Страницы

вторник, 22 мая 2018 г.

თითქმის რევოლუცია...!

12-13 მაისს განვითარებულმა მოვლენებმა ძალიან ბევრი მანკიერება გამოგვივლინა, რომელიც თოთქოსდა აღარ უნდა გვქონოდა. ჩვენში ერთობა ვერ შედგა და ვერც შედგება კიდევ დიდ ხანს!

ის რაც ბოლო პერიოდი ქვეყანაში ხდება, ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც სიმპტომატიკის, ისე ზოგადად, ერის ტრანსფორმაციის თვალსაზრისით და აუცილებლად უნდა მოხდეს მისი ყოველმხრივი შეფასება/გააზრება. რაღა თქმა უნდა მეც მაქვს ჩემი სუბიექტური ხედვა ამ მოვლენებისა, რომელსაც ქვემოთ მოგახსენებთ. 
12-13 მაისის მოვლენები, ბოლო წლების განმავლობაში ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში, ერთერთ ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენად შეიძლება იქნას ჩათვილილი. ჩემი სუბიექტური შეფასებით, ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ქვეყნის მოსახლოების აქტიური ნაწილის ძალიან დიდ წილს, რომელიც "აპოლიტიკური" ტრენდის გულანთებული მიმდევარია, პოლიტიკურ მმართველობასთან მოუწია შეხეთექება და დაინახა საკუთარი უძლურება ქვეყანაში, რომელშიც ჰგონია რომ არის თავისუფალი, შეუძლია იცხოვროს ისევე როგორც ამას ბერლინსა თუ სხვა ევროპული ქვეყნების ქალაქების ქუჩებში ხედავს და თვლის რომ მხოლოდ მათი "თანამედროვეობაა" საკმარისი იმისთვის, რომ ქვეყანაში "ნორმალური სიტუაცია" იყოს.
 საპროტესტო აქციების მიმდინარეობისას, ჩემს ფაისბუქ გვერდზე დავწერე ბმული და აქაც მინდა გავნმეორდე, რომ ნიშნის მოგებიად ნუ მიიღებთ იმას, რასაც აქ წაიკითხავთ. უბრალოდ ამ ფორმით ვცდილობ რეალობა ისეთად დაგანახოთ, როგორიც "აპოლიტიკური" განწყობების მქონეთ ვერ წარმოგიდგენიათ. 
 ყველაფერი რაც 12-13 მაისს, თქვენს თავს მოხდა, ეს არის იმ პოზიციის შედეგი, რომელიც უმეტესობა თქვენგანისას გააჩნია და რომელიც მდგომარეობს იმაში, რომ ხართ "აპოლიტიკურები", ყოველ შემთხვევაში უამრავი ახალგზარდა, რომელიც ამ მოცემულ მომენტში უნდა სწავლობდეს და იაზრებდეს საკუთარი ქვეყნის შესაძლებლობებს, მართვის თავისებურებებს და სოციალურ მოვლენათა სპეციფიკას, სწორედ ამ "ტრენდს" არის მიყოლილი და ამაყად აცხადებს რომ "პოლიტიკა მას არ აინტერესებს", "ვერ ერკვევა" და "ზოგადად, პოლიტიკა "ბანძობაა"...!" პლიუს ამას ემატება ის რომ თქვენი ასეთი "შემორაგულობის" პირობებში არ იცით რომ თქვენი ფერადობა, "შავი ფერისგან" თავის დაღწევა და ა.შ. განმასხვევებელი ნიშანთვისებები, მიუღებელია ამ ქვეყნის მოსახლეობის აბსულუტური უმრავლესობისთვის. ისინი თქვენ აღგიქვავენ როგორც არაფრის მქნელ, მოხიპო, მონარკომანო, გასულელებულ ბავშვებად. შესაბამისად, მათთვი თქვენი თავისუფლება თქვენსავე გარდერობში მთავრდება და ვერაფრისდიდებით ავტორეტიტეტები ვერ იქნებით იმ თვალსაზრისით რომ შესძლოთ ისეთი მაშტაბის სიცილაური თუ პოლიტიკური ცვლილების გამოწვევა, რომელიც თქვენს მოთხოვნებში იყო თავიდანვე.
