"უკვე დადგა ის მოცემულობა რომ დღეს, კაცობრიობის საკმაოდ დიდი ნაწილი ცხოვრობს ჩვეულ გარემოში ისე, როგორც აქამდე არასოდეს უცხოვრია!"
"კორონას" პანდემიამ და გატარებულმა ზომებმა, სრულიად ახალი რეალობა წარმოშვა, რომელიც აქამდე კაცობრიობას არასოდეს ასეთი მაშტაბით არ განუცდია.
მილიონობით ადამიანის თვითიზოლირების "იძულება", არ არის იმდენად მარტივი საკითხი, რომ მხოლოდ ვირუსის დამარცხებით დასრულდეს. მან უკვე მოახდინა ეფექტი ყოველდღიურობაზე, რომელიც პლანეტის უკლებლივ ყველა მოქალაქეს შეეხო, მიუხედავად იმისა დაინფიცირების მაღალი რისკის მქონე ქვეყანაში ცხოვრობს, თუ არა.
მილიონობით ადამიანის თვითიზოლირების "იძულება", არ არის იმდენად მარტივი საკითხი, რომ მხოლოდ ვირუსის დამარცხებით დასრულდეს. მან უკვე მოახდინა ეფექტი ყოველდღიურობაზე, რომელიც პლანეტის უკლებლივ ყველა მოქალაქეს შეეხო, მიუხედავად იმისა დაინფიცირების მაღალი რისკის მქონე ქვეყანაში ცხოვრობს, თუ არა.
უამრავი კითხვა და ვერსიები გააჩინა იმან, თუ საიდან მოვიდა საერთოდ ეს ვირუსი და რატომ აქვს ასეთი საინფორმაციო მხარდაჭერა. თუმცა, მიუხედავად მთელი ამ გასნჯისა და თეორების რახარუხისა, ერთი რამ ფაქტად რჩება - ორი კვირით, პლანეტის საკმაოდ დიდი და თანაც აქტიური ნაწილის თვითიზოლირებით, მათთვის შეიქმნა ახალი საარსებო რეალობა!
ეს მოცემულობაა, რომელიც მექანიკაში გულისხმობს ყველა იმ ყოვედღიურობისათვის დამახასიათებელი დეტალის ცვლილებას, რომლითაც ჩვენი არსებობა ხორციელდება. აქვე ისიც უნდა ითქვას რომ პანდემიის პირობებში, "სოციალური დისტანცირების" მეთოდის გამოყენება პირველად ხდება და მანამდე ის განიხილებოდა, როგორც გარკვეულწილად არაჰუმანური მეთოდი. რეალურად როგორ შეიცვლება ადამიანების ქცევა არავინ ვიცით რადგან, ასეთი მაშტაბით კაცობრიობა ერთგვაროვანი საფრთხის წინაშე არასოდეს დამდგარა, მით უმეტეს კაცობრიობის ასეთი გლობალიზების პირობებში, როდესაც დედამიწის ყველაზე დაშორებულ წერტილებს შორის მაცხოვრებელ ადამიანებს ერთმანეთან რამდენიმე საათში შეუძლიათ ჰქონდეთ ფიზიკური კონტაქტი! სწორად ამან გახადა შესაძლებელი პანდემია, რომელსაც ახლა მთელი მსოფლიო ერთად ვცდილობთ გავუმკლავდეთ. შესაბამისად, ეს მოცემულობა რა თქმა უნდა რომ წარმოშობს "ახალ სოციოლოგიას", რომელიც განპირობებული და განსხვავებული იქნება უამრავი ფაქტორით.
