(ყურადღება მიაქციეთ გამოქვეყნების თარიღს - 27.10.2014)
გუშინდელი დღის განმავლობაში აფხაზეთის რკინიგზის საკითხს, სომხურ პრესაში ორი სტატია მიეძღვნა და თითქმის ყველა საინფორმაციო თუ ანალიტიკურ ვებსაიტზე გადაიბეჭდა.
გუშინდელი დღის განმავლობაში აფხაზეთის რკინიგზის საკითხს, სომხურ პრესაში ორი სტატია მიეძღვნა და თითქმის ყველა საინფორმაციო თუ ანალიტიკურ ვებსაიტზე გადაიბეჭდა.
რა თქმა უნდა რუსულმა მედიამაც აიტაცა და გადააკოპირა, ჯერ სომხეთის ეკონომიკის მინისტრის ინტერვიუ და შემდეგ, ერთი ჩვენთვის ყველასთვის კარგად ცნობილი, ახალქალაქელი სეპარატისტის ვააგნ ჩახალიანის კომენტარი.
ჩახალიანის კომენტარამდე რა თქმა უნდა საინტერესო და ყველაზე მეტად დამაფიქრებელი, ჩვენი მეზობელი და "მოძმე" სახელმწიფოს, ეკონომიკის მინისტრის კარენ ჩშმარიტიანის კომენტარია, რომელიც აცხადებს რომ აფხაზეთის რკინიგზის საკითხი, სომხეთის ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში გაწევრიანების პარალელურად აქტუალური გახდა და მისივე მტკიცებით, ეს საკითხი განიხილება. სიტყვა სიტყვით მისი განცხადება ასე ჟღერს - "აფხაზეთის რკინიგზის ამუშავების საკითხი - სომხეთსა და ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირს შორის საერთო საზღვრის საკითხი, განიხილება(?!), დიახ საკითხი განიხილება და ჩვენ ვართ მომხრენი" - აცხადებს სომხეთის ეკონომიკის მინისტრი და დასძენს რომ სომხეთის ევრაზიულ კავშირში გაწევრიანებსათან დაკავშირებით, რკინიგზის ამ მიმართულების გახსნით დაინტერესება გაიზარდა, სომხეთის მხრიდანაც და რუსეთის მხრიდანაც(?!) (www.tert.am)
![]() |
| სომხეთის ეკონომიკის მინისტრი კარენ ჩშმარიტიანი |
აფხაზეთის რკინიგზის მონაკვეთის გახსნის მნიშვნელობაზე, კომენტარი გააკეთა სომხეთის პოლიტოლოგთა კავშირის თავჯდომარემ ამაიაკ ოვანესიანმა. რომელსაც რკინიგზის ამ მონაკვეთის გახსნა, შესაძლებლად მიაჩნია და აცხადებს რომ ეს საკითხი არ არის განპირობებული მხოლოდ სომხეთის ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში გაწევრიანებით და ის შედის როგორც აფხაზების, ასევე რუსებისა და ქართველების ინტერესებში(?!). ოვანესიანი აცხადებს რომ რკინიგზის გახსნისათვის საჭირო იქნება ინვესტიციები, რადგან ინფრასტრქტურა მთლიანად განადგურებულია და დარწმუნებულია რომ რუსეთი შესძლებს ამ ინვესტიციების მოზიდვას. მისი აზრით აღნიშნული რკინიგზის მონაკვეთის გახსნას, ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს რეგიონში რუსეთის სამხედრო-პოლიტიკური გავლენის შენარჩუნებისთვის და ამ ფაქტორებს დამატებული სომხეთის წევრობა "ეეკ"-ში ვალდებულს ხდის რუსეთს, გამონახოს საშუალებები და დარწმუნებულია რომ გამონახავს კიდევაც. ამიტომაც სომეხთა მთავარ პოლიტოლოგს მიაჩნია რომ აფხაზეთის რკინიგზის მონაკვეთის გახსნა, დღეს შესაძლებელია, თუ რუსეთი მოინდომებს.
