Страницы

воскресенье, 11 апреля 2021 г.

გადადებული ომი უკრაინაში


რამდენიმე კვირაა, მსოლფიო მედიისა და ძირითადად სამხედრო თემატიკაზე მომუშავე ანალიტიკური გამოცემებისთვის, მთავარი განხილვის თემა, უკრაინა-რუსეთის შესაძლო კონფლიქტია, რომლის განახლების ალბათობა, დღის წესრიგში დააყენა, გასული თვის მიწურულს, რუსული არმიის მასშტაბურმა გადაადგილებებმა.
 თავდაპირველი აქტივობა, რომელიც რუსული არმიის მიერ იქნა წამოწყებული, ძირითადად მასშტაბური სამხედრო სწავლების ეგიდით დაიწყო და მალევე გახდა განსჯის საგანი რადგან ყველა სხვა შემთხვევებისგან განსახვავებით, როდესაც რუსული არმია მასშტაბურ წვრთნებს იწყებდა, ძირითადი მოქმედებები კონცერტირდებოდა ერთ მონაკვეთზე, ამ შემთხვევაში კი უცნაურ სინქრონს ჰქონდა ადგილი, ბალტიის ზღვისა და შავი ზღვის აკვატორიაში, ავიაციასა და საზღვაო ძალებს შორის. ხმელეთის ნაწილზე კი გადაადგილდებოდა რუსული არმიის, თითქმის ყველა სახეობის სახმელეთო სამხედრო შენაერთი. ბუნებრივია მთელი ის ძალები, რომელიც რუსეთმა თითქოსდა სწავლების ეგიდით გადასროლა ყირიმში, დასავლეთ საზღვრებსა და ბელორუსიაში, ადგილზევე დატოვა და ამის შემდეგ დაიწყო უამრავი ვიდეო მტკიცებულებების გამოჩენა ინტერნეტ სივრცეში, რომელზეც ასახული იყო რუსეთის ტერიტორიიდან, უკრაინის საზღვრებისკენ უზარმაზარი სამხედრო კოლონების გადაადგილება. ასეთი ვიდეო მტკიცებულებების გავრცელება, ამ შემთხვევაში ასევე უცნაური რამ იყო რადგან ძალიან ბევრი ვიდეო მტკიცებულება, რომელიც გავრცელდა, ძირითადად წინა წლებში გადაღებული კადრები იყო და მხოლოდ მცირე ნაწილი აღომოჩნდა რეალური.
 გასული თვის მიწურულს, საერთაშორისო მედიაში უკვე გამოჩნდა განგაშის შემცველი სტატიები, რომლებიც რუსეთის მხრიდან, უკრაინის რეგიონებში ვითარების დესტაბილიზაციის შესახებ იუწყებოდნენ და ამ მედია აქტივობას ძალიან მალე მოჰყვა, რუსული მილიტარისტული გვერდების გააქტიურება და დაიწყეს ათასგვარი სულელური ისტორიები გავრცელება, რომელთა ძირითადი შინაარსიც, რუსი სამხედროების მიერ, NATO-სა და აშშ-ის სამხედროების გაბითურებას ეხებოდა. ბოლო დროის ასეთი გავრცელებული ამბავი, ბალტიის ზღვაში, NATO-ს ხომალდებისგან, რუსული წყალქვეშა ხომალდის "დამალვის" ამბავი იყო, რომელსაც თითქოს დასავლელი სამხედროები, მთელი ერთი კვირის განმავლობაში ვერ პოულობდნენ ბმული. იქვე ვრცელდებოდა რუსული ბომბდამშენების ან გზამჭრელი თვითმფრინავების საჰაერო მანევრების შესახევ ისტორიები ან კადრები, რომელზეც საჰაერო ხომალდების დაახლოება იყო აღბეჭდილი ხოლო ამ ისტორიების მთავარი მოტივი კი იყო იმის გადმოცემა, თუ რამდენად შიშით ძრწიან დასავლელი სამხედროები, რუსეთის არმიის გამოჩენისას ან მათთან მიახლოების შემთხვევაში. 
 ცალსახად უნდა აღინიშნოს ის ფაქტი რომ უკვე ადვილად შესამჩნევი ხდება ის თუ როგორ სინქრონდება რუსული არმიის წვრთნები პოლიგონებზე და რუსული პროპაგნდის "წვრთნები" ინტერნეტ სივრცეში. უკრაინის მიმართულებაზე წამოწყებული ესკალაციის ეს ფაზა, ჩემის აზრით სწორედ ამითიც არის საინტერესო. 
 რუსული პროპაგანდა გააფთრებული ცდილობს შექმნას წარმოდგენა, რომ მიმდინარე ესკალაციაში მთავარი დამნაშავე არის კიევი, რომელმაც წლის დასაწყისში საკუთარ თავს უფლება მისცა და რეზერვისტთა მობილიზაციის მასშტაბური გეგმა განიხილა, ქვეყნის უშიშროების საბჭოს ერთერთ სხდომაზე. ამ ეპიზოდიდან მოყოლებული, რუსი და სეპარატისტი პროპაგანდისტები სულ ავრცელენდნენ მოსაზრებას, რომ გაზაფხულისთვის უკრაინა, დონბასზე შეტავას წამოიწყებდა და ამისთვის შესაბამის სამზადისად ინათლებოდა ყველაფერი, რაც კი უკრაინის სამხედრო სფეროში ხდებოდა. სტანდარტულად, როგორც ასეთ შემთხვევაში ხდება ხოლმე, პარალალურად უკრაინის მისამართით ბრალდებების სროლისა, აქტიურად მიმდინარეობდა რუსული სამხდრო დანაყოფების გადასროლა უკრაინის სზღვრების უშუალო სიახლოვესა და დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე, მათ შორის ყირიმის ნახევარკუნძულზე, სადაც რუსული არმიის საკმაოდ დიდი ძალაა მობილიზებული თუმცა, ამ პერიოდში მოხდა ნახევარკუნძულის მატერიკთან გადასასვლელების გამაგრება და საკმაოდ სოლიდური ძალების გადასროლა, რამაც ბუნებრივია უკრაინული მხარის შეშფოთება და შესაბამისი ზომების მიღების აუცილებლობა გააჩინა, რომელიც რა თქმა უნდა რომ ისევ რუსული პროპაგანდის მიერ იქნა გამოყენებული იმის სადემონსტრაციოდ, თუ როგორი აგრესიული გეგმები აქვს კიევს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით.  
 მიმდინარე ესკალაციის ყველაზე რთული ეტაპი იყო 31 მარტი - 1 აპრილი, როდესაც დღის განმავლობაში, NATO-ს საჰაერო ძალებს ათჯერ მოუწიათ ჰაერში აწევა, რუსული ავიაციის პროვოკაციული აქტივობის გამო, 1 აპრილის ღამით კი დაძაბულობამ იმ მაშტაბს მიაღწია რომ აშშ-ს, რუსეთისა და უკრაინის გენერალური შტაბების უფროსების რამდენიმე სატელეფონო საუბარი გაიმართა, რამაც როგორც ჩანს მნიშვნელოვნად განმუხტა დაძაბულობა და იმ მომენტში შეჩერდა საბრძოლო მოქმედებების განახლებისთვის წამოწყებული შეტაკებები ფრონტის ხაზზე. შედეგი მყისვე აისახა პროპაგანდისტულ პლატფორმებზეც.
 ამ რთული დღის შემდეგ დაიწყო საერთაშორისო ჩართულობა კონფლიქტის მოგვარებისთვის, რასაც პარალელურად მოჰყვა მინსკში მოლაპარაკებათა მაგიდის პრაქტიკულად "აყირავება" მოსკოვის მხრიდან, რომელმაც ყველაფერში სტანდარტულად უკრაინა დაადანაშაულა და დაიწყო განცხადებების გაკეთება, რომელიც ერთიერთში იმეორებს იმ შინაარსებს, რომელიც სააქართველოზე თავდასხმის შემთხვევაში იქნა გამოყენებული, 2008 წლის აგვისტოს ომისას. 
დონბასის კონტექსტში გაკეთდა განცხადებები მოსკოვიდან რომ რუსეთი დაიცავს თავის მოქალაქეებს ყველგან, სადაც მათ საფრთხე დაემუქრებათ, პარალელურად "რუსული სამყაროს" იდეის რეტრანსლიატორ ე.წ. "მედია პლატფორმებზე" დაიწყო დონბასის რუსეთის შემადგენლობაში "დაბრუნების" შესახებ აქტიური პროპაგანდა - მტკიცება, რომ რუსეთი არ მიატოვებს დონბასს და დაიცავს "ახალგზარდა რესპუბლიკებს"! 
 საკითხში საერთაშორისო აქტორების, მათ შორის NATO-ს ჩართვას მოჰყვა სრული ისტერიკა კრემლის მხრიდან, რომელიც ალიანსისგან მომდინარე საფრთხეზე გაჰკიოდა და გაჰკივის დღემდე. ზედვე, რუსული ე.წ. "დიპლომატიისთვის" სტანდარტულად ქცეული მანტრაც მიაყოლა, რომ ნებისმიერი სახით, უკრაინის NATO-ში წევრობა, ან ალიანსის მხრიდან დახმარების გაწევა, რუსეთის მხრიდან აღქმული იქნებოდა როგორც პირდაპირი საფრთხე, თუმცა ამავე პირდაპირ საფრთხეზე, რუსეთი უკვე დიდი ხანია ლაპარაკობს, ბალტიის ზღვის ქვეყნების და ახლა უკვე ,ბელორუსიის კონტექსტში. ჰიპოთეტური საფრთხის პრაქტიკული გამოხატულების კონკრეტული მაგალითი კი რუსულმა მხარემ ვერასოდეს ვერ დადო. 

