რუსეთის მხრიდან მომდინარე საფრთხეები, ამიერკავკასიის რეგიონისთვის ხშირად არის განხილვის საგანი. განსაკუთრებით მას შემდეგ რაც რუსეთმა ევრაზიული კავშირის შექმნის შესახებ განაცხადა და ეს რუსული ინიციატივა აღქმული იქნა როგორც ახალი იმპერიის მშენებლობის სურვილი.
ქართველები ბოლო დროს განხორციელებული პოლიტიკის გამო, ამ საფრთხეს ვზრდით და რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების "დალაგების" მოტივით, მისი ინტერვენციისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნით ვართ დაკავებულები.
კერძოდ ასეთი დასკვნის საფუძველს იძლევა ის ინფორმაცია, რომელიც რუსეთის ტერიტორიიდან საქართველოს მიმართულებით ახალი საავტომობილო გზების მშენებლობას უკავშირდება. ეს საკითხი ასევე გააქტიურა გრიგორი კარასინის განცხადებამ რომელიც საქართველოსთან ერთად განსახორციელებელ ინფრასტრქტურულ პროექტებს ეხებოდა. საქართველოს პრემიერ მინისტრის სპეციალური წარმოადგენლის, ზურაბ აბაშიძის განცხადებით კარასინი თავის განცხადებაში გულისხმობდა მლეთა-კობის დამაკავშირებელი გვირაბის მშენებლობას. ამ გვირაბის მშენებლობაზე 2012 წელს მაშინდელი საქართველოს პრეზიდენტი მიხეილს სააკაშვილიც ლაპარკობდა და მაშინვე იყო ნათქვამი რომ ამ გვირაბის პროექტი, ჯერ კიდევ საბჭოთა კავშრის დროს არსებობდა, თუმცა კომუნისტებმა მისი განხორციელება ვერ მოასწრეს.
ზოგადად სეთი გამარტივება ამ მარშუტისა რომ ძალიან კარგი იქნება, თუნდაც სტეფანწმინდის მოსახლეობისთვის რა თქმა უდნა ცხადზე-ცხადია და ეკონომიკური ეფექტიც ძალიან კარგი ექნება მაგრამ ყველა სიკეთესთან ერთად, ასევევ საფრთხის შემცველიც არის. ყველას კარგად გვახსოვს ჯერ 90-იან წლებში სამაჩაბლოს კონფლიქტისას და შემდეგ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომისას როკის გვირაბის ეფექტი, რომელმაც რუსულ არმიას მისცა საშუალება უსწრაფესად შემოსულიყო საქართველოს ტერიტორიაზე. ასეთივე საფრთხის შემცველი შეძლება იყოს მლეთა-ზემო ლარსის მარშუტის გამარტივება და გამტარუნარიანობის ამაღლება.
ამ პროექტის განხილვის პარალელურად, რუსეთი ა/წ 1 ოქტომბრიდან იწყებს ასევე ახალი, 83 კილომეტრიანი საავტომობილო გზის მშენებლობას დაღესტანში. ავარო - კახეთის გზატკეცილი უკვე იყო განხილვის საგანი და ამ პროექტს თავად დაღესტნელები ეწინააღმდეგებიან რადგან, თვლიან რომ ასეთი გზის საჭიროება არ არსებობს. მისი ფუნქცია განისაზღვრება მხოლოდ რუსული არმიის გადაადგილებით და ის პირდაპირ საფრთხეს წარმოადგენს აზარბაიჯანისთვის და არა მარტო მისთვის.
ყარაბახის კონფლიქტის კონტექსტში რუსეთს შესაძლებლობა ექნება საქართველოს ტერიტორიის გავლით დაბლოკოს თურქული დახმარება აზარბაიჯანული არმიისთვის აფხაზეთის და სამაჩაბლოს მიმართულებებიდან და ასევე უშუალოდ აზარბაიჯანს დაემუქროს რუსეთ-აზარბაიჯანისა და ავარო - კახეთის გზით, ლაგოდეხის მიმართულებიდან. ზემო ლარსი - წითელი ხიდი კი უახლოესი გზა იქნება აზარბაიჯანულ-სომხურ საზღვარზე გასასვლელად.
აზარბაიჯანსა და ყარაბხის კონფლიქტს რომ თავი დავანებოთ, საქართველოში ინტერვენიცის განხორციელებისთვის, რუსეთს ოთხი შემოსასვლელი ექნება საქართველოს ტერიტორიაზე. ქართული არმიისთვის კი ოთხ ფრონტზე ბრძოლა პრაქტიკულად წარმოუდგენელი იქნება რადგან რუსეთის არმია უსწრაფესად შესძლებს ქართული არმიის ლოგისტიკის დაბლოკვას და მოუმარაგებელი ჯარის განადგურებას სწრაფად შესძლებს.
ასეთი აპოკალიპტური სცენარი სულ უფრო რეალური ხდება იმის გათვალსწინებით რომ ევროპა და ირანი აღწევენ შეთანხმებას და ენერგო რესურსების მიწოდება იწყება ირანიდან, მაშინ როდესაც რუსეთის პირდაპირი გავლენა ევროპულ ენერგო ბაზარზე, იბლოკება და სუსტდება. ყველას კარგად მოგვეხსენება თუ მნშვნელობა აქვს რუსეთისთვის გაზისა და ნავთობის გაყიდვების მოცულობას, მისი შემცირება კი რუსეთის ბიუჯეტისათვის უდიდესი პრობლემაა რომელიც ლოკალურ ფინანსური კრიზისისა და შესაბამისად პოლიტიკური კრიზისის საფუძველი გახდება.
აქ მხოლოდ საფრთხეების მცირედი ჩამონათვალია რომლის დროსაც შეიძლება გამოიყენოს რუსულმა არმიამ "გაჭრილი" ბუნებრივი საზღვარი და ნებსიმიერი კრიზისისას ამ მიამრთულებებიდან შესძლებს უფრო მეტი ზემოქმედების მოხდენას ქართულ სახელმწიფოზე, რაც საბოლოო ჯამში რეგიონში რუსეთის მარიონეტად გვაქცევს.
ასე შეხედეთ - ყოველი ახალი გზა რუსეთთან "მარიონეტის" მართვის დამატებით ძაფებს ნიშნავს!

შემოსასვლელის გარეშე, დესანტითა და ავიაციით ვერ მოახერხებს შემოსვლას ვითომ?
ОтветитьУдалить