე მეთაურს, ვინმე "გივის" ეძღვნება, რომლის წარმოშობაზეც ბევრი ვერსია ვრცელდება და ერთერთი ვერსიით არის აფხაზი. ასევე არის ვერსია რომ ის უკრაინაში დაბადებული და გაზრდილი ქართველია. 
მოკლედ "გივის" წარმოშობაზე მეტად მნიშვნელოვანია ის რომ ამ კონფლიქტში რუსეთს ჩართული ჰყავს საქართველოს სეპარატისტული რეჟიმები და ისინი, უკრაინის წინააღმდეგ ერთგვარი შურისძიების გამო იბრძვიან. ასეთი შურსძიების სურვილი კი გამოწვეულია აფხაზეთის ომისა და 2008 წლის ომისას, უკრაინელთა მხარდაჭერით ქართველებისა და ქართული არმიისადმი. 
საპასუხოდ კი ოფიციალური თბილის თითს-თითზე არ ადებს უკრაინელთა დასახმარებლად და უაზრო, უპასუხისმგებლო პოზიციას იკავებს ამ საკითხისადმი საერთაშორისო არენაზე.  

1 комментарий: