არავინ უწყის ჯერ კიდევ რა შედეგი მოჰყვება ავღანეთიდან დასაველთ კოალიციის ჯარების გაყვანას. ფაქტია, არაორდინალური, ისოტორიული მოვლენის მომსწრენი ვართ!
ავღანეთში მიმდინარე პროცესები და ის ელვისებური განვითარება მოვლენებისა, რომელიც ვიხილეთ, ახლა მთელი დედამიწის ყურადღების საგანია და იმდენად მოულოდნელი, რომ მის შედეგებზე ჯერ კიდევ არ არის ჩამოყალიბებული მოსაზრება.
 მიუხედავად ასეთი გაურკვევლობისა, ავღანეთის მაგალითმა და იქ განვითარებულმა მოვლენებმა, ცხადყო ერთი მარტივი ჭეშმარიტება - რაოდენ დიდიცი არ უნდა იყოს დახმარება გარე ძალებისგან, საკუთარი ქვეყნის ტრანსფორმირება, ამავე ქვეყნის მოქალაქეებმა უნდა ითაონ და გამოიყენონ გარეშე ძალა, როგორც ხელშემწყობი და არა აბსულუტური პასუხიმგებელი ყველაფერზე, რაც მათ თავს მოხდება. 
 მთელი ის ძალისხმევა, რომელიც დასავლეთმა და ყველაზე მეტად კი აშშ-იმ გამოიჩნა ავღანეთში, სრულიად საკმარისი უნდა გამხდარიყო იმისთვის, რომ სახელმწიფო სისტემას გაეძლო თალიბანის შემოტევისთვის და არ ჩამოშლილიყო ერთ კვირაში, მაშინ როდესაც არაფერი ამას არ მოასწავებდა. შესაბამისად საქმე აქ დახმარების გაწევის მიზეშეწონილობაში კი არ არის, საქმე ადგილობრივ ეთნო-სოციალურ გარემოსა და იმ თავისებურებაშია, რომელიც ამ ქვეყანას ახასიათებს. 
 როგორც ჩანს, ამდენი წლის განმავლობაში, ავღანეთში, უსაფრთხოების მიმართულებით განხორციელებული ღონისძიებები წარუმატებელი აღმოჩნდა და ალბათ ამის მიზეზი, მოქმედების ოდეოლოგიურ კომპონენტში უნდა ვეძებოთ და არა უსაფრთხოების ნაწილში. მნიშვნელოვანწილად არის დამოკიდებული ასეთი საკითხების წარმატება, მიმღები ერის ცივილურობის ხარისხსა და იმ პერსპექტივის აღქმაზე, რომელსაც "გარე ძალა" სთავაზობს მიმღებს სახელმწიფოს.
 
 გამომდინარე იქიდან, რომ ავღანეთი მრავალკომპონენტიანი "პრობლემაა" და ასეთად იქნება მომავალშიც, მნიშვნელოვანია ამ ქვეყანაში ახლა მიმდინარე მოვლენები სწორედ ამ მრავალკომპონენტიანობის კონტექსტით იქნას განხილული. წინააღმდეგ შემთხვევაში, მთელი ეს პროცესები ძალზედ გაუგებარი და ალოგიკური ხდება. ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანია გავიხსენოთ, რომ აშშ-ის მეთაურობით იქ საერთაშორისო სამხედრო კოალიციის შეყვანა განხორციელდა არა თალიბანის წინააღმდეგ, არამედ ტერორისტული დაჯგუფება "ალ-ქაიდას" გასანადგურებლად, რომელიც 2001 წლის11 სექტემბრის ტერაქტების განმახორციელებელი იყო და ეს შედეგი პრაქტიკულად მიღწეულია თუმცა, ის რომ ავღანეთი უსაფრთხო გახდა "ალ-ქაედას" განადგურებით, ხმამაღალი ნათქვამი იქნება რადგან ზღაპრული გველეშაპივით, ამ ტერორისტული ორგანიზაციის განადგურებას, მისი ფრაქცირება და მცირე ტერორისტული დაჯგუფებებად გაშლა მოჰყვა, რომელიც მოედო მთელს ახლო აღმოსავლეთსა და აფრიკის კონტინენტის ნაწილს. მაგალითად ასეთი განაყოფია ISIS-ი, რომელიც ახლანდელი მოცემულობით ასევე განადგურებული და დაშლილია თუმცა, მისი ნაშთები ახლა ეფექტურად მოქმედებენ აფრიკის კონტინეტსა და ახლო აღმოსავლეთის რამდენიმე ქვეანაში, მათ შორის ერაყსა და სირიაში, რომელიც ახლა მივიწყებული პრობლემაა, ავღანეთში განვითარებული მოვლენების ფონზე. 
