Страницы

суббота, 27 сентября 2014 г.

პენტაგონი: - ერაყში საჭიროა სახმელეთო ოპერაცია! (ვიდეო/video)

დღეს გავრცელდა აშშ-ს გაერთიანებული შტაბების ხელმძღვანელის მარტინ დემპსის განცხადება, ერაყსა და სირიაში "ისლამური სახელმწიფოს" წინააღდმეგ სახმელეთო ოპერაციის საჭიროების შესახებ. დემპსის განცხადებით მხოლოდ საჰაერო იერიშები საკმარისი არ არის.
ისლამისტი ბოევიკების წინააღდმეგ ბრძოლისათვის საჭიროა 15 000 ჯარისკაცი, ხოლო აშშ-ს შეუძლია გაწვრთნას მხოლოდ 5000 რაც არასაკმარისია, ამიტომ საჭიროა სახმელეთო ოპერაციის დაწყება რაც პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღებას საჭიროებს. 
დემპსის განცხადებით საჰაერო იერიშებმა თავისი შედეგი გამოიღო და "ისლამური სახელმწიფოს" ინფრასტრუქტურის ნაწილი განადგურებულია მაგრამ მხოლოდ ეს საკმარისი არ არის. გავრცელებული ინფორმაციით საჰაერო იერიშები იქნა განხორციელებული ნავთოგადამამუშავებელ ქარხნებზე, რომელიც "სილამური სახელმწიფოს" ჰქონდა დაკავებული და დღეში 500 ბარელამდე ბენზინს აწარმოებდა, რომლიდანაც ტერორისტები 2 მილიონამდე შემოსავალს იღებდნენ ყოველდღიურად. 
 რამდენიმე დღის წინ, ებრაულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია ერაყული შენაერთების სამარცხვინო მარცხის შესახებ, როდესაც პროვინცია ანბარის, ქალაქ საკლავიასთან არსებულ ბაზაზე, ისლამისტები შეიჭრნენ და თითქმის მთლიანი ბაზა გაანადგურეს. ერთერთი გადარჩენილი სამხედროს მონაყოლიდან ირკვევა რომ ალყაში მოქცეულ ბაზაზე, ერაყული არმიის ფორმასა და ტექნიკით, შეაღწიეს ისლამისტებმა და ბაზის ცენტრში ააფეთქეს სამი ჰამერი. ერაყის არმიის ტექნიკა კი ისლამისტებმა ხელში ჩაიგდეს მაშინ, როდესაც შეჯავშნული კოლონა, ალყაში მოქცეული ბაზის დასახმარებლად მიემართებოდა. გავრცელებული ინფორმაციით ისლამისტებმა 300 სამხედრო მოსამსახურე დახვრიტეს.
 ხშირად იწერება იმის შესახებ რომ ერაყელი სამხედროები ვერ უმკლავდებიან "ისალმური სახელმწიფოს" ბოევიკების შეტევებს, ამ მხრივ მეტნაკლები წარმატებით ქურთი მებრძოლები გამოირჩევიან. სირიის შეიარაღებული ოპოზიცია, ვერ უწევს წინააღდმეგობას რადგან პრაქტიკულად ორ ცეცხლს შორის არის მოყოლილი. ერთის მხრიდან ასადის არმია უტევს და მეორეს მხრივ "ისლამური სახელმწიფო", ამიტომ მათ შედეგები არ აქვთ და მხოლოდ თავდაცვით ბრძოლებს აწარმოებენ.
მიუხედავად იმისა რომ "ისალმური სახელმწიფოს" წინააღდმეგ თითქმის მთელი მსოფლიო ამხედრდა, ამ საფრთხის შემცირებაზე ლაპრაკი ჯერ კიდევ ნაადრევია. დასავლელი ექსპერტები ლაპარკობენ ხანგრძლივ ომზე, რომელიც გარდაუვალი იქნება და მოკლევადაში შედეგების მიღწევას გამორიცხავენ.
წინა დღეებში ასევე ვრცელდებოდა ინფორმაცია საფრანგეთსა და აშშ-ში, "ისლამური სახელმწიფოს" მიერ დაგეგმილი ტერორისტული აქტების შესახებ და ასევე ცნობილია რომ თითქმის მთელი მსოფლიოს მაშტაბით სპეცსამსახურები ატარებენ ანტიტერირისტულ ოპერაციაებს, ამ ორგანიზაციასთან კავშირში მყოფი ადამიანების გამოვლენისა და დაკავების მიზნით.
ახლო აღმოსავლეთის ეს ახალი კრიზისი ჯერ კიდევ საწყის ეტაპზეა. ამ მიმართულებით აქტიური, ხილვადი ნაბიჯების გადადგმა მომდევნო თვის შუა რიცხვებისთვის დაიწყება.

(ვიდეო) შეტევა საკლავიას ბაზაზე:



Комментариев нет:

Отправить комментарий