Страницы

суббота, 4 октября 2014 г.

ეროვნული ამნეზია და უვიცი ხელისუფლება!

ის რაც ბოლო დღეების განმავლობაში თბილისში ხდება, ლოგიკური გაგრძელებაა იმ პოლიტიკისა, რომელსაც ამჟამინდელი ხელისუფლება, მოსვლის დღიდან ანხორციელებს. ტყუილი და ამაო მცდელობა იქნება, დღევანდელმა ხელისუფლებამ ვინმე სხვას გადააბრალოს ეს ყველაფერი, რადგან ამით საკუთარ უნიათობას გაუსვავენ ხაზს, თუმცა კი პრქტიკულად ამას აკეთებენ ყოველდ ღიურად.

სოციალურ ქსელებში, ხშირად წერენ ადამიანები რომ თუ კი ხელისუფლება ვერ აკონტროლებს სიტუაციას ქვეყანაში და ისევ ნაციონალები მართავენ პროცესებს, მაშინ რა აზრი აქვთ მათ თანამდებობებზე ყოფნას? მათივე განცხადებებს რომ გავყვეთ, გამოდის რომ მათ არცერთ პროცესზე არ ძალუძთ გავლენის მოხდენა, მიუხედავად იმისა რომ ყველა, "ძალაუფლების" განხორციელებისათვის საჭირო ინსტრუმენტი გააჩნიათ.  ნებისმიერ საგარეო თუ საშინაო წარუმატებლობას ხელისუფლება ერთ ახსნას უძებნის და როგორც წესი, ამ წარუმატებლობაში ყოველთვის "ნაციონალები" არიან დამნაშავენი. ეს ყველაფერი ხომ იმაზე მიუთითებს რომ ამჟამინდელ ხელისუფლებას საშუალებები კი არა ელემენტარული პოლიტიკის წარმოების ცოდნა არ ჰყოფნით. 
არაერთხელ დავფიქრებულვარ თუ რა  მიზნები ამოძრავებთ ამჟამინდელ საჭეთმპრობლებს, რას ემსახურებიან და რას უნდათ რომ მიაღწიონ? ხომ უნდა ჰქონდეს პოლიტიკურ ძალას რომელიც ხელისუფლებაშია რაღაც მიზანი სადამდეც ქვეყანა უნდა მიიყვანონ?!
დღემდე ეს მიზანი მხოლოდ ნაციონალური მოძრაობის განადგურებაში გამოიხატება და მეტი შესამჩნევი არაფერი ხდება. არავითარი წინ გადადგმული ნაბიჯი მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის. არავითარი ქმედითი ნაბიჯი ერის გაერთიანებისკან და გაძლერებისკენ. არავითარი ქმედება რომელიც გახლეჩილ საზოგადოებას შორის დაპისპირებას შეამცირებდა და პროცესების ნორმალურ, ცივილურ ფორმებში წარმართვას წაადგებოდა. 
ქართული ოცნების ხელისუფლება ივიწყებს რომ ნაციონალური მოძრაობა როგორც პოლიტიკური ძალა, იმიტომ არსებობს რომ მას მხარდამჭერები ჰყავს და შესაბამისად ამ მხარდამჭერების ხელისუფლებაც არიან ისინი. ღარიბაშვილი თავისი მინისტრებიანად, პასუხს აგებს საქართველოს უკლებლივ ყველა მოქალაქის, მიუხედავად პოლიტიკური სიმპატიებისა თუ პარტიული კუთვნილებისა, უსაფრთხოებასა და ღირსეული არსებობის უზრუნველყოფაზე. ქვეყანაში როგორი დესტრუქციული ძალებიც არ უნდა არსებობდნენ, ამაზეც ღარიბაშვილი და მისი მინისტრები არიან პასუხისმგებელნი. ისინი ვერასგზით, რაც არ უნდა ეცადონ, ვერ გაექცევიან ამ პასუხისმგებლობას და თითოეულ საქართველოს მოქალაქისთვის პოლიტიკურ ნიადაგზე განხორციელებული ძალადობა, მათი პირადი პასუხისმგებლობის საკითხია. 
