Страницы

вторник, 16 сентября 2014 г.

ისრაელმა უკრაინისთვის იარაღის მიწოდება დაბლოკა!

აზარბაიჯანის დედქალქ ბაქოში გამართულ შეიარაღების საერთაშორისო გამოფენაზე, უკრაინულ სამხედროთა მხრიდან დაინტერესება გამოითქვა, ებრაული წარმოების უპილოტო საფრენი აპარატების შესყიდვის შესახებ. მაშინ გავრცელებული ინფორმაციით მხარეებმა მოლაპრაკებებიც გამართეს და გარკვეულ შეთანხმებასაც მიაღწიეს.
უკრაინული მხარე კერძოდ დაინტერესებული იყო ებრაული კონცერნ Aeronautics-ის პროდუქციით. ისარაელის სამხედრო უწყებამ დასტური მისცა შეთანხმებას მაგრამ საგარეო საქმეთა სამინისტრომ, რომელმაც ასევე უნდა დაადასტუროს შეიარაღების გაიყდვის შეთანხმება, დაბლოკა უკრინელებისათვის უპილოტოების მიწოდების შეთანხმება. 

სააგენტო France-Presse-ს ინფორმაციით საგერო საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილება დაკავშირებულია შიშთან რომ უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდება, რუსეთის გაღიზიანებას გამოიწვევს. 
"Укроборонпром"-ის წარმომადგენლის დენის რადოვის განცხადებით მან ისრაელის მხარესთან მოლაპრაკების დეტალები არ იცის მაგრამ იცის რომ საუბარი შეეხებოდა უპილოტო საფრენ აპარატებს. თუმცა მისი განცხადებით საუბარია არა პარტიების შესყიდვაზე, არამედ პროდუქციის შეწავლასა და გამოცდილების გაზიარებაზე. 
ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ ჯერ კომენტარი არ გაუკეთებია.

Комментариев нет:

Отправить комментарий