არ მგონია დღეს ქვეყანაში იყოს ადამიანი, რომელიც ამ საკითხით არ იქნება დაინტერესებული, არ ექნება საკუთარი აზრი, მიშა სააკაშვილის სამშობლოში დაბრუნების თაობაზე. ასეთი მასშტაბის მოვლენა, ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, არც უახლესში და არც შორეულში, არ ყოფილა და ამიტომაც სრულიად ბუნებრივია ის ინტერესი, რომელიც ამ პროცესის მიმართ, თოთოეულ ჩვენთაგანს გაგვაჩნია.
თავდაპირველად ვიდრე მიშას, როგორც პერსონის შეფასებას შევუდგებოდე, მინდა ხაზგასმით ავღნიშნო, რომ მიშას ასეთი ფორმით ქვეყანაში დაბრუნება, პირადად ჩემთვის, ამ ქვეყნის სახელმწიფო ადმინისტრაციის სრული უსუსურების მხილება იყო იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ მთელმა სახელმწიფო სისტემამ, ვერ შესძლო ერთი ადამიანის გაკონტროლება ისე, რომ ასეთი ლაფსუსი არ დაეშვათ და იმ სასწაული სიბრიყვეების ლაპარაკით ცდილობდა თავის დაძვრენას აბსურდიდან, რომელშიც 1 ოქტომბერს აღმოჩნდნენ "ქართული ოცნების" მოლაპარაკე თავები. ირონიის გარეშე რომ ვთქვათ და სრული სერიოზულობით მივუდგეთ საკითხს გამოდის, რომ მმართველ პოლიტიკურ ძალას, იმის უნარიც კი არ შესწევს თავის პირად მტრად გამოცხადებული პერსონა აკონტროლოს მთელი სახელმწიფო რესურსით და რას მოიმოქმედებენ ესენი რეალურად, სახელმწიფოსთვის საფრთხის შემცველი პირების ან პირთა ჯგუფების მიმართ, მაშინ როდესაც მათს აზროვნებაში, სახელმწიფოებრიობის ფენომენი არ გამოსჭვივის?!
მიუხედავად ყველფრისა, ის რაც ახლა, ამ წუთებში ჩვენს ქვეყანაში ხდება, არის ისტორიული შედეგის მქონე მოვლენა და აუცილებლად დადგება დრო, როდესაც მთელს ამ ჩვენს ყოვლდღიურობას ჩამოშორდება ემოცია და წმინდად რეციონალური შეფასება მოხდება იმისა, თუ რა ვქენით ამ დროს ქართველებმა, როგორ მოვახერხეთ ის, რომ რეგიონში მცხოვრები ჩვენი მეზობლები გავაოცეთ ერთმანეთის სიძულვილითა და გაუტანლობით, რომელიც 2012 წლიდან ჩვენს ქვეყანაში სახელმწიფო პოლიტიკის ქვაკუთხედად იქცა!
მიშას ჩამოსვლამ, პირველ რიგში და უკვე მერამდენედ, ისევ სარკეში ჩაგვახედა და კიდევ ერთხელ დაგვანახა საკუთარი სახე, რომელიც სრულად განყენებული, უმონაწილეო, დანაშაულებრივი ინდიფერენტულობით გამსჭვალული კოლექტიური ქართველი, ისევ ის არის, რომელმაც უამრავი კარგი ქართველის სიცოცხლეს შეიწირა და როგორც სჩანს, იწირავს დღესაც! თუმცა უკვე შეგვიძლია ისიც კი ვთქვათ, რომ ის რაც მიშა სააკაშვილის თავს ხდება, ქართველთა ცხოვრების "ჟანრის კლასიკაა" შინაარსით - "პროგრესის კატალიზატორი ყველა ქართველი, მიწაში"!
მიუხედავად ჟანრის კლასიკურობისა, უსამართლობად მიმაჩნია დღეს გაჩუმება და საზოგადო საქმეებისაგანა მოშორებით თავის დაჭერა, პოზიციის არ ქონა და უფერო მასად ყოფნა, რომელსაც საკუთარი ქვეყნის მოწყობისა არაფერი ედარდება და ესმის.
ყველაზე უცნაური კი მიშას ისტორიაში ის არის, რომ ეს ადმიანია ერთდერთი, რომელზეც შეგვიძლია ვთქვათ რომ საერთაშორისო მასშტაბის პოლიტიკური ფიგურაა და ერთდერთი პროფესიონალი ქართველი პოლიტიკოსია! პარტია "ქართულმა ოცნებამ" და მისმა მოსვლამ ამ პროფესიის მიმართ წარმოდგენა იმდენად დაამახინჯა და დემონიზება მოახდინა, რომ პოლიტიკოსობა მხოლოდ - "პოზიციათა, ინტერესების მიხედვით ცვლად მონოლოგად დატოვა". შესაბამისად, პოლიტიკოსს ისეთი სტიგმა მიენიჭა, რომელიც აპრიორი ნეგატიური შინაარსს გულისხმობს, არადა, დღევანდელ საქართველოში თითებზე ჩამოსათვლელია პროფესიონალი პოლიტიკოსი, ხოლო ისეთი რომელსაც გარკვეული საერთაშორისო გავლენა და იმიჯი გააჩნია, პრაქტიკულად ერთდერთია ასეთი და ისიც ციცხეში გამოგვიკეტეს! მაშ რა გამოდის, ქართველთა საყვარელი გამოთქმა - "პური მეპურემ აცხოსო" ამ შემთხვევაში დავივიწყეთ და ავყევით იმ მცდარ წარმოდგენას, რომლის მიხედვითაც, პოლიტიკოსს რატომღაც პროფესიონალიზმი არ მოეკითხება! სწორედ ამ ფაქტორის გათვალისწინებით ძალზედ საინტერესო სურათი იხატება, რომელიც ახლა ჩვენს თვალწინ ვითარდება და თანამონაწილენი ვართ ყოველი ჩვენთაგანი.
სააკაშვილმა, ქვეყანაში დაბრუნების აქტით, აჩვენა პერსონალური გმირობის მაგალითი და სრული სისულელეა ეს ნაბიჯი, მისი ძალაუფლებისადმი დაუოკებელ ლტოლვად მოინათლოს რადგან, მაშინ სხვაგვარად განვითარდებოდა მოვლენები. ამ მტკიცებულების საპირისპიროდ უნდა ითქვას და ვაღიაროთ ყველამ, რომ მიშამ საკუთარი ჯანმრთელობა და სიცოცხლე დადო სასწორზე მაშინ, როდესაც ეს გადაწყვეტილება მიიღო. ოდნავად თუ დაფიქრდებით მიხვდებით, რომ თავგანწირვის შესახებ მტკიცებულება, სულაც არ არის გაზვიადებული იქიდან გამომდინარე, რომ მიშას განადგურებით, კონკრეტულად რუსეთია დაინტერესებული და ძალიან დიდი რისკია ამ მასშტაბის პოლიტიკოსისთვის ქმედება, რომელიც გარკვეული ვადით მას, უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირების ყურადღების მიღმა ტოვებს! ერთი წამით დაფიქრდით და საკუთარი თავი დააყენეთ მიშას ადგილას და წარმოიდგინეთ რომ რუსეთის სპეცსამსახურები თქვენზე ნადირობენ და ამის შემდეგ თქვენ დგავთ ნაბიჯს, რომელმაც შესაძლოა ისე გაგაბათ სპეცსამსახურის მახეში, რომ დამხმარე არსაიდან არავინ იქნება!? მხოლოდ ამ მოცემულობის გათვალისწინებით შეიძლება განიმსჭვალო პატივისცემით და თუკი ამის გაკეთება არ გინდათ, მაშინ იმ კითხვას უპასუხეთ თუ რა ამოძრავებდა მიშას და რა შედეგზე ჰქონდა გათვლა, როდესაც ამ ნაბიჯზე მიდიოდა?! იმედია პასუხად, რუსეთის სპეცსამსახურების კეთილგონიერებას არ მოიშველიებთ!