რა თქმა უნდა ეს ყველაფერი ზედმიწევნით კარგად იცის, "სისტემა უნდა დაინგრეს" ლოზუნგით, 2012 წელს თქვენივე მოყვანილმა პოლიტიკურმა მმართველობამ და სწორედ ამიტომაც გაგაბითურათ ასე უნამუსოდ... ზედმიწევნით კარგად იცოდნენ შსს-ს ტროლებმა ისიც თუ რა მდგომარებაში უნდა გადაეღეთ და ეჩვენებინეთ ქვეყნის მოსახლეობისთვის, რომლის შემდეგაც თქვენი მოთხოვნები, არაფრის მომცემ სიტყვების რახა-რუხად იქცეოდა და უმეტეს შემთხვევაში აგრესიასაც კი იწვევდა თქვენი მისამართით.
 ამ ყველაფრის გათვალისწინებით მიიღეთ ის რაც მიიღეთ და ეს შედეგი დადგა იმიტომ რომ აღმოჩნდით უმცირესობაში ისეთი სისტემის წინაშე, რომლის შესახებ წარმოდგენაც არ გაქვთ თუ რას ნიშნავს, როგორ მუშაობს და რატომ მუშაობს! ეს კი არის პოლიტიკა... ზოგადად პოლიტიკას ასეთი რამ ახასიათებს და შემდეგისთვის თუ გაითვალისწინებთ, იქნება ძალიან კარგი - მიუხედავად იმისა რა დამოკიდებულება გაქვთ "პოლიტიკის" მიმართ, ის თქვენც ისევე გეხებათ, როგორც ამ სფეროთი დაინტერესებულ ადამიანებს და ამიტომ სრულ აბსურდად მიმაჩნია ეს თქვენი "შეღობილობა" პოლიტიკოსებისგან. რომ არა ასეთი განწყობა, როგორც მინიმუმ მსგავსად გაბითურებულები არ გამოხვიდოთ პროცესიდან. თუნდაც იმიტომ რომ მოლპარაკებაზე, კამარების გარეშე არცერთი ოდნავ აზრზე მოსული პოლიტიკოსი არ შეგიშვებდათ. რჩევას მოგცემდათ და დაგანახებდათ იმას რომ იმ კონკრეტულ შემთხვევაში კანონი იდგა თქვენს მხარეს და სახელმწიფო ვალდებული იყო თქვენი გამოხატვისა და უსაფრთხოების უფლება დაეცვა! ამ თვალსაზრისით კიდევ ერთი გაუგებრობა დარჩა ჩემთვის, რომელიც იმაში მდგომარეობს რომ ვერაფრით ვერ მივხვდი პოლიტიკოსებისგან გამიჯვნის ასეთ დაჟინებულ პოზიციას, მაშინ როდესაც კონკრეტულად პოლიტიკურ მართვის სისტემას უპირისპირდებოდით და იცოდით რომ მოწინააღმდეგე მხარეს თქვენზე ათასჯერ გამოცდილი "მაქინატორი" ტიპები დარაჯობენ, რომლებიც იგივე ღირებულებისანი არიან, როგორიც ამ ქვეყნის აბსულუტური უმრავლესობა... ესეც არ იყოს და ყველაფერი რაც იმ დღეებში ხდებოდა, კონკრეტულად პოლიტიკური პროცესი იყო და ამიტომაც გამოიწვია ჩემში ასეთი გაუგებრობა თქვენმა გამიჯნულობამ პოლიტიკისგან...
 მეორე და აუცილებელი გაასაზრებელი საკითხია საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილის რეაქცია იმ აქციაზე, რომელიც "ახლგაზრდების აქციად" იქნა შერაცხული.  რატომღაც მიაჩნიათ ამ ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობას რომ ეს ახალგზარდები, უსაქმური, არაფრის მაქნისი, ნარკომანები და "პიდარასტები" არიან!? ნუ ეს რომ სრული იდიოტიზმი და აბსურდია, კარგად მოეხსენება ყველა იმ ადამიანს, რომელიც ერთხელ მაინც ყოფილა კლუბში... პატივცემულო "დიდებო", იმ ადამიანებს შორის, რომელთაც "ახალგაზრდობის აქციაზე" ხედავდით, არიან ადამიანები, რომელთა მიერ შექმნილ პროდუქტებს, სერვისებსა და ა.შ. სიკეთეებს,  ხშირ შემთხვევაში მოიხმართ  თქვენ. რა თქმა უნდა, მათ შორის არიან ისეთებიც, რომლებსაც თქვენი შეფასებები შესაძლოა ესადაგებოდეს თუმცა, ვიდრე სხვათა განსჯას შეუდგებოდეთ, თქვენს ირგვლივაც მიმოიხედეთ და გადაავლეთ თვალი, რა ტიპის მენტალობაა გამეფებული, რამდენად სასარგებლოა ეს მენტალობა სახელმწიფოსთვის და ა.