Страницы

среда, 13 августа 2014 г.

რუსეთის დუმის დეპუტატები მთელი ქვეყნის მაშტაბით მიწისქვეშა თავშესაფრების მოწესრიგებას ითხოვენ!

რუსეთის დუმის დეპუტატები კომუნისტური პარტიიდან, ვალერი რიშკინი და სერგეი ობუხოვი, საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ხელმძრვანელს სთხოვენ, საბჭოთა კავშირის დროინდელი მიწისქვეშა
თავშესაფრების მწყობრში მოყვანას მთელი ქვეყნის მაშტაბით. ინფორმაციას დეპუტატების მოთხოვნის შესახებ РИА новости ავრცელებს. გამოცემის მტკიცებით მათ აქვთ მიამრთვის ტექსტი, რომელიც დეპუტატებმა უწყების ხელმძღვანელს ვლადიმერ პუჩკოვს მიმართეს.
მიმართვის ტექსტში დეპუტატები მოითხოვენ შემოწმდეს უყველა თავშესაფარი და მწყობრში მოვიდეს. განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებენ ყირიმისა და სევასტოპოლის, ასევე ვორონეჟის, ბრიანსკის, როსტოვის, ბელგოროდისა და კურსკის ოლქებში განთავსებულ თავშესაფრებზე. დეპუტატების მტკიცებით არსებული თავშესაფრები დღეს არ გამოიყენება დანიშნულების მიხედვით და უამრავი მათგანი არის ძალიან ცუდ მდგომარეობაში. 
დეპუტატების ასეთი ინიციატივა გამოიწვია რუსეთში გამოცხადებულმა  რეზერვისტთა და სამხედრო ვალდებულთა საყოველთაო მობილიზაციამ, აგვისტო - ოქტომბრის პერიოდში. ოფიციალური ინფორმაციით ასეთი მობილიზაციის და შეკრებების მიზანია რეზერვისტთათვის, ახალი შეიარაღების გაცნობა და მათი გამოყენების შესწავლა. ასევე ცნობილია რომ ამ პერიოდში გაიმართება სტრატეგიული საშტაბო წვრთნები "აღმოსავლეთი-2014". 
 მთელი ამ სამხედრო ინიციატივათა ლოგიკა, იქამდე მიდის რომ რუსეთი ემზადება ძალიან დიდი ომისთვის და ცდილობს მაქსიმალურად გადაამოწმოს საკუთარი სამობილიზაციო რესურსი. ან მეორე ვარიანტი - ასეთი მობილიზაციებითა და სამხედრო აქტივობებით, შექმნას ქვეყნის შიგნით ილუზია გარეშე მტრისგან მომდინარე "სერიოზული" საფრთხის. რომელსაც გამოიყენებს, სანქციებით მიყენებული ზარალის კომპენსირებისთვის. თუმცა უკრაინის მიმრთ რუსეთის ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯები მეორე ვარიანტის სასარგებლოდ არ მეტყველებს და უფრო იმაზე მიუთითებს რომ პუტინი "შეტევაზე" გადასვლას აპირებს.

Комментариев нет:

Отправить комментарий