Страницы

понедельник, 11 июля 2022 г.

უკრაინელი პარტიზანები - ყველაზე სასიკვდილო იარაღი რუსების წინააღმდეგ

უკრაინაში მიმდინარე ომი ყველაზე აქტუალური საკითხია, როგორც რიგითი მოქალაქისთვის, ისე მთელი მსოფლიოს პოლიტიკური ლიდერებისა თუ მათი ანალიტიკური სამსახურებისთვის. 
ყურადღება და გულშემატკივრობა, რომელიც ამ ომში უკრაინას აქვს, ცალკე აღნიშვნის ღირსია რადგან ყველას გვესმის, რომ ეს ომი არ არის ბანალურად ორ ქვეყანას შორის, ვიწრო რეგიონული კონფლიქტი და ის გაცილებით დიდი შედეგების მქონეა, ვიდრე მხოლოდ ორი ქვეყნის ურთიერთობის პრობლემა. მას ამ მნიშვნელობას ანიჭებს გეოგრაფიაც და მონაწილეთა სიდიდე. ამ ქვეყნების გავლენა მსოფლიო ეკონიმიკასა და გეოპოლიტიკაზე. აქედან გამომდინარე, ყოველმა ჩენთაგანმა თითქმის ზემდიწევნით კარგად იცის ყველა დეტალი, რომელიც საჯარო ხდება უშუალოდ ფრონტის ხაზიდან თუ საერთაშორისო პოლიტიკური აქტივობებიდან თუმცა, არის ერთი ძალზედ მნიშვნელოვანი დეტალი, რომლის არსებობის შესახებ ვიცით, თუმცა მის შესახებ ინფორმაცია პრაქტიკულად არ ვრცელდება არცერთ სამხედრო სადამკვირვებლო ორგანიზაციისა თუ კორესპონდეტნის მიერ. ამის მიზეზი კი ის დაფარული მოქმედებაა, რომელიც პარტიზანების მოძრაობას აუცილებლად უნდა ჰქონდეს. ეს არის უხილავი ფრონტი, რომელიც ძალიან დიდ საქმეს აკეთებს ნებისმიერ ომში და განსაკუთრებით იმხელა ფრონტის პირობებში, როგორიც ახლა უკრაინა-რუსეთის ომის ფრონტის ხაზია. 
ამ უხილავი მებრძოლების შესახებ, რამდენიმე რუკაზე თუ ნახავთ პატარა მონიშვნებს იმ ადგილების შესახებ, სადაც ისინი მოქმდებენ, სხვა რაიმე ინფორმაცია იმდენად მწირია, სერიოზულ ყურადღებასაც არ იკავებს და ამიტომაც გადავწყვიტე დამეწერა ეს სტატია. 
 უკრაინელი პარტიზანების ძირითადი და ყველაზე მასშტაბური მოქმედების არეალი, ომის დაწყებიდან გარკვეული პერიოდის შემდეგ, ხერსონის ოლქი, ბელორუსიის ტერიტორია და საზღვრის რუსეთის მხარეს მიმდებარე, კურსკისა და ბელგოროდის ოლქები გახდა. თუმცა მათი მოქმედება შეიმჩნევა ყველა იმ დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე, რომელზეც ახლა კიევის იურისდიქცია არ ვრცელდება და იქ ოკუპანტების მიერ დასმული, კოლაბორანტების ადმინისტრაციები მართავენ სამოქალაქო საქმეებს. უკვე ვიცით რამდენიმე ფაქტი, როდესაც მსგავის კოლაბორაციონისტული ადმინისტრაციის მაღალი ჩინები ააფეთქეს საკუთარ ავტომობილებსა და სადარბაზოებში, ეს დიდი ალბათობით სწორეს მათი ნამოქმედარი უნდა იყოს და ეს აქტივობა გრძელდება ყოველდღიურად. 


ასევე მათი მოქმედების უტყუარ მტკიცებულებად უნდა მივიჩნიოთ, რუსების ღრმა ზურგში მომხდარი უამრავი ხანძრები და სამხედრო ბაზებისა თუ არსენალების განადგურება, რომელთა რაოდენობამაც ბოლო დღეების განმავლობაში საგრძობლად მოიმატა. 
სპეციალური თანამგზავრით გადაღებული ფოტო, რომელზეც ასახულია ხანძრები.
სპეციალური თანამგზავრით გადაღებული ფოტო, რომლის მთავარი ფუქნციაა ხანძრების აღმოჩენა და კონტროლი. ფრონტის ხაზის გასწვრივ წამროქმნილი ხანძრები ლოგიკურია და საარტილერიო დაბომბვების შედეგად არის გაჩენილი მაგრამ, საინტერესო აქ არის რუსეთის ტერიტორიასა და დონბასის ის ნაწილი, რომელიც რუსების ოკუპაციის ქვეშ არის აგერ უკვე რვა წელია, რა აჩენს იქ ხანძრებს?!

