Страницы

среда, 13 августа 2014 г.

რუსი სოციოლოგები: რუსები ქვეყნიდან ჩუმად იპარებიან!

რუსი სოციოლოგები გაოგნებულები არიან იმ შედეგებით რომელსაც საზოგადოებრივი აზრის შესწავლით იღებენ და ადარებენ, ქვეყნიდან რეალურად გამსვლელთა რაოდენობას. რუსეთის საზოგადოებრივი აზრის შესწავლის ცენტრის განცხადებით  სოციოლოგიურ გამოკითხვებში, რომელსაც ცენტრი
ატარებს, ქვეყნიდან წამსვლელთა რაოდენობა არ მატულობს და რჩება 88%-იან ნიშნულზე (ოდნავ გაზრდილია წინა წელთან შედარებით). ხოლო რუსეთის სახელმწიფო რეესტრის მონაცემების მიხედვით ეს მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით 64% არის გაზრდილი.
საუბარია იმ ადამიანებზე რომლებიც საზღვარგარეთ მუდმივად საცხოვრებლად წასვლას ამჯობინებენ. სოციოლოგების აზრით გამოკითხვებისას მოქლაქეები უბრალოდ არ ამბობენ იმას რომ სურთ ქვეყნიდან წასვლა და ამას პატრიოტიზმის იმ მუხტით ხსნიან, რომელიც მათი განცხადებით, მკვეთრად არის გაზრდილი ყირიმის რუსეთისადმი მიერთების შემდეგ. მიუხედავად იმისა რომ გამოკითხვების მაჩვენებლებში, უარყოფითი პასუხი ქვეყნიდა წასვლი სურვილთან დაკავშირებით, გაზრდილიც კი არის 6%-ით. სახელმწიფო რეესტრის მიხედვით მიმდინარე წლის პირველ ნახევარში, ქვეყანა სამუდამოდ 186 ათასმა მოქალაქემ დატოვა, რაც 64% მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. თუ ეს ტენდენცია შენარჩუებული იქნება, წლის ბოლომდე 307 ათასამდე ადამიანი დატოვებს რუსეთს სამუდამოდ. 
სოციოლოგები აღნიშნავენ რომ რეალური ემიგრაციის მაშტაბი 90-იანი წლების, შუა პერიოდის მაჩვენებელს უტოლდება. 
 რუსი სოციოლოგების გაკვირვებას რომ თავი დავანებოთ, აღნიშული მონაცემები ძალზედ საინტერესოა იმ რეალობის აღსაქმელად, რომელიც რუსეთშია შექმნილი და უნდა ვივარაუდოთ რომ ეს მდგომარეობა სანქციების შედეგების გაცნობიერებისა და მოსახლეობაზე ასახვის პირდაპირ პროპორციულად, უფრო მეტად ნეგატიური გახდება. რუსებს ქვეცნობიერი შიში აქვთ გაჩენილი სახელმწიფოს ძალოვანი პოლიტიკის გამო და ამიტომაც არის რომ რეალურ პასუხებს არ იძლევიან სოციოლოგთა კითხვებზე. სინამდვილეშ კი კარგად ხედავენ იმ აბსურდულ მდგომარეობას და მიზნებს, რომელისკენაც საკუთარი ქვეყნის ხელისუფლებას მიჰყავს რუსეთი. პოსტასაბჭოთა სივრცეში ბევრი მოქალაქეა კომუნისტური სამოთხის მხილველი და რომელსაც საბჭოთა კავშირის ტიპის ქვეყნაში ცხოვრება არ უნდა. საზღვრების გახსნის შემდეგ ნახა ის უპირატესობა რომელიც, კომუნისტური რეჟიმის მიერ ნაძაგებ დასავლეთში დახვდათ. მიუხედავად რუსეთის, როგორც დიდი გასაღების ბაზრისა და რესურსების უზარმაზარი მარაგის მქონე ქვეყანა, მის მოქალაქეებს არ აქვთ უზრუნველი მომავლის განცდა და არც იმის რომ მათი შრომა სანათადოდ იქნება დაფასებული. 
 სოცილოგიური კველევითი ორგანიზაციების მიხედვით წამსვლელეთა შეორის ყველაზე მაღალი პროცენტი დიდი ქლაქების მაცხოვრებლები არიან და ლოგიკურიც არის. რუსეთის გლუბინკიდან მოსკოვში ან რომელიმე სხვა დიდ ქალქში გადასხლებული მოქლაქე თავს უკვე წარმატებულად თვლის, ხოლო ამ ქალქის მოსახლეობა და განსაკუთრებით ახალგაზრდები, ხვდებიან რომ მათი პერსპექტივა არსებული რეჟიმისა და მენტალობის პირობებში უიმედო მდგომარეობაშია და ქვეყნიდან წასვლას ამჯობინებენ!

Комментариев нет:

Отправить комментарий