Страницы

воскресенье, 7 сентября 2014 г.

მარიუპოლთან უკრაინის ეროვნული გვარდიის დამატებითი ძალები გადაისროლეს!

ცეცხლის შეწყვეტის შეთახმების მიუხედავად, რუსულმა არმიამ დაბომბა მარიუპოლის მისადგომებთან გამაგრებული, უკრაინელ სამხედროთა პოზიციები. რამდენიმე ჭურვი ქალაქშიც ჩავარდა, რამაც ხანძარი გამოიწვია.
იწვის მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი და ავტოგასამართი სადგური. უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა არსენ ავაკოვმა საკუთარ ფეისბუკის გვრედზე გაავრცელა ინფორმაცია რომ მარიუპოლის გასამაგრებლად გადასროლილია ეროვნული გვარდიის პირველი ბრიგადა. ავაკოვი მოუწოდებს მოსახლეობას ნუ აჰყვებიან პანიკას რადგან ქალაქის მისადგომები, საიმედოდ დაცული და გამაგრებულია.
 მარიუპოლი რუსული აგრესიის მოსაგერიებლად, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე რამდენიმე დღით ადრე მოემზადა. მაშინ გავრცელდა უკრაინული სამხედრო კოლონების ამსახველი ფოტო მასალაც თუ რა რაოდენობის ტექნიკა მიემართებოდა ქალქის დასაცავად. ასევე ფოტომასალა თუ როგორ ამზადებდნენ რიგითი მოქლაქეები სანგრებსა და სხვა საფორტიფიკაციო ნაგებობებს. ქალაქის ყველა ბომბსაფარი მოწესრიგებულია და სოციალური ქსელებით გავრცელებულია მისამართები რომელზე აღნიშული თავშესაფრები მდებარეობს. 
დღეს ღამით 01:15 საათზე რუსულმა არტილერიამ ცეხლი კვალვ გახსნა და კვალვ დაბომბა მარიუპოლის მისადგომები.

Комментариев нет:

Отправить комментарий