როგორც ჩანს სწორედ უკრაინელი პარტიზანების არიან ის ძირითადი მაკორექტირებლები, რომლებიც უკრაინის არმიას აწვდიან მონაცემებს, რუსების ბაზებისა და იარაღის საწყობების განლაგების შესახებ, რომლებსაც მოჰყვება ეფექტური ცეცხლი უკრაინის არმიის მხრიდან და ზუსტი გასროლებით მათი განადგურება. მათ არსებობაზე დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიუთითებს ის პროკლამაციები, რომლებიც ხშირად ჩნდება ამა თუ იმ ქალაქების საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებზე. ეს ერთგვარი ფსიქოლოგიური ზემოქმედების მეთოდია, რათა არ მოხდეს ადგილობრივთა შეგუება არსებულ მოცემულობასთან და მტერთან თანამშრომლობაში ისეთი ხარისხით შესვლა, რომ დეოკუპაციის შემდეგ პრობლემა გახდეს ლეგიტიმური მმართველობისთვის. 
ყირიმში გავრცელებული პროკლამაცია
რამდენიმე დღის წინ.
 პარტიზანების ამოქმედების თვალსაზრისით საინტერესო იყო ომის პირველი დღეები, როდესაც შეტევის მთელი კონცეტრაცია, ქვეყნის დედაქალაქ კიევზე მოდიოდა და სწორედ მცირე პარტიზანული თუ დივერსიული ჯგუფების პრინციპით შეიქმნა ანტისატანკო ჯგუფები, აღჭურვილი უახლესი დასავლური ტანკსაწინააღმდეგო სისტემებით და რომელთა ეფექტურობა ყველამ ვიხილეთ, როდესაც კიევის და მიმდებარე ოლქში შესული რუსული ტექნიკის განადგურებული კოლონები ამსახველი კადრები გავრცელდა. 
პირველი შეტევისას, რუსების გათვლა იყო ფსიქოლოგიური ზემოქმედების მოხდენა უკრაინის არმიაზე და უზარმაზარი ხაკისფერი მასით მიწოლაზე, რომლის მიზანიც, უკრაინის არმიის მებრძოლების დემორალიზება და დეზორგანიზება უნდა ყოფილიყო. რუსი მხედართმთავრების ეს გათვლა, სწორედ ასეთმა პატარა ჯგუფებმა ჩააფლავეს და დღემდე აგრძელებენ მათი სტრატეგიის უვარგისობის დამტკიცებას. როგორც ჩანს უკრაინელ ერში, გენეტიკურ მეხსიერებას ჯერ კიდევ შემოჩენილი აქვს, მეორე მსოფლიო ომის დროინდელი გამოცდილება და მაშინვე გააქტიურდა, როგორც კი ამის საჭიროება დაუდგა მათ ქვეყანას. 
აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ რუსეთის სამხედრო მეთაურებსა და მათ ანალიტიკოსებს, თანამედროვე სამყაროში, პარტიზანების წინააღმდეგ ეფექტური მოქმედების არავითარი გამოცდილება არ აქვთ. მათი გამოცდილება ჯერ კიდევ რადიო სიხშირეებზე ნადირობას არის დაფუძნებული, რომელიც ეფექტური იყო მეორე მსოფლიო ომის დროსა და ასევე ჩეჩნეთის ომის დროს, როდესაც ჯერ კიდევ კონკრეტული რადიო სისტემების გამოყენებაზე იყო დამოკიდებული, პარტიზანული ჯგუფების სამეთაურო ცენტრთან კავშირი. თანამედროვე ტექნოლოგიების მოცემულობაში, ასეთი კავშირი შესაძლოა სრულიად ღია არხებით (ინტერნეტი) იყოს და ისეთი შიფრი გამოიყენებოდეს, რომ არაფერს განსაკუთრებულს არ ჰყვებოდეს, ვერაფრით იქცევდეს ყურადღებას, თუმცა მცოდნე და მომლოდინე მხარეს, ფასდაუდებელ ინფორმაციას აწვდიდეს!  
 
