Страницы

понедельник, 23 апреля 2018 г.

ომით მანიპულირება სომხეთში

ე.წ. ყარაბახის თავდაცვამ ვიდეო მასალა გაავრცელა, რომელზეც აზერბაიჯანული არმის მძიმე ტექნიკისა და ცოცოხალი ძალის ფრონტზე შესვლას ასახული. სომხეთში ეჭვი არავის ეპარება რომ ეს ხელისუფლების და მისი მოკავშრე ძალების პროვოკაციაა.

მას შემდეგ რაც სომხეთში ანტისამთავრობო გამოსვლები დაიწყო, სულ იყო მოლოდინი რომ ყარაბახის ომის თემატიკით მანიპულაციებიც დაიწყებოდა. ამაზე ვწერდი მეც ჩემს სტატიაში, რომელიც რამდენიმე დღის წინ გამოვაქვეყნე ბმული
 ზოგადად, სომხეთში არაერთხელ მომხდარა ამ საკითხით მანიპულირება კრიტიკულ მომენტში და როგორც ჩანს, კრემლსა და მის ადგილობრივ ვასალს, კარგად აქვთ აპრობირებული ეს მეთოდი. 
 გუშინ, სომხეთის დედაქალაქში ძალიაუნ აქტიური პოლიტიკური დღე იყო. გაიმართა შეხვედრა ქვეყნის ახლად დანიშნულ პრემიერ-მინისტრ სერჟ სარგსიანსა და ნიკოლ პაშინიანს შორის, რომელიც უშედეგოდ დასრულდა. ჟურნალისტების თანდასწრებით, საკმაოდ დაძაბული საუბარი ჰქონდათ შევხედრის მონაწილეებს და ზოგიერთი შეფასებით, სარგსიანის მხრიდან მუქარის შემცველი განცხადებად კი გაისმა, როდესაც მან ოპონენტს, 2008 წლის 1 მარტი შეახსენა და აღნიშნა, რომ როგორც ჩანს ოპონენტს, 1 მარტის მოვლენებიდან არაფერი უსწავლია ბმული:

შეგახსენებთ რომ 2008 წლის 19 თებერვალს გამართული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებისა და დარღვევებით ჩატარების გამო, ყოფილი პრეზიდენტის, ლევონ ტერ-პეტროსიანის მომხრეებმა მასობრივი აქციები გამართეს, რაც 1 მარტს ძალოვანებთან შეტაკებაში გადაიზარდა. შეტაკებას მოჰყვა მსხვერპლი. დაიღუპა რვა დემონსტრანტი და ერთი სამხედრო მოსამსაუხრე, 33 კი მძიმედ დაშავდა. სწორედ ეს არჩევნები იყო, რომლითაც სერჟ სარგსიანი ხელისუფლებაში მოვიდა Wiki-link
 შეხვედრიდან რამდენიმე საათში, საპროტესტო აქციის ლიდერი ნიკოლ პაშინიანი ძალოვანება დააკავეს. მისი ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია. მისი ადგილსამყოფელის დადგენას ცდილობენ პრესის წარმომადგენლები და თანაპარტიელები მაგრამ უშედეგოდ წყარო
 მიუხედავად იმისა რომ საპროტესტო გამოსვლების ლიდერები დააკავეს, აქციები არ წყდება მთელი სომხეთის მაშტაბით. გამოსვლებია თითქმის ყველა ქალაქში, პარალიზებულია სასწავლო პროცესი უმაღლესი სასწავლებლების ძალიან დიდი ნაწილში, რომელთა სტუდენტებიც მიტენიგებს მართავენ და ახდენენ ქუჩების ბლოკირებას წყარო. ასევე მრავლად არიან მობილიზებულნი, თითქმის ყველა ქალაქში შეიარაღებული ძალოვანები, რომელთა მხრიდანაც ყოველდღე კეთდება განცხადება რომ გამოიყენებენ ძალას. ღამის საათებში, ძალოვანთა მხრიდან რომ არ იყოს პროვოკაციები, აქციის ორგანიზატორები მოუწოდებენ შეკრებილ მოქალაქეებს, ღამით დაიშალონ და ყოველ დილით განაახლონ საპროტესტო გამოსვლები. ეს ტაქტიკა უკვე რამდენიმე დღეა გამოიყენება და საოცარია ის რომ ყოველ დილით, ერევანსა თუ სხვა ქალაქებში, ძალიან დიდი რაოდენობის ადამიანი იკრიბება, რაც მიანიშნებს იმაზე რომ მომიტინგეთა განწყობა ძალზედ სერიოზულია და უკან დახევას არ აპირებენ.
 საინტერესოა ის რომ ჯერ კიდევ არ გაუკეთებია განცხადება რუსეთს, მოკავშირე სომხეთში მიმდინარე მოვლენების შესახებ. ეს საკითხი რა თქმა უნდა რომ აღინიშნა ადგილობრივ მედიაშიც წყარო
დღის მიწურულს, ე.წ. ყარაბახის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს ვითარება დაიძაბა ყარაბახის ფრონტზე და დასტურად ვიდეო მასალა გაავრცელა, რომელშიც მათი განცხადებით ასახულია აზერბაიჯანის არმიის მძიმე ტექნიკისა და ცოცხალი ძალის მობილიზება, ფრონტის წინა ხაზთან ბმული-1 / ბმული-2:

