ორი დღის წინ, შვედურმა სააგენტოებმა გაავრცელეს ინფორმაცია სტოკჰოლმთან ახლოს, უცხო ქვეყნის წყალქვეშა ხომალდის გამოჩენის შესახებ. ამ ინფორმაციის გავრცელებისთანავე ცნობილი გახდა რომ შვედეთის შეიარაღებული ძალები მზადყოფნაში მოვიდნენ და სამძებრო სამუშაოები წამოიწყო, ავიაციისა და ფლოტის მეშვეობით.
დღეს კი ახალი იმფორმაციები გამოჩნდა "იდუმალი" წყაქვეშა ხომალდთან დაკავშირებით და შვედური მხარის ინფორმაციით, შესაძლოა ის იყოს რუსული ხომალდი, რომელსაც პრობლემები აქვს. ამ განცხადებას უმალ გამოეხმაურა რუსეთის თავდაცვის სამინისტრო გენერალური შტაბი და უარყო რომ მათი ფლოტის რომელიმე ხომალდს, სადმე, რამე პრობლემა შეექმნა. თუმცა ძალიან მალე ამ განცხადებიდან რუსმა ბლოგერებმა გაავრცელეს ფოტო მტკიცებულება, რომელზეც ასახულია რუსეთის ბალტიის ფლოტის ერთერთი ტანკერის, "NS CONCORD"-ის "უცნაური" მოძრაობის სქემა. შვედი სამხედრო ექსპერტების განცხადებით აღნიშული ტანკერი, ჩვეულებრი ტანკერი არ არის და მას სხვა დანიშნულება აქვს. აღნიშნული ტანკერი ბალტიის ზღვის იმ მონაკვეთში ტრიალებდა რამდენიმე დღე, სადაც შვედი სამხედროების ინფორმაციით რამდენიმე დღის წინ შემჩნეული წყალქვეშა ხომალდი უნდა ყოფილიყო.
რუსეთის გენერალური შტაბის ცივმა უარმა, ინციდენტის შესახებ და "NS CONCORD"-ის უცნაურმა წრიალმა ბალტიის ზღვაში, ბევრს გაახსენა რუსული წყაქვეშა ხომალდის "კურსკის" ისტორია, რომელიც ზუსტად ასევე დაიწყო და რუსები რამდენიმე დღის განმავლობაში ამტკიცებდნენ რომ მათ ხომალდს არავითარი პრობლემა არ ქონდა.
როგორც ჩანს ეს ისტორია ასე მარტივად არ დამთავრდება და ათასგვარი ისტორიები კიდევ გავრცელედება:


Комментариев нет:
Отправить комментарий