"სტატია, რომელსაც ქვემოთ წაიკითხავთ, რამდენიმე წლის წინ, ერთი საიტისთვის დავწერე. დღეს მიმდინარე პანდემიისა და კრიზისის ფონზე რატომღაც ხშირად მახსენდებოდა .
დღესაც აქტუალურია ეს თემა და აი რატომ - კორონავირუსით,
მსოფლიო ლიდერების ასეთი სისწრაფით დაავადება, რატომღაც "მასწავლებელიც დადის საპირფარეშოში" ფენომენს მაგონებს, რომელიც ქვყნების მმართველებს ისეთ ჩვეულ მოკვდავებად წრმოაჩენს, ცოტა არ იყოს უხერხულიც კია იმ კონსერვატული გადმოსახედებიდან, რომელსაც მიჩვეული ვართ რიგითი მოკვდავნი!"
თბილისი 2016წ
რამდენიმე წელია ვაკვირდები მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებს და მუდმივად მრჩება განცდა, რომ დედამიწაზე, არცერთ ქვეყანასა თუ საერთაშორისო ორგანიზაციას, არ ჰყავს ისეთი თავკაცი, რომელიც მსოფლიოში დაგროვილი პრობლემებისადმი იქნება პრაგმატული. მიიღებს გადაწყვეტილებას და ძირითადად, ევროპულ თუ საერთაშორისო ორგანიზაციების, ბიუროკრატიულ სინტლანქეს ამხელს, გამოავლენს და დაანახებს დანარჩენ ლიდერებს - პრობლემების დროში გადადება, არ ნიშნავს პრობლემის მოგვარებას!
ხშირად დავფიქრებულვარ იმაზე თუ რატომ დადგა ეს შედეგი და რამ გამოიწვია ის, რომ მსოფლიო პოლიტიკა, ლიდერების დეფიციტს განიცდის. რამდენიმე წლის წინ, ერთი ამერიკელი ბლოგერის ჩივილი წავიკითე, რომ უოლ-სტრიტი ახდენს "ტვინების მიტაცებას" და პოლიტიკისთვის, აღარ რჩებიან პრაქტიკული ინტელექტის მქონე ადამიანები. ამასთანავე, დასავლეთ ცივილიზაციაში, პოლიტიკური თანამდებობა ან სახელმწიფო სამსახურში ყოფნა, არის მაღალი პასუხისმგებლობა და არა პირიქით, მაღალი პრივილეგიის ქონა. ესეც რომ არ იყოს, შემოსავლის თვალსაზრისითა და თავისუფლების ხარისხით, ბიზნესი გაცილებით მომხიბვლელია, ვიდრე პოლიტიკური ან სახელმწიფო ჩინოვნიკობა და ამიტომაც, ბუნებრივად მოხდა ისე რომ ბიზნესმა, ინტელექტისა და მაღალი ორგანიზაციის უნარის მქონე პირების "უზურპირება" მოახდინა.
ლიდერების დეფიციტი, კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდა მას შემდეგ, რაც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტად, ბარაკ ობამა აირჩიეს და მსოფლიოში მიმდინარე პროცესები, გარკვეულწილად თვითდინებაზე მიშვებული გახდა, რომელიც თავის მხრივ, აჩენდა შესაძლებლობას მსოფლიო პოლიტიკაში ახალი ლიდერები გაჩენილიყვნენ, თუმცა ეს შესაძლებლობა არ იქნა გამოყენებული და თავისთავად მოხდა ის, რომ ევროპული ქვეყნებიდან, უდიდესი ეკონომიკის მქონე გერმანიის კანცლერი, მერკელი შეიქნა ყველაზე გავლენიან პოლიტიკოსად, რომელმაც დამკვიდრებული ტრადიცია არ დაარღვია და პრობლემებზე მყისიერი რეაგირების ნაცვლად, განაგრძო ინერტული თამაში, რამაც მისცა რუსეთსა და ზოგადად, დასავლეთ ცივილიზაციის მოწინააღმდეგე ძალებს მოქმედების საშუალება, რომლის შედეგებსაც დღეს ისევ ის ევროპა იმკის, გააქტიურებული ტერორიზმის, საემგრაციო და სხვა სოციალური კრიზისების სახით. პირადად ჩემთვის, ამ თალსაზრისით ახლო აღმოსავლეთიდან წამოსულ ტერორისტულ საფრთხემდე, გაცილებით მაღალი ხარისხის პრობლემურ თემად იქცა უკრაინა და მის მიმართ განხორციელებული რუსული აგრესია. ეს იყო ყველაზე შემზარავი და არასტაბილურობის მასტიმულირებელი მოვლენა, რადგან ამ ქვეყანამ (უკრაინა), ბირთვულ შეიარაღებაზე თქვა უარი, საერთაშორისო გარანტიების საფუძველზე, რომელშიც პასუხისმგებლობა გადაინაწილეს ბრიტანეთმა, აშშ-მ და რუსეთმა. ამ შეთანხმების ერთერთი წევრი კი დაესხა თავს უკრაინას და გახადა თვალსაჩინო, საერთაშორისო გარანტიების ილუზორულობა. ამ ფონზე არ მოხდა ის, რომ რომლიმე საერთაშორისო მაშტაბის პილიტიკურ ლიდერს ან ორგანიზაციას ამოეღოს ხმა ამ პრობლემაზე და დამდგარიყო გარანტორების ქცევის, თუნდაც შეფასებითი განხილვა.