შ. ამის გარდა იმაზეც დაფიქრდით რომ კლუბში ეს ადამიანები არავის უფლებას არ ლახავენ და საკუთარი დასვენების სტილი აქვთ, რომელიც მათაც ისევე სჭირდებათ, როგორც თქვენი გაგებით ვაჟკაც ქართველებს, რომლებიც ათობით ლიტრ ღვინოს ისხავენ კუჭში!  ესეც არ იყოს და ეს "დიდები" საკუთარ პასუხისმგებლობას ვერ გრძნობთ იმაზე თუ რა ფორმაციის "მომავალი თაობა" შექმენით, თუკი მათი ცხოვრების წესი არ მოგწონთ? ეს ახალგაზრდები აქ, ჩვენს გვერდით, ჩვენთან ერთად გაიზარდნენ და შესაბამისად, თუკი რამ მანკიერი აქვთ მათ, ისევეა უფროსი თაობის დანაშაული, როგორც თქვენს მანკიერებებში, თქვენს წინა თაობის დამსახურება. ასე არ შეიძლება და არაფერი გამოგვივა, თუკი მომავლისადმი ასეთი აგრესიულები ვიქნებით, თანაც მხოლო იმიტომ რომ მათ ჩაცმულობის, გართობისა და დასვენების, თქვენგან განსხვავებული ფორმა აქვთ მოძებნილი.
 ვერაფრით ვერ ავხსენი პროდასავლური პოლიტიკური შეხედულებების ადამიანებში ის აგრესია "ახალგაზრდების" მიმართ, რომელიც "ნაციონალისტებისას" არაფრით ჩამოუვარდებოდა და ხშირ შემთხვევაში აჭარბებდა კიდეც. კიდევ უფრო გაუგებარი იყო მათი დამოკდიებულება, რომლებიც ქედმაღლურად აცხადებდნენ რომ ეს ყველაფერი დადგმული და გაწერილი სცენარით, პროვოკატორების მეშვეობით ხორციელდებოდა! ეს თუ მართლაც ასე იყო და ნამდვილად ფიქრობდით რომ ამ ახალგაზრდებით ვიღაც მანიპულირებდა, სად იყო თქვენი აღშფოთება ამ ფაქტით? რატომ არ გაგაბრაზათ იმან რომ ჩვენს ახალგაზრდებს ასე მოექცნენ? რით იყო გამოწვეული თქვენი კმაყოფილება, რომ მიაგენით სიტუაციის ახსნას და სულ ცალ ფეხზე დაიკიდეთ ის თუ რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს ამ ყველაფერს, რამდენად აფუჭებდა საზოგადოების ამ მეტად მნიშვნელოვან ნაწილში განწყობებს და იმანაც კი ვერ შეცვალა თქვენი დამოკიდებულება ვითარებისადმი, როდესაც ღიად აგრესიული ელემენტები დაუპირისპირეს ახალგაზრდეს, რომელთაც არავითარი აგრესია არ ჰქონდათ საზოგადოების სხვა წევრებისა თუ ჯგუფების მიმართ...!
 გული მისკდებოდა, როდესაც შეფასებებს ვკითხულობდი სოციალურ ქსელებში. გამოდის რომ ჩვენ ასე ვერასოდეს ვერაფერს მოვაბავთ თავს რადგან, ყოველთვის, ნებისმერი ჯგუფის აქტივობის მმარგინალიზებელი მხარეები გამოჩნდებიან. სწორედ ეს ფაქტორია ერთერთი მთავარი ფაქტორი, რომელიც ზღუდავს ქვეყანაში ადამიანების სოციალურ აქტივობას მაგალითად ოკუპაციის საკითხისადმი, არანორმალური პოლიტიკური მმართველობის, საშინელი განათლების სისტემისა და ა.შ. სიმახინჯეების მიმართ, რომელიც ახალვე და დაუყოვნებლივ გამოსასწორებელია. 
აღარ ავხსნი იმას თუ ზოგადად კლუბური გართობისა და დასვენების სფეროს, რამხელა შემოსავალი მოაქვს ქვეყნის ბიუჯეტისთვის და რამდენად "არეკლამებს" საქართველოს მთელს მსოფლიოში, რომელსაც კლუბური დასვენების მიმართ, ჩენგან განსხვავებით, სრულიად განსხვავებული დამოკიდებულება აქვს. 
 პირადად ჩემთვის, მთელი ეს პროცესი და მასზე რეაქციები, ერთგვარი ლუსტრირება იყო, რომელმაც ჩვენი საზოგადოების მანკიერებანი კიდევ ერთხელ გადაგვიშალა თვალწინ. ეს პროცესი იმდენად მნიშვნელოვანი ანთროპოლოგიური პროცესის კატალიზატორი იყო რომ ეჭვი მაქვს, მომავალში კიდევ არაერთხელ მიუვუბრუნდებით!   

Комментариев нет:

Отправить комментарий