იმერეთის აჯანყების ერთ - ერთი მიზეზი ქვეყანაში რუსული საეკლესიო წეს - განრიგის დანერგვა და საეკლესიო რეფორმის გატარება იყო. ამ რეფორმის მთავარ მიზანს კი საქართველოს ეკლესიის სრული ინკორპორაცია, პატრიარქის ინსტიტუტის გაუქმება წარმოადგენდა. მიუხედავათ იმისა, რომ ალექსანდრე I თავის მანიფესტში იძლეოდა დაპირებას, რომ სარწმუნოებრივ ცხოვრებას საქართველოში უცვლელად დატოვებდა, უკვე 1811 წლისათვის გადაწყდა საქართველოს სამოციქულო ეკლესიის
წინამძღვრის, კათოლიკოს ანტონ II - ის , რუსეთში გადასახლება. რუსეთის ეკლესია, პეტრე I -ის საეკლესიო რეფორმის შემდეგ, მართმადიდებლობის კანონიკურ წესებს აცდა და აშკარად გადაიქცა სახელმწიფოს დანამატად, რომელიც იმპერატორის სურვილებს ბრმად ემსახურებოდა, რუსეთის სახელმწიფო ვერ მოითმენდა, რომ მის სახელმწიფოში, სადაც მართმადიდებელი პატრიარქის ინსტიტუტი უკვე საუკუნეა, აღარ იყო, დაეტოვებინა უმაღლესი სასულიერო პირი - საქართველოს კათოლიკოს - პატრიარქი. ამიტომაც ანტონი II გაიწვიეს სანკტ - პეტერბურგში და საქართველოს დაუნიშნეს ეგზარქოსი. საეკლესიო რეფორმების გატარება დაევალად პირწავარდნილ შოვინისტ ეგზარქოსს, თეოფილაქტე რუსანოვს, რომელმაც მინიმუმამდე შეზღუდა ქართულ ენაზე წირვა-ლოცვა, შეამცირა ეპარქიების რაოდენობა, საეკლესიო რეფორმის მიზანი იყო: საქართველოს ეკლესიის სტრუქტურულ - დმინისტრაციული რეორგანიზაცია, საეკლესიო გადასახადების კომუტაცია (ფულადი გადასახადის დაწესება) და საეკლესიო მამულების სეკულარიზაცია (საეკლესიო მიწების სახელმწიფოს ხელში გადასვლა). ამასთანავე, ყოველნაირად ცდილობდნენ საქართველოში, რომლის ეკლესიას ათასწლოვანი ტრადიციები ჰქონდა, დაენერგათ რუსული ეკლესიის წესი - განრიგი, რაც რადიკალურად განსხვავდებოდა ქართულისაგან და იწვევდა მრევლის უკმაყოფილებას. სამღვდელოება ხელფასზე გადაიყვანეს და მეფის ადმინისტრაციის დანამატად გადააქციეს. ჩატარდა საეკლესიო განათლების რეორგანიზაციაც, რაც იმეორებდა რუსეთის საეკლესიო სისტემაში დამკვიდრებულ ფორმებს. ეს განათლება ისეთი მახინჯი და კაცთმოძულე იყო, რომ როგორც კარგად არის შემჩნეული, ქართულ და საზღვარგარეთულ ისტორიაში, ,,უფრო რევოლუციონერებს ზრდიდა, ვიდრე ღვთისმოშიშ ბერ - მონაზვნებს''.
ავტორი:
ალექსანდრე იაკობიძე
ავტორი:
ალექსანდრე იაკობიძე

Комментариев нет:
Отправить комментарий