რუსეთის მიერ ჰუმანიტარული კოლონის საკითხი რამდენიმე დღეა მთავარი განხილვის საგანია. რუსეთის ქცევა ამ კოლონასთან და იქ განთავსებული ტვირთთან დაკავშირებით, ძალიან საეჭვო და ორაზროვანი იყო. კოკრეტულად რა მისია უნდა შეესრულებინა თეთრად
გადაღებილი სამხედრო "კამაზების" კოლონას, პირდაპირ არ უთქვმს კრემლს, თუმცა ყველასთვის გასაგები იყო რომ მათი უმთავრესი დანიშნულება, პროვოკაციის მოწყობა იყო. რეალურად კოლონა ჯერ კიდევ გუშინწინ მიუახლოვდა უკრაინის საზღვრებს და კიევთან, თავდაპირველად შეთანხმებული მარშუტიდან გადაუხვია გაურკვეველი მიმართულებით. მარშუტის ცვლილების შესახებ მაშინ იქნა გადაწყვეტილება მიღებული როდესაც გაირკვა რომ კიევი აპირებდა ხარკოვის ოლქში, სასზღვრო პუნქტთან სპეციალური ბაზის მოწყობას სადაც მოხდებოდა ტვირთის მიღება და შემდეგ უკრიანულ მანქანებში გადატვირთვა. ამისათვის უკრიანის ხელისუფლებამ სპეციალური ჯგუფიც მიავლინა და ამ ჯჰგუფმა ბაზაც მოაწყო საზღვართან მაგრამ, მალევე გავრცელდა ინფორმაცია რომ ბაზა დაშალეს, რადგან თეთრი "კამაზების" კოლონამ გზიდან გადაუხვია. სწორედ აქ გაჩნდა პირველი საფუძვლიანი ეჭვი, რომ რუსეთი ამ კოლონით სამხედრო დანიშნულების ტვირთის შეტანას ცდილობდა უკრაინის ტერიტორიაზე.
მოგვიანებით ცნობილი გახდა რომ კოლონა ლუგანსკის ოლქისკენ გაემგზავრა და საზღვრის იმ მიამრთულებისკენ აიღო გეზი, რომელსაც უკრაინელი მესაზღვრეები ვეღარ აკონტროლებენ. მოგვიანებით ამ მიმართულებით უცხოელი ჟურნალისტები გაგზავნეს. ცნობილი გახდა რომ რუსული ჰუმანიტარული კოლონა "იზვარინოს" საბაჟო გამშვები პუნქტიდან აპირებდა შესვლას უკრაინის ტერიტორიაზე. კოლონა მართლაც გამოჩნდა "იზვარინოს" გამშვებ პუნქტთან, თუმცა საზღვრიდან 30-35 კილომეტრში გაჩერდა ტრასისი მიმდებარე მინდორში. რამდენიმე საათში უცხოელმა ჟურნალისტებმა გაავრცელეს ინფორმაცია რომ სამხედრო სატვირთო და ჯავშანმანქანებმა უკრაინის საზღვარი გადაკვეთეს. მოგვიანებით დილით, გავრცელდა ფოტო მასალა სადაც ნახევრად ცარიელი მანქანები არის ასახული. ერთერთმა მძღოლმა ამას შემდეგი ახსნა მოუძებნა - მანქანები ნახევრად ცარიელია იმიტომ რომ თუ გაფუჭდებოდა რომლეიმე, გადატვირთულიყო გაფუჭებული მანქანიდან ტვირთი სხვა მანქანაში. რაც აფსურდული არგუმენტია. არავინ იცის თუ სად წავიდა ტვირთი რომელიც იყო მანქანებში და არც ის თუ რა სახის ტვირთი იყო.
მოგვიანებით გავრცელდა ერთერთი უკრაინული არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელის დიმიტრი სნეგირიოვის განცხადება, რომელშიც სნეგირიოვი ამბობს რომ ჰუმანიტარული კოლონის მანქანებში მოთავსებულია საარტილერიო სისტემების რადიო დამიზნების მოწყობილობები. მისი თქმით ინფორმაცია სანდო წყარომ მიაწოდა, რომელიც ტერიროსტების ხელმძღვანელობასთან არის დაახლოებული. სნეგირიოვის წყაროს განცხადებით, ამ საკითხზე გუშინ თათბირი გაუმართავს ტერორისტების ერთერთ ხელმძღვანელს, მეტსახელად "ნიკოლაი"-ს, რომელიც რუსეთის ГРУ-ს ოფიცერია, სადაც სწორედ ჰუმანიტარული კოლონის საზღვრის გადაკვეთის მომენტი განხილულა და რადიოდამიზნების სისტემების საკითხიც იქ გამხდარა ცნობილი. ასევე სნეგირიოვი თავის წყაროზე დაყრდნობით აცხადებს რომ უკრაინის ტერიტორიაზე შესულია ГРУ-ს 18 კაციანი ჯგუფი, რომლებმაც უკრიანის ტერიტორიაზე შესულ თეთრ კამაზებს, ნაღმტყორცნებიდან ცეცხლი უნდა გაიუხსნან და შემდეგ ყოველივე დაბრალდეს უკრაინის ნაციონალურ გვარდიას.





Комментариев нет:
Отправить комментарий