ჩემის აზრით, ყველზე მთავარი რაც მიშას დაბრუნებით მოხდა, ეს არის ორი საკითხი - პირველი, საერთაშორისო ყურადღება, რომელიც მას მუდამ თან დასდევს და ასეთი აქტით, კიდევ უფრო გააცხოველა ის ყურადღება და ინტერესი საერთაშორისო მედიისა და პოლიტიკოსების მხრიდან, რაც პრაქტიკულად ერთადერთი გამოსავალი იყო ჩვენს ქვეყნაში მიმდინარე პოლიტიკური ცხოვრების განორმალურებისთვის რადგან, მმართველი პოლიტიკური ძალა, აშკარად გასცდა რაციონალურობისა და სახლემწიფოებრიობის ყველა გონიერ თუ დასაშვებ ჩარჩოებს, და გადავიდა ისეთ რეჟიმზე, რომელიც ტოტალიტარიზმისკენ მიაქანებდა ქვეყნას, ოღონდ ეს იმ სახით მოხდებოდა, როგორც რუსული პოლიტიკური გავლენის ზონებითვის არის დამახასიათებელი და ნიმუშად, შეგვიძლია სომხეთის მაგალითით ვიხელმძღვანელოთ. რომ არა მიშას ეს ნაბიჯი, ქვეყნაში მიმდინარე არანორმალური პროცესები, ისევ დასავლეთ პარტნიორების აღქმის მიღმა დარჩებოდა და ეს საბოლოოდ დაღუპავდა ჩვენს ქვეყანას, როგორც სახელმწიფოს...!
მეორე და ყველაზე მნიშვნელოვანი რაც მიშას ქვეყანაში დაბრუნებითა და ციხეში შიმშილის დაწყებით მოხდა, ეს არის იმ ადამიანთა მორალური გაშიშვლება, რომლებიც დღეს მართავენ ჩვენს ქვეყანას და თუკი მათ მხადამჭერებს, რომლებიც 2012 წელს გვერდში ედგნენ იმედით, რომ "მორალურად" გამართულ ადამიანებს აბარებდნენ ძალაუფლებას ქვეყანაში, დღეს ყველაზე დიდი აღშფოთება და გაბრაზება უნდა ჰქონდეთ, თუ იგივე მორალური სიმახინჯე არ დამართვიათ, რაც "ქართული ოცნების" მოლაპარაკე თავებს - ასეთი მარაზმი და საშიში დამოკიდებულება ქვეყნის მომავალის მიმართ, მხედრიონისა და მსგავსი ბანდების ქვეყანაში უკონტროლო პარპაშის შემდეგ, არავის ჰქონია!
და ბოლოს, ერთ დეტალს გავუსვამ ხაზს - დღეს ქვეყანაში არსებული მდგომარეობა იმდენად არაჯანსაღი, საშიში და აბსურდულია, რომ ვერაფერი გამოასწორებს, თუკი არ იქნა ძირეული ცვლილება და არ აიღო თავის თავზე პასუხისმგებლობა საზოგდოებამ. ახლა კი, ასეთის იმედი არ არსებობს და ამიტომ ისევ სოციოლოგიური ლოგიკის მიხედვით, საჭიროა ე.წ. "საკრალური მსხვერპლი", რომელიც გამოაფხიზლებს, მიძინებულ კოლექტიურ ქართველს და მიშას შიმშილობის აქტი, სწორედ ამ მსხვერპლად თავშეწირვის აქტია, რომელიც ყოველი ჩვენთაგანის მომავალთან არის კავშირში და თუკი ვინმეს, დღეს ამ ქვეყნის მოქალქედ წოდებულს ჰგონია, რომ მიშას სიკვდილში მას არ ექნება ხელები გათხვრილი, ან მიშა არ არის მსხვერპლი იმიტომ რომ პოლიტიკოსია, ერთი რომ ძალიან შეცდება და მეორე, იგივე ბოროტების მქმნელი იქნება, რომელიც "პროლეტარებმა" ჩაიდინეს ქართველი ერის წინაშე, ილიას მკვლელობით!

Комментариев нет:
Отправить комментарий