დღეს 2014 წლის 26 ოქტომბერს აშშ-ს საზღვაო ქვეითებისა და ბრიტანეთის სამხედროებმა ოფიციალურად დაასრულეს საკუთარი მისია ავღანეთში. ჰელმენდის პროვინციაში არსებული სამეთაურო შტაბზე,
დაშვებულია ქვეყნის დროშები და ბაზებზე კონტროლი გადაცემულია ადგილობრივი ძალებისთვის. სამხედრო მოსამსახურეები სამშობლოში დასაბრუნებლად ემზადებიან, თუმცა მათი გამგზავრების ზუსტი თარიღი ამ დრომდე მკაცრად გასაიდუმლოებულია. ადგილობრივი ძალებისთვის არის გადაცემული პროვინციაში არსებული ყველა სამხედრო ობიექტი.
ინფორმაციას ISAF-ის მისიის დასრულების შესახებ სააგენტო Reutrs-ი ავრცელებს.
დასავლურ მედიაში ბოლო დროს იწერებოდა რომ ავღანეთში მდგომარეობა ბოლო დროს დასტაბილურდა და ადგილობრივი უსაფრთხოების ძალები შესძლებენ დამოუკიდებლად გაუმკლავდნენ საფრთხეებს.
ამ დროისთვის ავღანეთის ტერიტორიაზე აშშ-ს სამხედრო მოსამსახურეთა რაოდენობა 30 000 აღწევს, თუმცა მთლიანი შემადგენლობის გაყვანა არ იგეგმება. ავღანეთის ახლად არჩული პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ, აშრაფა ღანი ახმადზაისა და ბარაკ ობამას შეთანხმების თანახმად, 2014 წლის შემდეგაც დარჩება ამერიკული შეიარაღებული ძალების გარკვეული კონტიგენტი ავღანეთის ტერიტორიაზე. დაუზუსტებელი ინფორმაციით 10 000 მდე სამხედრო მოსამსახურე 2014 წლის შემდეგაც დაეხმარება ავღანეთის უსაფრთხოების ძალებს, თალიბანის წინააღმდეგ ბრძოლაში და მისგან მომდინარე საფრთხეების განეიტრალებაში.
![]() |
| ოფიციალური გვერდი |


Комментариев нет:
Отправить комментарий