დისტანაციურ მეთოდებზე გადასვლა, ყველა იმ შესაძლო სფეროში, რომელსაც კი აქვს შესაძლებლობა იმუშაოს დისტანციურად, ბუნებრივად მოახდენს, ერთგვარად ჩვევად შემორჩენილი სამუშაო პოზიციების ლუსტრაციას. გლობალურ და ლოკალურ ეკონომიკებსაც მნიშვნელოვანი ცვლილება ელის. ეს ცვლილებები პრაქტიკულად უკვე დწყებულია და რა თქმა უდა რომ მნიშვნელოვანწილად შეცვლის, ე.წ. ტრადიციულ ეკონომიკას დაფუძნებულ რეალობას. ის თუ როგორი იქნება უახლოესი მომავლის ეკონომიკა, ძნელი სათქმელია პირადად ჩემთვის რადგან ამ კონკრეტულ მოცემულობაში, უმჯობესი იქნება ყველა სფეროს სპეციალსიტებმა, საკუთარი სფეროს ფარგლებში გააკეთონ ლოგიკური პროგნოზები ან თუნდაც მოდელერება იმ უახლოესი მომავლისა, რომელიც შესაძლოა დადგეს ამჟამად მოქმედი ლოგიკიდან გამომდინარე. ფაქტია ის, რომ "ახალი სოციოლოგია" და ნავთობის ბაზარზე მომხდარი "კატაკლიზმა", ვერ ჩაივლის უშედეგოდ, ვერც ძველ ნიშნულებს დაუბრუნდება მარტივად, ყოველგვარი ტრანსფორმაციების გარეშე!
ახალი სოციოლოგიის პირობებში ადამიანი, წარსულში სხვა შინაარსის კრიზისებისას მიღებულ გამოცდილებას მიმართავს იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ამ პირობებში ქცევის მზა ინსტრუქცია ან გამოცდილება, არ გააჩნია. ეს ბუნებრივია რადგან, მაგალითად საომარი მოქმედების პირობებში ქცევის არსებული მოდელი, ეს არის ერთადერთი გამოცდილება, რაც გააჩნია კონკრეტულად ქართულ საზოგადოებას. მაქსიმუმი გამოცდილება რაც ახლა შეიძლება გამოგვადგეს, ეს არის იმ გამოცდილების გახსენება, რომელიც სსრკ-ს დაშლის შემდეგ გამოგვიმუშავდა, თუმცა დღევანდელი მდგომარეობა რა თქმა უდნა რადიკალურად განსხვავებულია და მსგავსება მხოლოდ იმაში შეიძლება იყოს, რომ ადამიანების მზაობა კრიზისისთვის, უნდა იყოს ხანგრძლივ პერიოდზე გათვლილი და ძალზედ გონივრულად დაგეგმილი. ემოციური და პანიკური დამოკიდებულება, შესაძლოა უარესი აღმოჩნდეს ახლა. თუმცა მიუხედავად ყველაფრისა, ის რაც დღეს ხდება, აცულიებლად დაგვაფიქრებს მომავალშიც ანალოგიურ საფრთხეზე და შეცვლის ჩვენს ყოველდღიურ ქცევას - რაც იმას შიშნავს, რომ ჩვენს ცნობიერებაში გაჩნდება კიდევ ერთი "საშიში ფაქტორი არსებობისთვის", რომელიც თავისთავად წარმოშობს "ტვინში" შესაბამისი ქცევით თუ აზროვნებით კომპლექსებს!
ახალი სოციოლოგია ასევე განპირობებული იქნება იმით, რომ ადმიანებს შორის ელექტრონული კავშირი, სხვა ხარისხზე გადავა. მიმდინარე პანდემია, სწავლების აბსულუტურად დისტანციური მოდელის ლობისტებისთვის, პირდაპირ "საჩუქარი" გახდა რადგან, ამ მეთოდის დახვეწის პრაქტიკული და გადაუდებელი საჭიროება დადგა. გლობალურად, საგანმანათლებლო ინდუსტრიის ასეთი ტრანსფორმირება კი უზრუნველყოფს ხარისხიანი განათლების, კიდევ უფრო ხელმისაწვდომობას. რაც პრაქტიკულად საფრანგეთის რევოლუციის ტოლფასი მოვლენა იქნება და იმდენად წინ წასწევს კაცობრიობის ზოგადი განათლების ფონს, რომ ახალი სოციოლოგია, კლასიკურს, სულ რამდენიმე ათეულ წელიწადში ჩაანაცვლებს და ეს მოხდება იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ მეტად განათლებული საზოგადობის მართვა, დღეს აპრობირებული სახელმწიფო მართვის სისტემებითა თუ საზოგადოებრივი კონტროლის ამჟამად მოქმედი ფენომენებით, უბრალოდ შეუძლებელი გახდება!
ძალიან მალე, დადგება პერიოდი, როდესაც იზოლაციაში მყოფი მასები, სახელმწიფოს ზრუნვაზე მნიშვნელოვანწილად დამოკიდებულები შევიქნებით და აქაც ახალი ურთიერთობა წარმოიქმნება - სახელმწიფოსა და რიგით მოქალაქეს შორის. აი ამ ნაწილში, არსებული სახელმწიფო მართვის სისტემები ძალიან დიდი გამოცდის წინაშე დადგებიან. არანაკლები დღე დაადგებათ საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომლებსაც წინა წლებში, მილიარდობით დოლარი აქვთ მიღებული დაფინანსება. ახლა გამოჩნდება რისთვის იხდიდა კაცობრიობა ამ გადასახადს და რამდენად ეფექტური სისტემა შექმნა გაერომ თუ სხვა მსგავს კრიზისებზე მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციებმა. პანდემია, თუ ხანგრძლივი პერიოდით გაგრძელდა, სახელმწიფოები მხოლოდ საკუთარი ძალებით, საერთაშორისო თანამშრომლობისა და კოლაბორაციის გარეშე, ვერ დაძლევენ ამ კრიზისს, შესაბამისად, სრულიად ახალი მოცემულობები უნდა გაჩნდეს ამ თვალსაზრისითაც.
ზემოაღწერილ ტრანსფორმაციებს, განსხვავებულ შინაარსს სძენს თავად საფრთხის შინაარსი - ის არ არის ხილული, ის არ არის აქტიურად მოქმედი, ის არ არის ადამიანების ან ადამიანთა ჯგუფის ნებელობას დაქვემდებარებული საფრთხე. აი ეს მოცემულობა, ყოველი ჩვენთაგანისთვის ქმნის ძალზედ უნიკალურ "ცნობიერ პოზიციას" - "უხილავი, საერთო მტრის ფენომენს", რომლის პირობებშიც არასოდეს გვიმოქმედია კოლექტიურად! აქ ძალზედ მნიშვნელოვანი რამ შეიძლება გამოვლინდეს ადამიანთა შორის, გლობალური სოლიდარობის თვალსაზრისით. ეს არის ის პირველი შემთხვევა, როდესაც უხილავი საფრთხის წინაშე, მსოფლიომ, მიუხედავად უახლოესი წარსულის პოლიტიკური თუ სხვა შინაარსებით გაჯერებული კონფლიქტებისა, უნდა შესძლოს გაერთიანება, მოქმედებეთა სინქრონიზაცია და საბოლოო ჯამში, გამოსავლის უანგარო გაზიარება! აქ სხვა გამოსავალი არ არსებობს რადგან, ვერავინ იგრძნობს თავს დაცულად, თუკი არ იქნება მჭიდრო კოორდინაციაში სხვებთან. ყოველგვარი წინაპირობების გარეშე უნდა მოხდეს - პოლიტიკური, ეკონომიკური თუ რელიგიური შინაარსით დაპირისპირებების გვერდით გადადება მაშინ, როდესაც საქმე ეხება ასეთი შინაარსის საფრთხეს!
მიმდინარე პანდემიის პირობებში, ახალი სოციოლოგიის ამოქმედების ძალზედ თვალსაჩინო გამოხატულებად შეიძლება მივიჩნიოთ, ჩვენს საზოგადოებაში დაწყებული პოლემიკა, რელიგიური რიტუალების შესახებ. როგორი შედეგითაც არ უნდა დასრულდეს ეს პოლემიკა, ფაქტი ის იქნება რომ გარკვეული ნაწილი მღვდელმსახურებისა თუ მრევლისა, აუცილებლად შეიცვლის ქცევას, შეცვლის რიტუალის დეტალებს და ა.შ. ამას ვერავინ და ვერაფერი გააკონტროლებს!
რა თქმა უდნა ცალკე საკითხად უნდა გამოვყოთ, ოჯახის წევრებს შორის ასეთი "ლეგიტიმური იძულების" პირობებში წარმოქმნილი მჭიდრო, ოჯახური გარემო, რომელიც უამრავი ადამიანისთვის პრაქტიკულად უჩვეულო ყოველდღიურობაა. ეს ყველაფერი მოიტანს ოჯახის წვრებს შორის ურთიერთობების გამყარებას თუმცა ამავე დროს, "სოციალურად დისტანცირებულ" ადამიანებს, აყენებს უახლოესი გარემოცვის თავისებური სელექციის გარდაუვალობის წინაშე იმ ნიშნით, თუ რამდენად რისკის შემცველია ესათუის ადამიანი. უახლოესი გარემოს ასეთი რანჟირების აუცილებლობა, ბუნებრივად აჩენს ახალ რეალობას მაშინ, როდესაც საზოგადოების დიდ ნაწილში ჯერ კიდევ არ არის გაცნობიერებული პერსონალური პასუხისმგებლობა, მთელს ამ უზარმაზარ პროცესში!
აქვე ალბათ ისიც უნდა ავღნიშო, რომ ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორ შესძლებენ ქვეყნების მთავრობები დასძლიონ პანდემიით გამოწვეული კრიზისი. სწორედ მათ ქმედებაზე იქნება დამოკიდებული ის, თუ როგორი სოციოლოგია და სოციალური ფენომენები ჩამოგვიყალიბდება ამ ყველაფრის შემდეგ... უდიდესი მნიშვნელობა ექნება ასევე იმას, თუ რამდენად მზად იქნება დედამიწა ეკოკნომიკური და სასურსათო პრობლემებისთვის, რომელიც დიდი ალბათობით კი არადა, გარდაუვლად მოჰყვება ასეთი მაშტაბის კატაკლიზმს.
ერთი რამ ცხადია, დღეს კაცობრიობა ან მაშტაბურ, ხილვად ევოლუციური პროცესს გადის, ან იგივე კაცობრიობა - ძალიან დიდი ომისთვის ემზადება რაც, ასევე სრულიად ახალ რეალობას დააყენებს და შესაბამისად, ახალ საზოგადოებას ჩამოაყალიბებს, რომელიც ბუნებრივია რადიკალურად განსხვავებული იქნება დღეს არსებული საზოგადოებისგან ისევე, როგორც ეს მოხდა პირველი და მეორე მსოფლიო ომების შემდეგ!
გამოცდილება, რომელიც დღეს მიმდინარე პანდემიიდან აუცილებლად იქნება მიღებული, არავინ ვიცით რამდენად სწრაფად დაგვჭირდება კიდევ, თუმცა, მიუხედავად ამისა ერთ რამეზე მგონი რომ უნდა დავფიქრდეთ - ჩვენს გარემოში, სულ უფრო აქტუალური ხდება ბაქტეოროლოგიური საფრთხე, რომელიც ყოველწლიურად თუ არა, ორ-სამ წელიწადში ერთხელ მაინც, ეპიდემიური აფეთქებებით გვახსენებს თავს. ეს ყველაფერი იქამდეც კი მივიდა, რომ დღეს პანდემიის რეჟიმში უწევს ცხოვრება დედამიწას. რაც ჩემის აზრით, მიანიშნებს შემდეგზე - კაცობრიობისთვის უახლოესი მომავლის საფრთხე, სწორედ მიკროსკოპულ განზომილებაშია და მოუწევს, ჯერ ფარმაკოლოგიას, შემდეგ კი ორგანიზმს, განიცადოს ისეთი სახის გენეტიკური ევოლუცია, რომელიც დააზღვევს მის არსებობას ბაქტერიოლოგიური "დაბინძურების" (უცნობი ბაქტერიები) პირობებში არსებობისას, რომელსაც ლოგიკურად უნდა მოჰყვეს რადიაციასთან შეგუების ეტაპი, რადგან თუკი რამ გადაჭარბებულად მოიპოვება ამ სამყაროში, ეს არის ჯერ რადიაცია და შემდეგ უკვე მიკრობები... შესაბამისად, არაფერი ალოგიკური იმაში არ არის, რომ ჩვენმა, და ზოგადად ნებისმიერმა ბიოლოგიურმა არსებობამ, იმისთვის რომ შესძლოს ამათუიმ გარემოში არსებობა, ასევე უნდა შესძლოს ამ გარემოში მოქმედებისთვის შესაბამისი იმუნიტეტისა და ქცევითი თავისებურებების გამომუშავება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს ბიოლოგიური არსებობა წყდება!

ძალიან საინტერესო ბლოგია
ОтветитьУдалитьმადლობა :)
Удалить