რა თქმა უნდა ამ მდგომარეობამ მისცა აგრესიულ ძალებს (რუსეთი, ISIS, სირია, ეხლა უკვე ერდოღანის თურქეთი) იმის შესაძლებლობა რომ არადემოკრატიულ ან ფსევდოდემოკრატიული რეჟიმებად ჩამოყალიბებულიყვნენ და საერთაშორისო თვალსაზრისით, საკუთარი გეოპოლიტიკური ამბიციები, ისეთი არქაული მეთოდებით განეხორციელებინათ, როგორც ეს რუსეთმა, ყირიმის შემთხვევაში მოახდინა. აფსურდია იმის მტკიცება, რომ დღევანდელი კაცობრიობის პრობლემები, განსაზღვრულია ისტორიული წინაპირობებით და რომ იმ მდგომარეობიდან კაცობრიობას ჯერ თავი არ დაუღწევია. ფაქტი ის არის, რომ საჭიროა დაგროვილ პრობლემებზე ქირურგიული მეთოდებით რეაგირება, მიუხედავად იმისა თუ რა ისტორიული წინაპირობები იყო რადგან, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, დადგა სრულიად განსხვავებული რეალობა, სადაც საერთაშორისო სამართალი უზენაეს მარეგულირებელ ფენომენად გამოცხადდა. ფაქტია, დიპლომატია ნელნელა კარგავს იმ გავლენას, რომელსაც შეიძლება მილიონობით ადამიანის სიცოცხლე და ცხოვრების მშვიდი უზრუნველყოფა ანდო.
დადგა დრო ამ პრობლემას თვალი გასუწოროს ყველამ, როგორც განვითარებულმა ქვეყნებმამ ისე მეორე და მესამე სამყარო ქვეყნებმა რადგან ეს პრობლემა, დღევანდელი, ნახევრად გლობალიზებული მსოფიოს პირობებში რჩება საერთო პრობლემად და მის შედეგებს იმკის როგორც ფრანგი და გერმანელი, ისე უკრაინელი, ქართველი, კენიელი, ლიბიელი და ა.შ.
გამომდინარე ჩემი გამოუსწორებელი ოპტიმისტური მიდგომებიდან, მგონია რომ ეს ეპოქა, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, არის გარდამავალი ეტაპი ავტორიტარულსა და საზოგადოებრივ სარგებლიანობაზე დაფუძნებულ სისტემებს შორის. თუმცა მაშფოთებს ის, რომ ამ გარდამავალ ეპოქას, შეუძლია მილიონობით ადამიანის სიცოცხლე შეიწიროს და ეს მოხდეს, მხოლოდდამხოლოდ იმიტომ, რომ დღევანდელ ლიდერებს არ ჰყოფნით გამბედაობა გარკვეული ნაბიჯების გადადგმისთვის, რომლებიც "ლოგიკური სამართლინობის" (ზოგადმოქალაქეობრივი, ინტუიციური) თვალსაზრისით, საჭირო და აუცილებელია რათა უახლოეს მომავალში, პოლიტიკური თამაშებს არ შეეწიროს მილიონობით სიცოცხლე!

Комментариев нет:
Отправить комментарий