ეჭვი არ არის რომ ასეთ დროს, ამ კადრების გავრცელება, მიზნად ისახავს საგარეო საფრთხით, შიდა საპროტესტო განწყობების განეიტრალებას. აღნიშნული კადრების გავრცელებისთანავე, სწორედ ასეთი შეფასება მოჰყვა ადგილობრივ მედიაში ე.წ. ყარაბახის თვადცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხაცდებასა და კადრებს ბმული.
 შესაძლოა ბევრმა ჩათვალოს რომ მართლაც და შესაძლოა აზერბაიჯანს გასჩენოდა ცდუნება, ესარგებლა არეულობით მოწინააღმდეგე ქვეყნაში და გააქტიურებულიყო ფრონტზე, თუმცა თუ კარგად დაუკვირდებით, არა ახლა და ამ მოცემულობაში. არცერთი ლოგიკურად მოაზრივნე სამხედრო სტრატეგი არ დაუშვებს, ასეთი მაშტაბური გამოსვლებისას ვითარების ესკალაციას ფრონტზე და თუკი ასეთი გეგემის განხორციელება ჩაფიქრებული აქვს, აუცილებლად დაელოდება პროცესის დასრულებას. რადგან, თუკი მოხდება ხელისუფლების ცვლილება ამ მომენტით ისარგებლოს, ვიდრე ახალი ადმინისტრაცია იქნება ფორმირებული და შესძლებენ ხელისუფლების გადაბარებას. ხოლო თუ მოხდება საპროტესტო აქციის დაშლა ძალოვანი მეთოდებით, მაშინ გააქტიურდეს რომ გამოიყენოს ის განწყობები, რომელმაც ჯერ საპროტესტო ტალღა წარმოშვა და შემდეგ საპროტესტო აქციის ძალოვანი დაშლით, ხელისუფლების საწინააღმდეგოდ მოქმედი, ჯერ არ "გაცივებული" უარყოფითი დამოკიდებულება. რაც ძალიან მოკლე დროით მაგრამ მაინც იძლევა შესაძლებლობას განახორციელოს ეფექტური თავდასხმა მოწინააღმდეგეზე. 
 აზერბაიჯანელების პროვოცირება, ძალიან მარტივი იქნებოდა ასევე სომხების მხრიდან და ისედაც, ასეთ ვითარებაში როდესაც არსებობდა მოლოდინი, რომ სარგსიანის ხელისუფლებასა და მათ სტრატეგიულ მოკავშირე მოსკოვს, საპროტესტო მუხტის დასაგდებად გამოეყენებინათ ესკალაცია ფრონტზე, ბუნებრივია, ბაქო ზომებს მიიღებდა და გააძლიერებდა საკუთარ პოზიციებს ფრონტის წინა ხაზებზე.
 ფაქტია ის რომ სარგსიანსა და მის მხადამჭერებს ეს პროვოკაცია "გაუშიფრეს" და კიდევ ერთი არგუმენტი შესძინა მოწინააღმდეგე ძალას, ანუ ოპოზიციას იმის სადემონსტრაციოდ თუ როგორ არ ადარდებთ ადამიანთა სიცოცხლე მათ, როდესაც საქმე ძალაუფლების დაკარგვას ეხება! 

Комментариев нет:

Отправить комментарий