Страницы

суббота, 27 сентября 2014 г.

პრორუსი ტერორისტები დონეცკის აეროპორტში შეიჭრნენ (ვიდეო/video)

რამდენიმე წუთის წინ უკრაინულ მედიაში გავრცელდა ვიდეო კადრები სადაც ასახულია პრორუსი ტერორისტების დონეცკის აეროპორტის ტერიტორიაზე შესვლის ფაქტი. გუშინ ვრცელდებოდა ინფორმაცია რომ ბოლო პერიოდის
განმავლობაში ტერორისტებმა ყველაზე მაშტაბური შეტევა განახორციელეს დონეცკის აეროპორტზე, თუმცა გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინელმა ძალოვნებმა ეს შეტევა მოიგერიეს. 
გვიან ღამით ასევე გავრცელდა ინფორმაცია რომ მაშტაბური შეტევა ხორციელდება მარიუპოლის მიმართულებით. ზალპური ცეცხლის საარტილერიო დანადგარებიდან დაიბომბა უკრაინელ ძალოვანთა პოზიციები, ადგილობრივების განცხადებით უკრაინელებმა საპასუხო ცეცხლი გახსნეს ასევე საარტილერიო დანადგარებიდან. მარიუპოლის დაცვის შტაბში აცხადებენ რომ სიტუაციას ამ დროისთვის აკონტროლებენ და სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციას, ქალაქის შტურმის შესახებ არ ადასტურებენ. შტაბის წარმომადგენლის განცხადებით 26 სექტემბრის საღამოს ინციდენტი, საარტილერიო დუელი იყო და წარმატებული საპასუხო ცეცხლის გახსნის შედეგად, პრორურსმა ტერორისტებმა მნიშვნელოვანი ზიანი მიიღეს. უკრაინელ ძალოვნებს შორის მსხვერპლი არ არის.
ბოლო ორი დღის განმავლობაში ინციდენტების რაოდენობამ აშკარად იმატა და მატულობს საფრთხე ომის განახლების. 

Комментариев нет:

Отправить комментарий