Страницы

воскресенье, 18 октября 2015 г.

ISIS-ი რუსული ავიაციის იერიშებით სარგებლობს! (რუკა/map)

უკვე მეორე დღეა რაც აქტიურად განიხილება რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული ავიადარტყმების შესაბამისობა იმ გაცხდებულ მიზნებთან, რომელსაც რუსული პროპაგანდა ტრანსლირებს.
ყველას კარგად მოეხსენება რომ რუსული საინფორმაციო სივრცე, გაჯერებულია მოსაზრებით თითქოს მათი ავიაცია ებრძვის მხოლოდ ტერორისტებს და ათასგვარი არსებული თუ არ არსებული დაჯგუფებების არაბული დასახელებების რახარუხით ქმნის შთაბეჭდილებას, თითქოს სირიის ტერიტორიაზე მოქმედი უკლებლივ ყველა დაჯგუფება არის ტერორისტული დაჯგუფება, რომლებიც ISIS-ის შემადგენლობაში შედიან. ეს ასე არ არის და ამაზე ბევრი თქმულა და დაწერილა.
აღნიშნული თემა განხილივის საგანი გახდა სხვდასხვა ანალიტიკური ორგანიზაციებისთვის და ყველა მიდის ერთ აზრამდე რომ რუსული ავიაციის იერიშებით, ყველაზე მეტად ასადის არმიის შემდეგ, სწორედ რადიკალ ისლამისტთა დაჯგუფება ISIS-ი სარგებლობს, რომელმაც ქვეყნის ტერიტორიაზე სხვადასხვა ადგილებში გამაგრებული ასადის მოწინააღმდეგე აჯანყებულების პოზიციებზე რუსული ავიაცისს იერიშების შემდეგ, მაშტაბური შეტევა დაიწყო. ასადის ოპოზიციის ინფორმაციით აღნიშნულ პოზიციებზე იერიშის მიტანას ტერორისტები რამდენჯერმე შეეცადნენ უშედეგოდ, თუმცა სამი დღის წინ რუსების მიერ განხორციელებულ იერიშებს მოჰყვა ასადის არმიისა და ISIS-ის ერთობლივი შეტევა რაც აჩენს საფუძვლიან სკეპტიციზმს რუსული პროპაგანდის მიერ ტრანსლირებული მიზნების მიმართ. 
 რუსული იერიშების საკითხით დაინტერესდა ომის კვლევის ინსტიტუტიც (ISW) რომელმაც თვალსაჩინოებისთვის რუკაც შეადგინა და გამოაქვეყნა, სადაც ასახული 30/09-14/10/2015 პერიოდის განმავლობაში, რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული ავიაიერიშების გეოგრაფია. 
   
მოცემულ სანიმუშო რუკაზე, კარგად ჩანს თუ რომელ ტერიტორიაზე მოდის რუსული ავიაციის იერიშების უმრავლესობა და ჩანს ისიც რომ ISIS-ი მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე შეტევები არის მინიმალური მაშინ როდესაც ასადის ოპოზიციის პოზიციებზეა მიტანილი იერიშების უმრავლესობა. 
ლოგიკურად ჩნდება კითხვა რუსული სამხედრო აქტივობის შესახებ და პრაქტიკულად გასაგებიც ხდება ის თავშეკავებულობა, რომელსაც დასავლეთი იჩენს რუსეთთან სირიის საკითხში თანამშრომლობის თვასლაზრისით.  

Комментариев нет:

Отправить комментарий