აზერბაიჯანული მედია იტყობინება რომ ილჰამ ალიევმა გამოსცა ბრძანება ქვეყნის უშიშროების მინისტრის ელდარ მაჰმედოვის მოხსნის შესახებ, რომელიც აღნიშნულ პოსტს 2004 წლის ივლისიდან იკავებდა წყარო.
რა გახდა მიზეზი ალიევის ასეთი გადაწყვეტილების არ არის ცნობილი რაგდან ოფიციალური წყაროების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში განთავისუფლების მიზეზებზე ლაპარაკი არ არის და მხოლოდ ბრძანების შესახებ მშრალი ინფორმაციაა მოცემული.
უკვე გამოჩნდა ვარაუდები და დაუზუსტებელი ინფორმაცია რომ მოხსნილი უშიშროების მინისტრი ამჟამად დაკავებულია წყარო და მას სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებას ედავებიან, რომელიც ერთერთი აზერბაიჯანული გამოცემის თქმით, იმაში გამოიხატება რომ მინისტრის ბრძანებით, უშიშროების თანამშრომლები მაღალი თანამდებობის პირების სატელეფონო მოსმენას აწარმოებდნენ წყარო, რომლის შესახებ ქვეყნის უმაღლესი ხელისუფლება საქმის კურსში არ იყო ჩაყენებული და ნებრათვა ასეთ მოსმენებზე არ გაუციათ. ასევე გავრცელდა ინფორმაცია რომ მინისტრის უკანონო ბრძანების შემსრულებელი თანამშრომლებიც დაპატიმრებულები არიან.
ინფორმაცია რამდენიმე წუთის წინ გავრცელდა და შესაბამისად ძნელი სათქმელია რეალურად რა ხდება და შეესააბამება თუ არა ზემოთ მოყვანილი წყაროების ვერსიები სინამდვილეს. სავარაუდოდ ხვალ გახდება ცნობილი რა მიზეზით განთავისუფლდა მინისტრი თანამდებობიდან და მართლაც დაპატიმრებულია თუ არა.
Комментариев нет:
Отправить комментарий