Страницы

воскресенье, 7 сентября 2014 г.

NATO-ს წევრი ქვეყნები უკრაინას თანამედროვე იარაღს მიაწვდიან!

უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა იური ლუცენკომ საკუთარ ფეისბუკის გვერდზე იმ ქვეყნების ჩამონათვალი გამოაქვეყნა, რომლებიც უკრაინას თანამადროვე, ზეზუსტ იარაღს მიაწვდიან, ესენია: აშშ, საფრანგეთი, იტალია, პოლონეთი და ნორვეგია. ლუცენკოს განცხადებით იარაღის მიწოდებაზე შეთანხმებები NATO-ს
უელსის სამიტზე იქნა მიღწეული. გარდა იარაღის მიწოდებაზე შეთანხმებისა, ასევე არსებობს შეთანხმება რომ უკრაინაში მივლინებულნი იქნებიან სამხედრო მრჩევლები, რომლებიც დაეხმარებიან უკრაინულ არმიას NATO-ს სტანდერტებთან მიახლოებასა და ალიანსის წევრობისთვის მომზადებაში.
 მოცემულ ვითარებაში, როდესაც უკრაინა ფართომაშტაბიან ომშია ჩათრეული, თანამედროვე ზეზუსტი იარაღის მიწოდება მხოლოდ NATO-ს სტანდარტებთან დაახლოებისთვის ვერ იქნება "შენახული". რა თქმა უნდა ეს იარაღი გამოყენებული იქნება რუსული არმიისა და ტექნიკის წინააღმდეგ. 
 კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი. იარაღი რომელსაც უკრაინას მიაწვდიან არასოდეს ყოფილა გამოყენებული რეალურ საბრძოლო მოქმედებებში, უახლესი რუსული ტექნიკის წინააღმდეგ. ამ კონფლიქტში კი რუსეთი იყენებს საკუთარი წარმოების უახლეს ტექნიკასა და ჯავშანს, რომელზეც კარგი იქნება თუ გამოიცდება დასავლეთის ქვეყნების მიერ წარმოებული იარაღი. აქედან გამომდინარე უკრაინისა და ალიანსის წევრ ქვეყნებს თავისი ინტერესები აქვთ იარაღის გამოყენების თვალსაზრისით. 
ყველასთვის გასაგებია რომ მომდევნო ათწლეულების საფრთხე, ალიანსის წევრი ქვეყნებისათვის რუსეთი და მისი შეიარაღება იქნება. აქედან გამომდინარე ლოგიკურია რომ ზემოთ ჩამოთვლილი ქვეყნები უკრაინისათვის იარაღის მიწოდებას დასთანხმდნენ!

1 комментарий: