Страницы

вторник, 16 сентября 2014 г.

NATO: რუსეთის შემდეგი სამიზნე მოლდოვეთია!

NATO-ს სამხედრო ძალების მეთაურის ევროპაში, გენერალი ფილიპ ბრიდლავის გაცხადებით, ალიანსი უნდა მოემზადოს რუსეთის მხრიდან ფარული შეჭრისთვის სხვა ქვეყნებშიც, რადგან ამის ნიშნები არსებობს. ბრიდლავის განცხადებით ასეთი ნიშნები უკვე აშკარაა მოლდოვეთის
მიმართ და სავარაუდოდ რუსეთის მომდევნო სამიზნე უკრაინის შემდეგ, მოლდოვეთი იქნება.
 ბრიდლავმა განაცხადა რომ თუ კი რუსეთი დააპირებს რომელიმე ალიანსის წევრ ქვეყანაში, მაგალითად ბალტიის ქვეყნებში ე.წ. "ფარულ შეჭრას", მაშინ ალიანსი მე-5 მუხლის მიხედვით იმოქმედებს და მთელი ძალებით დაეხმარება თავდასხმის ობიექტს. გენერლის განცხადებით მათთვის საკმაოდ კარგად არის ცნობილი რუსული "ჰიბრიდული ომის" სცენარი და ყველა ძალას ხმარობენ რომ მსგავსი სცენარები სხვა ქვეყნებშიც არ განმეორდეს. თუმცა ბრიდლვის განცხადება მოლდოვეთთან დაკავშირებით მეტყველებს იმაზე რომ რუსეთი ჯერ ალიანსის მოსაზღვრე ქვეყნებით არის დაკავებული და მოცემულ ვითარებაში მოერიდება ალანსის წევრ ქვეყნებში მსგავსი სცენარების გათამაშებას. 
 მოლდავურ პრესაში არაერთხელ დაწერილა რუსული საფრთხის შესახებ. უკრაინის მოვლენებით გადაიფარა, პრიდნისტროვიაში დისლოცირებული რუსული შენაერთის გაზრდა და მათი რიგებისთვის დამატებული, სპეციალური დანიშნულების რაზმების საკითხი. პრიდნესტროვიის სეპარატისტული მედია ბოლო პერიოდში აქტიურად არის დაკავებული უკრაინელთა და მოლდოველთა დემონიზებით და ხშირად იწერება სტატიები, რომლის ძირითადი შინაარსიც მხოლოდ ის არის რომ უკრაინა და მოლდოვეთი ერთობლივად აპირებენ თავდასხმას სეპრატისტულ რეჟიმზე(?!). ასეთი მტკიცებულების დასტურად კი მოჰყავთ უკრაინის მხრიდან საზღვრის გამაგრება და იქ სამხედრო შენაერთებისა და ტექნიკის განთავსევა.
უკრიანულმ მხარემ ასეთი გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო რაც ოდესაში გააქტიურდნენ პრორუსული ძალები, რომლებსაც ინსტრუქციები, იარაღი და დაფინანსება პრიდნესტროვიიდან მიეწოდებოდათ. დონბასზე კონფლიქტის დაწყების პირველ ეტაპზე, იყო ლაპარაკები იმაზეც რომ რუსულ სამხედრო კონტიგენტს, რომელიც პრიდნესტროვიაშია განთავსებული შეიძლებოდა რომ ოდესის ოლქისთვის შეეტია და უკრაინისთვის შავ ზღვაზე გასასვლელი მთლიანად მოეჭრათ. ეს გეგმა რამდენიმე დღის წინ კვალვ გაიხსენეს, მაშინ როდესაც რუსულმა არმიამ შეტევა დაიწყო მარიუპოლის მიმართულებით. 
ჯერ უკრაინის კრიზისი არ დასრულებულა და ამ კონფლიქტში ჩართულ მხარეებს თავისი მიზნებისთვის არ მიუღწევიათ, რაც იმას ნიშავს რომ კონფლიქტი განახლდება. პარალელურად რამდენად შესძლებს რუსეთი მოლდოვეთისთვის პრობლემების შექმნას ძნელი სათქმლია, უკრაინისგან განსახვავებით იქ გაცილებით რთული იქნება საკუთარი შენაერთების მხარდაჭერა და აქტიური ბრძოლების წარმოება. თუმცა ისიც გასათვალსწინებელია რომ ბრიდლავი ამ ყველფერს ტყუილად არ იტყოდა.

Комментариев нет:

Отправить комментарий