Страницы

пятница, 26 сентября 2014 г.

ვითარება უკრაინაში - უცნაური მშვიდობა! (ვიდეო/video)

უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებში გაცხადებული მშვიდობის დამყარების პარალელურად, შეიარაღებული შეტაკებები ხდება ტერორისტებსა და უკრაინელ ძალოვნებს შორის. ყოველდღიურად ვრცელდება ინფორმაცია შეტაკებებისა და ინციდენტების შესახებ რომელიც ე.წ.
ანტიტრორისტული სპეცოპერაციის ზონაში ხდება. სხვადასხვა მოხალისეთა ჯგუფები, ავრცელებენ ინფორმაციას რომ რუსულმა საოკუპაციო ჯარებმა, ცოცხალი ძალისა და ტექნიკის როტაცია განახორციელეს. მნიშვნელოვნად არის განახლებული "ტერორისტების"  რიგები, ახალი მოხალისეებით რუსეთიდან და არა მარტო რუსეთიდან. 
გარდა შეტაკებების შესახებ გავრცელებული ცნობებისა, თითქმის ყოველდღიურად ვრცელდება ინფორმაცია, უკრაინის უშიშროების სამსახურის სპეცდანიშნულების რაზმის მიერ ჩატარებული ოპერაციების შესახებ, რომელიც პრორუსი ტერორისტებისა და რუსი მზვერავების თუ დივერსანტების დაკავებების შესახებ იტყობინება. ეს ხომ იმის მანიშნებელია რომ რუსეთს არ უთქვამს უარი, უკრაინის დანარჩენ ტერიტორიაზე ვითარების დაძაბავასა და დესტაბილიზიაციაზე. თითქმის ყველა დაკავებულს, აღმოაჩნდა ასაფეთქებელი ნივთიერება, რომელიც სავარაუდოდ ტერორისტული აქტების მოწყობისთვის იყო განკუთვნილი. რუსეთის ასეთი ქმედებების შესახებ, საკმაოდ კარგი და "მდიდარი" პრაქტიკა გვაქვს ქართველებს და ვიცით რომ თუ კი ასეთი მეთოდებით რუსეთი ვერ ახდენს სასურველ დესტაბილიზაციას, მაშინ ღია აგრესიაზე გადადის. ასევე მოიქცევა ამ შემთხვევაში და თუ ვერ შესძლო ინფორმაციული დივერსიებს თანდართული, ტერორისტული აქტების მოწყობა და ამით უკრაინული საზოგადოების უკმაყოფილების მატება, არსებული ხელისუფლებისა და კერძოდ პრეზიდენტ პოროშენკოს მიმართ, მაშინ აღმოსავლეთ რეგიონებში, რომელიც უკვე ოკუპირებულია აუცილებალდ განაახლებს ცეცხლს და მთავარი მიმართულება მარიუპოლი იქნება. აქვე უნდა ითქვას რომ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გაფორმების დღიდან, ყველაზე მეტად დაძაბული ვითარება სწორედ მარიუპოლის მიმართულებით არის შენარჩუნებული. უკრაინული მედიასა და სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინფორმაციების თანახმად, მარიუპოლის მისადგომებიც ყოველდღიურად იბომბება.  
გუშინ გვიან ღამით გავრცელდა კადრები რომელზეც ასახულია დონეცკის აეროპორტის სააარტილერიო დაბომბვა. დღეს დილით უკრიანულ მედიაში კი აეროპორტის დამცველი ჯარისკაცის კომენტარი გავრცელდა, რომელიც ამბობს რომ გუშინწინ (24/09) დაწყებული შტურმი, რომელიც თითქმის 24 საათის განმავლობაშ მიმდინარეობდა, ბოლო დროის ყველაზე მაშტაბური შეტევა იყო. უკრაინელმა ძალოვნებმა შესძლეს ამ შტურმის მოგერიება დანაკარგების გარეშე. თუმცა ყოველივე ეს იმაზე მიუთითებს რომ რუსეთის გენშტაბში დასახული ამოცანა, უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებში საჭირო შედეგამდე განხორციელებული არ არის და საჭიროებს დამატებითი სტრატეგიული ობიექტების მიმატებას. 
 ასევე უნდა ითქვას რომ ფრონტის უმეტეს, არასტრატეგიულ ნაწილში, სიმშვიდეა და სროლების ხმა იშვიათად ისმის, თუმცა ტერორისტების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მშვიდობას მაინც არ დაუსადგურებია და უკრაინელ ძალოვნებთან ომისგან გამონთავისუფლებული ტერორისტები, ერთმენთს დაერივნენ. რამდენიმე დღეა ვრცელდება საველე მათაურების დაჯგუფებებს შორის, შეტაკებების შესახებ ინფორმაციები. ისეთი პირი უჩანს რომ ასეთი დაპირსპირებები კიდევ გაგარძელდება, რაც უკრაინული მხარისთვის უფრო უკეთესია, იმიტომ რომ რუსი და ეთნიკურად რუსი, ადგილობრივი კრიმინალებით დაკომპლექტებული ტერორისტული ე.წ. "ნოვოროსიის" არმია, ერთმანეთს ანადგურებენ და ამ შეტაკებებს უკრაინელი ჯარისკაცები არ ეწირებიან.
ასევე საინტერესოა ის პოლიტიკური კონტექსტი, რომელსაც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ქმნის. რუსეთის საგარეო უწყების დიპლომატიურ ლექსიკონში თვალშისაცემია დასახელება "ნოვოროსიის" აქტიური გამოყენება, რაც იმას ნიშავს რომ ამ დასახელების დამკვიდრებას ცდილობს და შექმნის ისეთივე მოგონილ დასახელებას, როგორიც საქართველოს შემთხვევაში "ჩრდილოეთ ოსეთის" სახით შექმნა. გარდა სახელწოდების დამკვიდრებისა, რუსეთის პოლიტიკა უკრაინის ამ ორი რეგიონის მიმართ ანალოგიურია ფაშისტური გერმანიის სუდეტელი გერმანელების მიმართ განხორციელებული პოლიტიკისა, რომელშიც გერმანელები დამცირებული და დახმარების საჭიროების მქონე, დაჩაგრულ ეროვნულ უმცირესობად გამოჰყავდა.

Комментариев нет:

Отправить комментарий