Страницы

среда, 13 августа 2014 г.

რუსეთის ელჩი პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს! (ვიდეო/video)

ცნობილი გახდა რომ პოლონეთში რუსეთის ელჩი ვლადიმერ გრინინი, პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს განმარტების გასაკეთებლად, ჟირინოვსკის მიერ გაკეთებული განცხადებების გამო. 

 ჟირინოვსკიმ რამდენიმე დღის წინ ერთერთ რუსულ ტელეარხზე სტუმრობისას განაცხადა რომ
პოლონეთი და ბალტიის ქვეყნები საერთოდ გაქრებიან. ჟირინოვსკის რიტორიკა ევროპის მიმართ მუქარით იყო გაჯერებული და საკმაოდ დიდი ხმაური გამოიწვია საერთაშორისო მედიაში. 

აქვე უნდა აღნიშნოს რომ პოლონელი პოლიტიკოსები ჟირინოვსკის გამოხტომებს არასოდეს არ ტოვებენ უპასუხოდ და აქვთ ყოველთვის შესაბამისი რეაქცია. ზუსტად ასევე მოიქცნენ და საპროტესტო ნოტაც გაუგზავნეს, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, როდესაც ჟირინოვსკიმ პოლონეთისა და ლიტვის პარლამენტებს, მუქარის შემცველი წერილები დაუგზავნა. მაშინ პოლონელებმა განმარტება გააკეთეს რომ არ აპირებენ შეეგუონ ჟირინოვსკის "აგრესიულ გამოხტომებს" და ყველა იმ დიპლომატიურ მექანიზმს გამოიყენებენ, რომელიც შესაბამის სიტუაციებში უნდა იქნას გამოყენებული. მაშინ პოლონელი პოლიტიკოსები ხაზს უსვამდნენ რომ ჟირინოვსკის გამოხტომები რატომღაც არ აღიქმება სერიოზულად და აღნიშნავდნე რომ ის არ არის  ერთი რიგითი რუსი "პოლიტიკოსი" და მისი პოზიცია საკმაოდ მაღალია. შესაბამისად მის აგრესიას, შესაბამისი პასუხი უნდა ჰქონდეს გაცემული.
რატომღაც მართლაც ასეა მიჩნეული რომ ჟრინოვსკი გიჟია და სისულელეებს ბოდავს, მაგრამ ძნელი წარმოსადგენია ის ამას აკეთებდეს შეუთანხმებლად და ვინმეს ეს არ აწყობდეს. როდესაც რუსეთზეა ლაპრაკი და იქ არსებულ ავტორიტარული პუტინის მმართველობაზე, უნდა ვივარაუდოთ რომ ჟირინოვსკი კონკრეტულ ფუნქციას ასრულებს და ყოველგვარი დიპლომატიური შეფუთვის გარეშე აცხადებს იმას, რასც შემდეგ კრემლი ანხორციელებს. 
ქვემოთ მოცემულია ინტერვიუს სრული ვერსია:

Комментариев нет:

Отправить комментарий