გუშინდელი გრიგოლიას გადაცემა კარგი მაგალითია იმისა თუ რა ხდება ქვეყანაში. რამდენად არის პოლარიზებული საზოგადოება და რამდენი აგრესიაა დაგროვილი ხალხში. ამაზე არავინ არ ფიქრობს და ხელისუფლება, თავისი ცხრა წლიანი ისტერიკით, კიდევ უფრო ამძაფრებს ამ აგერსიას. შესაბამისი პასუხი ლოგიკურად ექნებათ აგრესიის ობიექტებს და ამით ხელისუფლების წარმომადგენლები, რომლებიც საჯარო დისკუსიებში მონაწილეობენ, დამატებით არგუმენტებს იღებენ მხოლოდ იმისთვის რომ ეს აგრესია კიდევ უფრო გაამძაფრონ. 
ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს  ქვეყანაში არეულობას ვიღაც ხელისუფლებიდან უწყობს ხელს და ამისთვის, ასეთ საქმეებში გამოცდილი მრჩეველიც ჰყავს. საზოგადოებას კი რატომღაც დაავწიყდა 90-იანი წლები და ყველა ის საშინელება რაც თბილისი ომმა მოუტანა ერს. მაშინ ამ ომის დაწყებაზე პასუხისმგებელი პირები არ დასჯილან და არც შეფასება გაკეთებულა თუ ვინ და რამ უბიძგა ქართველებს ერთმანეთსი ხოცვა-ჟლეტვისკენ. სამართლიანობის აღდგენის თავისეულ პრინციპს, ხელისუფლება  მხოლოდ "ნაციონალების" მიმართ იყენებს, რაც იმას ნიშნავს რომ ხელისუფლება "შერჩევით სამართალს" აფუძნებს და არა ამ ტერმინის შესაბამის პროცესს. 
ხელისუფლების ლოგიკით, საქართველოს ისტორია იწყება 2003 წლიდან და მთელი თავისი გუნდის არგუმენტაცია, სწორდ ამ პერიოდიდან 2012 წლამდე მოვლენებზე აქვს აგებული. ის ხალხი რომელიც ამ ხელისუფლების პირობებში საპატიმროებიდან განთავისუფლდა და საჯარო სივრცეში გააქტიურდნენ, მთლიანად მომართულნი არიან ქვეყანაში მდგოამრეობის დესტაბილიზაციაზე და ეს მათი სუბიექტური მიზნების გამო არ ხდება. ამ ადამიანების უმრავლესობას კავშირი აქვს საქართველოს დაუძინებელი მტრის რუსეთის სპეხსამსახურებთან, რომელსაც მიზნად აქვს დასახული საქართველოს სახემწიფოებრიობის განადგურება. 
მოკლედ, შევთანხმდეთ იმაზე რომ მოცემულ ვითარებაში მმართველი ძალა, რბილად რომ ვთქვათ, არ არის კეთილსინდისიერი ქვეყანაში მიმიდინარე პროცესებში და ამიტომ ნდობას არ იმსახურებს.  საჭიროა საზოგადოების იმ ნაწილმა რომელსაც ესმით მდგომარეობის სიმძიმე და საფრთხეები, ხმა ამოიღონ. დროა გამოვიდნენ თავისი აუდიტორიებიდან "ინტელექტუალები" და იმ ბავშვებს, რომლებსაც "საშიშმა ელემენტებმა" თავგზა აუბნიეს ჭკუა დაარიგონ. ნუ დატოვებთ სატელევიზიო სივრცეს ინაშვილის, ბესელიას, კობახიძის, ვოლსკის, მოროშკინასა და მსგავსი უვიცების ამარად. ნუ შეუწყობთ ხელს, მათ მიერ ტრანსლირებული "მცდარი ღირებულებების" გავრცელებას, საკუთარი პასიურობით, თორემ ყველაფერი იქით მიდის რომ რამდენიმე თვეში ნებისმიერი მცდელობა უშედეგო იქნება, იმდენად დაუპისპირდებიან ერთმანეთს ქართველები!

Комментариев нет:

Отправить комментарий