ფაქტია, რუსეთის და ბელორუსიის ტერიტორიაზე თითქოს შემთხვევით მომხდარი ლიანდაგებიდან მთელი შემადგენლობების გადავარდნა, სარკინიგზო მართვის ელემენტების მწყობრიდან გამოსვლა, ხიდების დაზიანება, საველე სამხედრო ბაზების, საწვავის გადანაწილების სადგურების უნებური გადაწვა და ა.შ.  "ინციდენტები", არ იყო ბუნებრივი და თავისთავადი, რაც აჩენს ლოგიკურ ეჭვს რომ ამ ყველაფერში უკრაინელი პარტიზანების ხელი ურევია და მათ ძალიან დიდი ზეგავლენა იქონიეს, კონკრეტულად კიევის გადარჩენაში. ასევე ყველას გვახსოვს რომ ამ მიმართულებაზე, რუსეთის არმიას ყველაზე დიდი პრობლემა სწორედ ლოგისტიკის ნაწილში შეექმნა და ვერ მოახერხა შეტევაზე წასული არმიის დანაყოფების საბრძოლო მასალითა და საწვავით უზრუნველყოფა. სწორედ საწვავის კოლონებზე ნადირობდნენ ომის პირველ დღეებში უკრაინელი პარტიზანები იმ ტერიტორიებზე, რომელზეც რუსეთის არმია იყო შესული და ცდილობდა კიევის მიმართულებით გარღვევას. პარტიზანების ტაქტიკა ძალიან მარიტივი იყო - მოწინავე ჯავშანკოლონების ზურგში ანადგურებდნენ საწვავის გადამზიდავ ავტოტექნიკას, შედეგად მოწინავე ძალები რჩებოდნენ საწვავის გარეშე, რაც მათ სრულიად გამოუყენებელ ჯართად აქცევდა და ადვილი ნადავლი იყო, შეტევის მარშუტებზე მომუშავე მცირე - ანტისატანკო ჯგუფებისთვის! 

ალბათ კიდევ ბევრი დრო დასჭირდება იმ ყველა დეტალის გასაჯაროებას, რაც ამ ომში პარტიზანულმა ჯგუფებმა მოახდინეს. ბევრ ისტორიას მოვისმენთ და შესაბამის ამსახველ ვიდეო კადრებსაც ვიხილავთ თუმცა, მანამდე წინ არის უკრაინელების კონტრშეტევა ხერსონის ოლქზე, რომელზეც ბოლო ერთი თვის განმავლობაში ყველაზე დიდი პარტიზანული დაჯგუფება მუშაობს და ამზადებს ვითარებას კონტრშეტევისთვის. ამას უკავშრდება 3-11 ივლისის პერიოდში, სწორედ ხერსონის ოლქში განადგურებული უამრავი არსენალი, საველე სამხედრო ბაზა თუ სამეთაურო პუნქტი. როგორც კი არმიის ძირითადმა ნაწილებმა ხერსონზე კონტრშეტევა წამოიწყეს, მაშინვე გადერთნენ პარტიზანები მელიტოპოლის მიმართულებაზე:
ისეთივე მონიშვნა როგორიც ამ ფოტიზე მელიტოპოლს აქვს, სულ რამდენიმე დღის წინ ხერსონზე იყო. კონტრშეტევის შესახებ განცხადებამდე რადენიმე დღით ადრე კი გადავიდა მელიტოპოლისკენ. (წყარო)
 
როგორც ზემოთ მოცემულ რუკაზეა ნაჩვენები, ქვეყნის სამხრეთ რეგიონებში სულ ოთხი წერტილია სადაც პარტიზანები მოქმედებენ. ყველაზე მეტი აქტივობით კი ახლა მელიტოპოლში გამოირჩევიან და უნდა ველოდოთ რომ ხერსონის შემდეგ, უკრაინის არმიის დანაყოფების მთელი ყურადღება სწორედ მელიტოპოლზე გადავა. 

როგორც ამ უმწირესი ინფორმაციიდან შეგვიძლია დავინახოთ, უკრაინელი პარტიზანები ფასდაუდებელ შრომას სწევენ და შეიძლება ითქვას, შორსმსროლელ დასავლურ საარტილერიო სისტემებთან ერთად, ერთერთი ყველაზე გამანადგურებელ ძალას წარმოადგენენ უკრაინის არმიისთვის. ისიც ცნობილია, რომ რუსეთის არმიას არანაირი გამოცდილება არ აქვს და არ შესწევს ძალა ასეთ ბრძოლაში უპირატესობა მოიპოვოს. ისინი ჯერ კიდევ მასით მიწოლის სტრატეგიას იყენებენ და კატასტროფულად არაეფექტურები არიან პარტიზანებთან ბრძოლაში. მეორეს მხრივ კი უკრაინის არმიას ამ თვალსაზრისით, როგორც ჩანს, საკმაოდ დიდი ძალისხმევა აქვს დახრჯული და შედეგსაც იღებს. 

Комментариев нет:

Отправить комментарий