![]() |
| პოლიტოლოგთა კავშირის თავჯდომარე ამაიაკ ოვანესიანი |
თითქმის პარალელურად გავრცელდა ახალქალაქელი "აქტივისტის" (როგორც სომხური მედია მოიხსენიებს, სინამდვიელში კი - სეპარატისტის) ვააგან ჩახალიანის კომენტარი. რომელშიც ჩახალიანი ახადებს რომ აფხაზეთის რკინიგზის გახსნა, პირველ რიგში საქართველოსთვის არის სასრგებლო. ჩახალიანი ასევე იხსენებს ბიძინა ივანიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას აღნიშნული რკინიგზის გახსნის საკითხზე როდესაც მან თქვა რომ ამ გზის გახსნა შესაძლებელია. განცხადებიდან რამდენიმე დღის შემდეგ, თბილისმა ასეთი შესაძლებლობა გამორიცხა. ჩახალიანის განცხადებით მათ დაადგინეს რომ ივანიშვილის პოზიცია აზარბაიჯანის ზეწოლის გამო შეიცვალა, თუმცა შემდეგ ჩახალიანს "თავის მხრივაც მოუთხოვია" რომ ეს სარკინიგზო ხაზი გაიხსნას. ჩახალიანი ამტკიცებს რომ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები პირად საუბრებში თანახმანი არიან გაიხსნას რკინიგზა, თუმცა "მეორე" მხარეა წინააღმდეგი. გამოცემა მეორე მხარეში აფხაზებს ან რუსებს მიუთითებს ბრჭყალებში და დაშვებითაც კი არ უშვებს რომ ეს მეორე მხარე, შესაძლოა საქართველოს ხელისუფლების ოპოზიცია იყოს. (news.am)
![]() |
| სეპარატისტი ვააგან ჩახალიანი |
ზემოთ მოყვანილ განცხადებებს წინ უძღოდა რუსეთის რკინიგზის შეფის ვლადიმერ იაკუნინის კომენტარი, რომელიც აზარბაიჯანულ გამოცემა haqqin.az-თან გააკეთა ა/წ 22 ოქტომბერს. იაკუნინის განცხადებით რუსეთი განიხილავს ეფხაზეთის რკინიგზის გახსნის საკითხს. მისი თქმით, საკითხი პოლიტიკურ გადაწყვეტას საჭიროებს და ამ საკითხში რუსები ყოველთვის გახსნის მომხრენი იყვნენ, თუმცა აფხაზებსა და საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებას შორის დაგროვილი პრობლემები ვიდრე არ გადწყდება ეს საკითხიც ღია რჩება.
ერთი ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი - აფხაზეთის რკინიგზის საკითხი გააქტიურებულია რეგიონულ მედიაში 19 ოქტომბრიდან და მომდევნო დღეებში უფრო მეტად აქტიურდება, მაშინ როცა აღნიშნულ საკითხზე სომხურ მედიაში ბოლო კომენტარები რომელიც ასევე ჩახალიანს ეკუთვნის ა/წ 27 აგვისტოს არის გაკეთებული. დამეთანხმებით რომ უცნაურად ემთხვევა აფხაზ სეპარატისტებსა და რუს ოკუპანტებს შორის გასაფორმებელი შეთანხმების საკითხის გააქტიურებას, აფხაზეთის რკინიგზის საკითხით სომხური მედიის დაინტერსება.
![]() |
| რუსეთის რკინიგზის ხელმძღვანელი ვლადემერ იაკუნინი |
შემაშფოთებელია ის მდუმარება რომელსაც საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება იჩენს საკითხისადმი. როგორც ზემოთ მოყვანილი განცხადებები აჩვენებს, ისინი საქმის კურსში არიან რომ თემა აქტუალურია და ჩვენი "მეზობლები" მისი განხილვით არიან დაკავებულები ისე რომ საქართველოს ხელისუფლებას არაფერს ეკითხებიან (ყოველ შემთხვევაში ასეთი წარმოდგენა იქმნება). სავარაუდოდ აბაშიძე-კარასინის შეხვედრაზეც განიხილებოდა ეს საკითხი და სულაც არ არის გამორიცხული, ამ შეხვედრაზე კარასინმა რკინიგზის გახსნის კონკრეტულ გეგმასა და პროცესების შესახებ მინიშნება გააკეთა.
მოკლედ როგორც არ უნდა იყოს, ფაქტია რომ აფხაზეთის სრული ანექსირების გეგმის გახმოვანების პარალელურად, დაიწყო აღნიშულ თემაზე ლაპარაკი, რაც იმის მანიშნებელია რომ ეს საკითხი მხოლოდ საქართველო-რუსეთის ფორმატს გასცდება და მასში სომხეთი ჩაერთვება, როგორც ერთერთი დაინტერესებული მხარე. საქართველოს ხელისუფლებამ ახსნა-განმარტება უნდა მოსთხოვოს სომხეთის მთავრობას, მისი მინისტრი კომენტარის გამო. თუ ეს არ გააეკთა უახლოეს დღეებში ხელისუფლებამ ძალიან დიდი საფრთხის ქვეშ დააყენებს ქვეყანას და გაჩნდება ეჭვი რომ ოფიციალური თბილისი, ხალხისგან მალულად გარიგებაში შედის ქვეყნის არაკეთილმოსურნესთან, რომელიც ქვეყანას სავალალო შედეგებამდე მიიყვანს!
![]() |
| ოფიციალური გვერდი |






ჩვენთან უკვე განიხილეს
ОтветитьУдалитьdavai rebiata .merite i rejte bliadi
ОтветитьУдалить