Страницы

пятница, 18 июня 2021 г.

ნუ მოკლავ ილიას


სათაურიდან გამომდინარე უკვე ნათელია ის შინაარსი, რომელზეც ამ სტატიაში მექნება მსჯელობა. დიდი ხანია ილია ჭავჭავაძის ფენომენზე ვფიქრობ და ვერაფრით მივედი იმ საბოლოო შეფასებამდე, რომელიც ილიას გაწმინდანებას, რაიმე რაციონალურ ნიშანთვისებას შესძენდა. 
 პირველი და უმთავრესი, რატომაც ილიას გაწმინდანების ამბავი დიდად გულზე არ დამეხატა, იყო ის მიზეზი თუ როგორ კეტავს რელიგია პიროვნების შინაარსის წვდომის შესაძლებლობას და მით უმეტეს როდესაც ეს შემოქმედს ეხება, თანაც ისეთი მასშტაბისას, როგორიც ილია ჭავჭავაძე იყო და არის ქართველი ერისთვის. გარკვეულწილად, ცოტათი უფრო ხატოვნად რომ ამოვთქვა - ილიას გაწმინდანებით ის მეორედ მოვკალით რადგან ილიას მიზანი არასოდეს ყოფილა ზეაღმატებულ სტატუსში ასვლა და მისი თაყვანისცემა. აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ დავასკვენი, რომ ილიას ნათქვამი და მოქმედების მოტივი სულ სხვა რამ იყო და ეს სხვა რამ, ვერაფრისდიდებით ვერ დავინახეთ. ამიტომაც კითხვაზე თუ რამდენჯერ მოვკალით ილია, ჩემი პასუხია - "ყოველ იმ დღეს, როდესაც მისი ნაწერ/ნათქვამის გაუაზრებლობას ვაფრქვევთ, ვკლავთ ილიას"!
 არადა არაფერი განსაკუთრებული და ძნელად გასაგები ილიას არ უთქვამს. მისი მთავარი მოტივი, ერთი რომ ერში განათლების ზოგადი ფონის ამაღლება და მეორე იმ კეთროვანებების გაცნობიერება იყო, რომელიც მაშინაც და ახლაც ჩვენი საზოგდოების უსახურ ცხოვრებას განაპირობებს. ილიამ შეგვიქმნა სარკე, რომელიც შელამაზების გარეშე გვაჩვენებდა საკუთარ თავს და მისი მთავარი მიზანიც ეს იყო რომ დაგვენახა, შეგვეცნო, გაგვეგო და გაგვეზარდა საკუთარი თავი... სამაგიეროდ კი ეს კაცი - "მიუწვდომელ, განუკითხავ ადამიანთა პანთეონში მივაბრძანეთ"!
 ყოველი ის ადამიანი, რომელიც დღევანდელობაში ილიას ნაწერის აქტუალობით ხსნის მის გენიალურობას, კლავს ილიას იმ მარტივი მექანიკით რომ ის საზოგადო კეთროვანებები და სიმახინჯეები, რომელიც ილიას აქვს აღწერილი და რომელიც დღემდე აქტუალურია, ილიას გენიალურობაზე კი არ მიანიშნებს არამედ იმაზე, რომ ვერაფერი მისი ნათქვამ/ნამოღვაწარიდან ვერ გავიგეთ და ამიტომაც ვთვლი, რომ რამდენჯერაც ილიას გენიალურობაზე იწყებს ვინმე ლაპარაკს ამ კონტექსტში - კლავს ილიას!

ის რამდენიმე აბზაცი რაც ზემოთ დავწერე, სრულიად საკმარისია იმის გასაგებად თუ რას ვგულისხმობ და ილიას შეფასების რა პოზიციას ვთვლი სწორად იმისთვის, რომ მის ნამოღვაწარს აზრი ჰქონდეს - ანუ რომ აღარასოდეს მოვკლათ ილია!

 მანამდე კი ვიდრე ილიას გენიალურობა მხოლოდ იმაში გვგონია, რომ მისი ყოველი ნათქვამი დღემდე აქტუალურია, არის დიდი ილუზია და უდიდესი შეცდომა, რომელსაც ყოველი ჩვენთაგანი ჩავდივართ მაშინ, როდესაც ილიას აღწერილ "უგვანობას" ვხედავთ, ვაფიქსირებთ და მერე ამაყად, მცოდნე სახით ვიტყვით რომ ილია გენიალური იყო, რადგან ეს ყველაფერი მან ასზე მეტი წლის წინ დაინახა და აღწერა..!?
იმან კი დაინახა, აღწერა და გააცნობიერა მაგრამ ჩვენ ვერაფერი ვისწავლეთ, ვერ გავიგეთ. ფარისევლურად მის გენიალურობას ამოვეფარებით და ისე ვმსჯელობთ, თითქოს იგივე ჩვენ არ გვეხებოდეს - აი ამიტომაც, ყოველ დღე, რომელიღაც ჩვენთაგანი კლავს ილიას! 

Комментариев нет:

Отправить комментарий