Страницы

суббота, 9 августа 2014 г.

ხარკოვში კანადის სამხედრო საჰაერო ძალების C-130 Hercules-ი დაეშვა! (ვიდეო/video)

დღეს ხარკოვის აეროდრომზე კანადის სამხედრო ავიაციის კუთვნილი C-130 Hercules-ი დაეშვა, რომელმაც უკრაინული არმიისთვის ტექნიკა და ამუნიცია ჩაიტანა. გავრცელებული ინფორმაციით თვითმფრინავმა ურკაინული არმიისთვის ჯავშანჟილეტები, ჩაფხუტები და
საზღვრის დაცვისათვის საჭირო აღჭურვილობა ჩაიტანა. ტვირთის გაგზავნას გამოეხმაურა კანადის პრემიერ-მინისტრი სტივენ ხარპერი ოფიციალურ ვერბ გვერდზე, სადაც ის საუბრობს იმ შეთანხმებაზე რომელიც პარტნიორებმა მიიღეს უკრაინასთან მიმართებაში. ამაყობს იმით რომ საერთაშორისო თანამეგობრობამ რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ მკაფიო და ქმედითი ნაბიჯები გადადგა. ასევე იმით რომ უკრაინის არმიას ეხმარება ტექნიკითა და აღჭურვილობით. 
საინტერესოა რომ დახმარების ეს პარტია, NATO-ს გენერალური მდივნის ვიზიტს მეორე დღეს მიიღო უკრაინამ. რასმუსენმა უკრაინაში ვიზიტისას განაცხადა რომ ალიანსი განაგრძობს უკრაინის დახმარებას საკუთარი სუვერენიტეტის დაცვიაში და კიდევ ერთხელ მოუწოდა რუსეთის ხელისუფლებას, ხელი აიღოს უკრაინაში შეჭრის განზრახვაზე. ეს პირველი ნაბიჯი სამხედრო დახმარებისა, ალიანსის წევრი ქვეყნის მხრიდან, შესაძლოა აღქმული იყოს როგორც მინიშნება რუსეთისათვის არ გადაკვთოს წითელი ხაზი და არ შეიჭრას რუსეთში, წინააღდმეგ შემთხვევაში მას მხოლოდ უკრაინულ არმიასთან არ მოუწევს ბრძოლა:

2 комментария: