ამ საკითხში, მხოლოდ აზარბაიჯანული მხარის მოქმედებებით აღშფოთება, სხვა არაფერია თუ არა პროვოკაციაზე წამოგება
ის რაც დავით გარეჯში ხდება, ვერ დარჩება ყურადღების მიღმა იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ძალიან დიდი საფრთხის შემცველია ჩვენი ქვეყნისთვის და თავის თავში მოიცავს რისკს, ახალი კონფლიქტი გაღვივდეს ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორ და მეგობარ ქვეყანასთან, რომელმაც არაერთხელ გვიხსნა გაჭირვების ჟამს და არაერთხელ დაგვაღწევინა თავი, ჩრდილოელი მეზობელის მიერ მუხანათურად შექმნილი პრობლემებისას... ასეთების ჩამოთვლას ახლა აქ არ ვაპირებ და არც ამ მიზანს ემსახურება ეს სტატია... აქ მთავარი საკითხი და მთავარი სათქმელი, სალომე ზურაბიშვილის მიერ მოწყობილი პროვოკაციაა, რომელიც ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს და ამძაფრებს ეჭვებს რომ ეს დედაკაცი, რუსული გავლენის ხელშემწყობი პროვოკატორია, ან საუკეთესო შემთხვევაში - "სასარგებლო იდიოტი"! განმარტება
რამდენიმე დღეა ვუყურებ საინფორმაციოებში გასულ სიუჟტებს, გარეჯის თემატიკაზე და უნებურად მიჩნდება განცდა, რომ ნაცვლად მიზეზისა, შედეგთან ბრძოლა ჩვევად გვექცა. მთელი საქართველო ამხედრდა აზარბაიჯანის წინააღმდეგ მაშინ, როდესაც საკუთარი პროვოკატორი, ამაყად, რაღაც უნიათო ქედმაღლობით ავსებული, საკუთარ თავს ამ ქვეყნის მთავარსარდლად და ქვეყნის პრეზიდენტად განიხილავს!
პირველ რიგში, რაც ჩვენ, საზოგადოებამ უნდა გავაკეთოთ, ეს არის ის რომ სალომე ზურაბიშვილს მოვთხოვოთ პასუხი იმ განცხადებებზე, რომელიც ჯერ მეზობელი ქვეყნის პრეზიდენტთან შეხვედრისას გააკეთა და ქვეყნებს შორის საზღვრის დემილიტაციის საკითხი წამოჭრა, თანაც ისეთი სიმწვავით რომ საზოგადოებასთან არაფერი იყო შეთანხმებულ-შეჯერებული ბმული! საჯაროდ გავრცელებულ განცხადებაში, თითქოს არაფერია ისეთი განსაკუთრებული ნათქვამი და ის საკითხებია მოცემული, რომელიც ორ ქვეყნას შორის ურთიერთობაში ისედაც ვიცით, რომ ღია საკითხებად რჩება მაგრამ, ამის შემდეგ, ბაქოში ვიზიტიდან ერთი თვის თავზე, ისე რომ არავინ არაფერი არ ვიცით და არანაირი განხილვა ამ საკითხს, ფართო საზოგადოებაში არ მოჰყოლია, სალომე ზურაბიშვილი, ჩადის დავით გარეჯში და "სადავო" ტერიტორიზე თითქოსდა "სრულიად ლეგიტიმურად" ჩვენი თვალსაზრისით, ჩაჰყავს რესტავრატორების ჯგუფი, რაც ერთგვარად სიგნალი იყო აზარბაიჯანისთვის, რომ სალომე ზურაბიშვილმა, ცალმხრივად გადაწყვიტა, შევიდეს ამ ტერიტორიაზე ისე რომ პარტნიორებს მოლაპარაკებებში არაფერი აცნობა, რაც რა თქმა უნდა ბაქოში აღქმული იქნებოდა - საზღვრის დადგენის "ცალმხრივ ნაბიჯად" და შესაბამისი რეაქციაც მოაყოლა...
ამის შემდეგ, საზოგადოების აღშფოთება მხოლოდ აზარბაიჯანული მხარის მოქმედებებით, არაფერია თუა რა პროვოკაციაზე წამოგება.
ყველაფერი სწორად და დალაგებულად რომ გამოვიდეს, ჯერ სალომე ზურაბიშვილს უნდა მოვთხოვოთ საჯარო განმარტების გაკეთება და პასუხი იმ აქტივობისთვის, რომელმაც ორი მეგობარი ქვეყანა "დიდი პრობლემის" წინაშე დააყენა და ამის შემდეგ განვიხილოთ ის რეაქცია, რომელიც აზერბაიჯანულ მხარეს ჰქონდა. შემდეგ, რაც საზოგადოება ნათლად დაანახებს აზარბაჯანულ მხარეს, რომ სალომე ზურაბიშვილის ეს აქტივობა, არ არის ლეგიტიმირებული საზოგადოების მხრიდან, დავიწყოთ მოლაპარაკება, რომ ნებისმიერი მსგავსი იდიოტი პოლიტიკოსის პირობებში, ორივე მხრიდან, ჩვენი კეთილმეზობლობა გარანტირებულად დაცული იყოს და რომ არასოდეს, ეს საკითხი არ გადავა პოლიტიკური ან სხვა, უფრო მძიმე სახის დაპირისპირებაში!
ეს იქნება შედეგი, რომლის მიღწევაც მოცემულ ვითარებაში, მხოლოდ ორივე მხრიდან საზოგადოების მაღალ აქტივობას შეუძლია მიაღწიოს. ჩვენის მხრივ ასევე აბსულუტურად უნდა ჩამოცილდეს მთელს ამ ისტერიკას, რელიგიური შინაარსი, რომელიც ყველაზე სენსიტიური და ფეთქებადსაშიში ფაქტორია მთელს ამ ვაკხანალიაში.
ამ ყველაფერს, ასევე თან სდევს რისკი, რომ თუკი ეს არ არის დადგმული პროვოკაცია, მაინც იქნას გამოყენებული მოსკოვის მიერ ადგილზე ვითარების ასარევად და ისედაც გააქტიურებული კონფესიალური აუტანლობის, კიდევ უფრო გაამძაფრებას შეეცადოს. რაც მოსკოვის სანუკვარი ოცნებაა იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ მუსლიმებთან ქართველების გადაკიდებით, რუსეთი საკუთარი "ერთმორწმუნეობის" არგუმენტს გააქტიურებს და მოკავშირედ მოგვევლინება მათ წინააღმდეგ, ის კი ნიშნავს იმას რომ ირგვლივ, სამეზობლოს 90%-თან უნდა შეგვექმნას პრობლემა! თუკი ვინმე, ამ პრობლემას არარეალისტურად განიხილავს, მაშინ მსოლფიოში არსებული ვითარების კონტექსტს გადახედოს და მიხვდება, რომ ასეთი საფრთხე საქართველოსთვის ფრიად რელუარი და უმარტივესად პროვოცირებადია!
დაბოლოს - თუკი რეალურად ამ პრობლემის მოგვარება გვსურს და არა სატანდარტულად გულზე მჯიღის ცემა, ჯერ სალომე ზურაბიშვილს მოვთხოვოთ პასუხი, ამ უაზრო აქტივობისთვის და ამის შემდეგ ვკითხოთ აზარბაიჯანელებს იმ რეაქციის შესახებ, რომელიც მათ ჰქონდათ "უგონო დედაკაცის" ქმედებებზე!
P.S. ნუ დაგვავიწყდება - სალომე ზურაბიშვილის წიგნია ის, რომელსაც რუსეთი ჩვენს წინააღმდეგ იყენებს ჰააგას სასამართლოში. ამიტომ, მისგან ყველაფერია მოსალოდნელი და ნუ გამოვრიცხავთ, რომ მან მინიჭებული "ტროას ცხენის" როლის შესრულება, წარმატებით დაიწყო, არ აქვს მნიშვნელობა ცნობიერად თუ გაუცნობიერებლად, ის ერთნაირად საშიშია ჩვენი მდგომარეობის მქონე ქვეყნისთვის!

Комментариев нет:
Отправить комментарий