ახლო აღმოსავლეთში საოცარი ამბები ხდება. შემთხვევითი არ იყო რომ მას დენთის კასრს ეძახდნენ. ISIS-ის გამოჩენა, ერთგვარი პანდორას ყუთის ეფექტად იქცა. რეგიონის მთელი პრობლემები ერთად გააღვივია და ახალი პოლიტიკური ელფერი შესძინა. ამჯერად დაძაბულობა ირანისა და პაკისტანის საზღვარზე შიექმნა.
დღეს გავრცელდა ინფორმაცია რომ ირანი, პაკსიტანის ტერიტორიაზე შეჭრით იმუქრება. აღნიშნული, ირანის ისლამური რევოლუციის დამცველთა კორპუსის მეთაურის მოადგილის, გენერალ ჰოსეი სალამის მიერ გაკეთებული განცხადებიდან გახდა ცნობილი.
ირანსა და პაკისტანს შორის საზღვარზე დაძაბულობა გამოიწვია რამდენიმე დღის წინ მომხდარმა ინციდენტმა. 8 ოქტომბერს ირანი-პაკისტანის საზღვართან განლაგებულ დასახლებულ პუნქტ სერავანს (სერანს) ბელუჯებმა შეუტიეს, რომლის დროსაც ოთხი პოლიციის ოფიცერი მოკლეს. სერავანი (სერანი) პაკისტანის საზღვრიდან 50 კილომეტრში მდებარეობს და ირანელიების ინფორმაციით, ამბოხებული ბელუჯები სწორედ იქიდან შევიდნენ მათ ტერიტორიაზე.
გენერლის განცხადებით - ყველა ქვეყენა ჯეროვნად უნდა ასრულებდეს ნაკისრ ვალდებულებას. ზრუნავდეს, საკუთარი და ასევე მეზობლის უსაფრთხოების პრობლემებზე. ჩვენ არავის საშიანო საქმეებში არ ვერევით მაგრამ თუ კი ნაკისრ ვალდებულებას ვერ უზრუნველყოფს ჩვენი მეზობელი, მაშინ ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ", რაც პრაქტიკულად ნიშნავს იმას რომ ირანის არმია მზად არის, პაკისტანის ტერიტორიაზე შესასვლელად და ოპერაციის ჩასატარებლად.
"ბელუჯისტანის განმანთავისუფლებელი არმია" 2000 წელს გამოჩნდა. მთელი რიგი ძალოვანი აქციებისა და მოწყობილი აფეთქებების შემდეგ, 2006 წელს ორგანიზაცია ტერორისტულად გამოაცხადა პაკისტანისა და ბრიტანეთის მთავრობებმა. მათ დახმარებაში ინდოეთს ადანაშაულებდნენ თუმცა პირდაპირი კავშირის დამადასტურებელი მტკიცებულებები ინდოეთის ხელისუფლებასა და "ბელუჯისტანის განმანთავისუფლებელი არმიას" შორის, საჯაროდ არ გავრცელებულა. პაკისტანის ეჭვები ინდოელთა დახმარების შესახებ ბრიტანეთმაც გაიზიარა. ვიკიპედიის ინფორმაციით ბელუჯების ყველაზე დიდი კონცენტრაცია პაკისტანის ტერიტორიაზე 6,2 მილიონი, ხოლო ირანში 1,48 ილიონი. სხვა ქვეყენბში მილიონს არ აჭარბებს.
ბელუჯების აქტივიზაცია იმით არის კიდევ საშიში რომ ისინიც, სუნიტური ისლამის მიმდევრები არიან და ISIS--თან შესაძლოა საერთო ენა გამონახონ. ირანის მიმართ ISIS-მა არაერთხელ დაიმუქრა, დიდია ალბათობაა ბელუჯების აქტივიზაცია სწორედ ამ მუქარის რეალიზება იყოს, ISIS-ის მხრიდან:



Комментариев нет:
Отправить комментарий