 ბუნებრივია დასავლეთის მოწინააღმდეგე ძალები, უპირატესად ჩინეთი, ირანი და რუსეთი, ავღანეთიდან აშშ-ის ჯარების გასვლას დასავლეთის დამარცხებად ასაღებენ და ცდილობენ შექმნან წარმოდგენა, რომ მათ ავღანეთი მიატოვეს. ეს მტკიცებულება ისეთივე ნაადრევია ჯერჯერობით, როგორც ყველა სხვა ნებისმიერი მტკიცებულება და არავინ იცის ზუსტად რა მოხდება ავღანეთში, როგორ განვითარდება მოვლენები თუმცა, პანჯშირის პროვინციაში გამაგრებული, მასუდის ძალების არსებობა მიანიშნებს იმაზე, რომ ავღანეთში შესაძლოა სამოქალაქო ომი გაჩაღდეს. მოვლენათა განვითარების ეს სცენარი, გარკვეულწილ რაციონალურობას შეიცავს და ის მდგომარეობს იმაში, რომ დასავლეთმა, სოციალურ-პოლიტიკური გარდატეხის ესტაფეტა, ადგილობრივ ძალებს გადააბარა და ეს ასეც უნდა მომხდარიყო რადგან, ამერიკელი ან სხვა ერის წარმომადგენელი ჯარისკაცების სიცხოცხლე ვერ გახდება ვერასოდეს ის ფაქტორი, რომელთა გათვალისწინება ისეთივე ხარისხით მოხდებოდეს, როგორც ეს ადგილობირივი ძალებით, ისეთი მნიშვნელოვანი გარდატეხის შემთხვევაში ხდება ხოლმე და მით უმეტეს როდესაც ქვეყნის ისეთი მაშტაბით ცვლილებაზეა ლაპარაკი, როგორიც ეს ავღანეთის შემთხვევაში შეიძლება იყოს. ანუ მარტივად რომ ვთქვათ, უცხო ტომელი ჯარისკაცის სიცოცხლეს იმხელა წონა არ აქვს ადგილობრივისთვის, რამდენიც ადგილობრივს! ასეთივეა პასუხისმგებლობაც, რომელიც მიმღები ერის წარმომადგენლებს, მეტად კი ამ ქვეყნის ხელისუფლებას ეკისრება. კორუფციის ის მაღალი დონე, სამთავრობო ძალების მეთაურებს შორის თალიბებთან კავშირი, მეზობელი ქვეყნების მხრიდან თალიბების ხელშეწყობა და ადგილობრივ მოსახლეთა გულგრილობა ან შიში, კრებითად უნდა გამხდარიყო იმ ნაჩქარევი გადაწყვეტილების მიღების საბაბი, რომელიც აშშ-ის ადმინისტრაციამ მიიღო ჯერ კიდევ წინა პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის პრეზიდენტობისას და შემდეგ აღსრულებაში მოიყვანა ამჟამინდელი პრეზიდენტის, ბაიდენის ადმინისტრაციამ. 
 ცალკე საკითხია, ჯარების გაყვანის პროცესი და ის პროცედურები, რომელიც ამ მას ახლდა თან. სადაო და ალბათ უფრო კონპეტენტურ პირთა განსახილველია კონკრეტულად ჯარების გაყვანის ეპიზოდი და ის სიჩქარე, რომლითაც დასავლეთ კოალიცია ავღანეთიდან გამოდის. ალბათ შესაძლებელი იყო პროცესის გაცილებით უფრო მშვიდ და ორგანიზებულ ვითარებაში წარმართვა თუმცა არავინ უწყის, რეალურად რა გახდა ამ აჩქარების მიზეზი და რატომ გადადგა ბაიდენის ადმინისტრაციამ ნაბიჯი, რომელსაც მისი გეოპოლიტიკური მოწინააღმდეგეები, აუცილებლად გამოიყენებდნენ მისივე წინააღმდეგ!?
 მიუხედავად ყველაფრისა კი, ფაქტია, ძალზედ წონიან და მნიშვნელოვან ისტორიულ პროცესს ვაკვირდებით ჩვენი საკუთარი თვალებით და ჯერ კიდევ არავინ ვიცით ის, თუ როგორ შეაფასებს ამ ყველაფერს ისტორია მაგრამ მთავარი გაკვეთილი, რომელიც შეგვიძლია ჩვენ, საქართველომ და ყველა სხვა, პოტენციურად დასავლეთის მოკავშირე ქვეყანამ გამოიტანოს ამ ყველაფრიდან არის ის, რომ მხოლოდ გარეშე ძალის იმედად არ უნდა იყოს არავინ. ბრძოლა რომელიც საკუთარი ქვეყნის გაუმჯობესებისთვის მიდის, იმავე ერის წარმომადგენელთა გასაკეთებელია, რომელსაც სურს გარდატეხა და განვითარება, წინააღმდეგ შემთხვევაში უცხო ტომელი ჯარების მოქმედება იქამდე იქნება აქტუალური, ვიდრე ისინი საკუთარი ქვყნის ინტერესების შესაბამისად მოქმედებენ და მაშინვე გაჩნდება იმედგაცრუება ავღანელთა მსგავსად, როგორც კი ეს ჯარების, მიმღებ ქვეყანას დასტოვებენ!
 ჩვენში ბოლო დროს ხშირად ისმის ხოლმე ფრაზა რომ "ჩვენი საბრძოლი, ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ და არ უნდა გვქონდეს არავის იმედი, გარდა საკუთარი თავისა"! ავღანეთმა ეს მტკიცებულება კიდევ უფრო თვალსაჩინო გახადა და ვიდრე აშშ-ის მოქმედებას იმ თვალსაზრისით შევაფასებდეთ, რომელსაც ანტიამერიკული ძალები გვთავაზობენ, იმაზეც დავფიქრდეთ რა გააკეთა თითოეულმა ავღანელმა იმისათვის, რომ დღეს, თალიბანის მმართველობის პირობებში არ ეცხოვრათ!?



Комментариев нет:
Отправить комментарий