 ის რაც დღეს უკრაინის მიმართულებაზე ხდება, არის საერთაშორისო ერთობლივი მოქმედების შემაკავებელი ეფექტი, ეს ცხადია და ისიც ცხადია რომ ამ შემაკავებლ ეფექტში, ყველაზე დიდი წვლილი აშშ/ბრიტანეთს და მათ სამხედრო ძალების სიძლიერით არის განპირობებული, რომელიც აღმოსაველთ ევროპის უსაფრთხოების ძირითად ფაქტორს წარმოადგენს.  შესაბამისად, ამ ძალების ჩართულობამ და იმ პოზიციამ, რომელიც სხვდასხვა დონითა და მექანიზმებით გაცხადდა, განაპირობა ის რომ რუსული თავდასხმა უკრაინაზე გადადო ვადაში თუმცა სრულად ეს საფრთხე არ განეოტრალებულა და ამაზე მიუნიშნებს ის გაგრძელებული გადაჯგუფება, რომელსაც რუსული არმია ამ მომენტამდე განაგრძობს. 
 
 ფაქტია, ამ ეტაპზე დიდი ომის საფრთხე გადადებულია, თუმცა არა დიდი ხნით და მორიგი ესკალაციის ფაზას, მაისის შუა რიცხვებში უნდა ველოდოთ, თუკი ნორმანდიული ოთეულის მორიგი შეხვედრა შედგება და ამ შეხვრდრაზე რაიმე შედეგი მაინც იქნება.  
    

Комментариев нет:

Отправить комментарий