ოსრადიოს ინფორმაციით, ვლადიკავკაზში ФСБ-სა და შსს-ს მიერ გატარებული ღონისძიების შედეგად, დაკავებულია 23 წლის ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც ინტერნეტში ნაციონალისტური შინაარსის მასალებს აქვეყნებდა.
გამოცემის ინფორმაციით დაკავებული ახალგაზრდის დაკითხივისას გაირკვა რომ ის იზიარებდა ნეოფაშისტური ორგანიზაცია "Слава Руси"-სა და "Правый Сектор"-ის იდეოლოგიასა და შეხედულებებს. ასევე ოსმა სამართალდამცავებმა გაარკვიეს რომ ახალგაზრდა გეგემავდა ულტრანაციონალისტური იდეების ინტერნეტით აქტიურ გავრცელებას (?!)
ოსრადიოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში, ნათქვამია რომ ძალოვნებმა ახალგაზრდას აღმზრდელობითი საუბარი ჩაუტარეს და გააფრთხილეს, თავი შეეკავებინა მსგავსი შინაარსის მასალების გავრცელებისაგან. 2010 წლიდან რუსეთში ასეთის სახის დანაშაულებზე, მოქმედებს წინასწარი ოფიციალური გაფრთხილების მეთოდი, რომლის განმეორების შემთხვევაში დანაშაულის ჩამდენს, დაეკისრება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა.
ეს რომ სხვაგან მომხდარიყო და არა რუსეთში, უცნაური არაფერი იქნებოდა მაგრამ ინტერნეტის რუსულ სეგმენტში, ნეონაცისტური და ნაციონალისტური შინაარსის მასალა საკმაოდ დიდი რაოდენობით არის განთავსებული, რომელიც პირველ რიგში რუსულ ნაციონალიზმს და რელიგიური შეფერილობით ნაცინალიზმს ეძღვნება.
რა თქმა უნდა ზემოთ აღწერილი შემთხვევა საგულისხმოა იმით რომ მასში "Правый сектор"-ის სახელი და ამ ორგანიზაციის მხარდაჭერას ეხება საქმე. რომ არა საქმის ეს კომპონენტი ალბათ ყურადღებასაც არ მიაქცევდნენ ამ ახალგაზრდა კაცის ინტერნეტ აქტივობას.
![]() |
| ოფიციალური გვერდი |


Комментариев нет:
Отправить комментарий