Страницы

вторник, 17 апреля 2018 г.

ერევანში "ხავერდოვანი რევოლუცია" გამოცხადდა

სერჟ სარქსიანი ქვეყნის პარალმენტმა პრემიერ-მინისტრად დაამტკიცა. ოპოზიციამ "ხავერდოვანი რევოლუციის" დაწყება გამოაცხადა. სხვდასხვა ქალაქებში შეტაკებები მოხდა პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის.
რამდენიმე დღეა ჩვენს მეზობლად, სომხეთის დედაქალაქ ერევანში საპროტესტო აქციები არ წყდება. ბოლო ორი დღის განმავლობაში, ვითარება უკიდურესად დაძაბულია. რამდენიმე შეტაკება მოხდა პოლიციასა და დემონსტრატებს შორის, რომლებიც ქვეყნის პარლამენტისგან ითხოვენ, ყოფილი პრეზიდენტის, სერჟ სარქსიანის პრემიერ-მინიტრად კენჭისყრის გაუქმებას, რომელიც ქვეყნის სათავეში 2008 წლიდან დგას. 
  ოპოზიციის ლიდერმა ნიკოლ პაშინიანმა, რომელიც სათავეში უდგას საპროტესტო გამოსვლებს, დღეს ოფიციალურად განაცხადა რომ ქვეყანაში "ხავერდოვანი რევოლუცია" დაიწყო. მან ასევე მოუწოდა საკუთარ მხადამჭერებს სახელმწიფო უწყებების ბლოკირებისკენ, რათა მოხდეს მათი პარალიზება წყარო
 გუშინ, მთელი დღის განმავლობაში, ოპოზიციის აქტივისტები ქალაქის სხვდასხვა რაიონებში ახდენდნენ მოძრაობისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის ბლოკირებას, რაც ერთგვარი ხერხი იყო, მოსახლეობის ყურადღების მიქცევის. მიტინგები საკმაოდ ხალხმრავალი და აქტიური იყო, თუმცა ეს არ გახდა შემაკავებელი ფაქტორი, პოლიცასთან ძალოვანი დაპისპირების აღსაკვეთად და გუშინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ამ შეტაკებების შედეგად, ქალაქის სხვადასხვა საავადმყოფოში 31 (46 დაზუსტებული დღეის მდგომარეობით) ადამიანი მოათავსეს. მათგან ყველაზე მძიმედ, ერთი პოლიციელია დაშავებული, რომელსაც ოპერაცია გუშინვე ჩაუტარდა და მკურნალობას განაგრძობს ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში წყარო. ამ დროისთვის გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულია 80 მოქალაქე წყარო, რომელთაც ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევას ედავებიან, მათ შორის არის საპროეტესტო მოძროაბის ლიდერის, ნიკოლ პაშინიანის ვაჟიშვილიც წყარო
 ოპოზიციამ, ძალზედ საინტერესო სტრატეგი აირჩია, ხელისუფლებასთან ბრძოლისთვის და მოქალაქეების ყურადღების მოსაქცევად. ქალაქის სხვდასხვა ცენტრალურ ქუჩებზე, რამდენიმე ასეული აქტივისტი ერთდროულად გავიდა და დაიწყეს ქუჩების ბლოკირება მცირე ჯგუფებით. ზოგი სამედიცინო უნივერსიტეტში შევიდა და სასწავლო პროცესი ჩაშალეს, ზოგი მეტროს ვაგონების ბლოკირებას ახდენდა და ა.შ. გუშინ დღის პირველი ნახევარი და გუშინ წინ (15-16 აპრილს), პოლიცია აგრესიულობით არ გამოირჩეოდა და მხოლოდ გადაკეტილი გზების გათავისუფლებას ცდილობდა. დაკავებით ამ დროს არავინ დაუკავებიათ. ვითარება გუშინ დღის მეორე ნახევარში დაიძაბა, როდესაც მომიტინგეებმა ქვეყნის პარლამენტის შენობასთან მიახლოება და მომდევნო დღისთვის, ამ შენობის ბლოკირება გადაწყვიტეს. სწორედ აქ მოხდა პირველი შეტაკება პოლიციასთან და აქ დააკავეს პირველად მომიტინგეები. 
 მიუხედავად ასეთი მაღალი საზოგადოებრივი პროტესტისა, დღეს 17 აპრილს მაინც გაიმართა პარლამენტის სპეციალური სხდომა, სადაც სერჟ სარქსიანის კანდიდატურას კენჭი უყარეს და რა თქმა უნდა, ხმათა უმრავლესობით (76 მომხრე. 17 მოწინააღმდეგე), ის დანიშნულ  იქნა ქვეყნის პრემიერ-მინისტრად წყარო.  
 გუშინდელი საღამოს შემდეგ, როდესაც ცნობილი გახდა რომ ქვეყნის ხელისუფლება არ აპირებდა უკან დახევას, ოპოზიციის ლიდერები, მთელი ქვეყნის მაშტაბით, დაუმორჩილებლობის აქციის  დაწყების მოწოდებებით გამოვიდნენ.  ამ მოწოდებას უმალ მოჰყვა გამოხმაურება რეგიონებში და ერევნის გარდა,  კიდევ რამდენიმე ქალაქში გაიმართა საკმაოდ მაშტაბური საპროტესტო აქციები. მაგალითად ქალაქ ვანადზორში მოხდა შეტაკება პოლიციასთან, თუმცა სერიზული შედეგების გარეშე ჩაიარა და ამ დროისთვის, აღნიშნულ ქალაქში საპროტესტო აქცია გრძელდება წყარო
 აქციები, მთელი ქვეყნის მაშტაბით ორი ლოზუნგით მიმდინარეობს - "ჩემი ნაბიჯი" და "უარი სერჟს". ჯერ კიდევ ნაადრევია იმის თქმა რაიმე შედეგის მქონე იქნება თუ არა ეს აქციები, რადგან გაცილებით უარესი სისატიკისა და სიმძაფრის გამოსვლებიც ყოფილა მეზობელ სომხეთში, რომელიც რუსეთის ჩარევის შემდეგ, როგორც წესი, მმართველი ელიტისთვის უშედეგოდ სრულდება. ასეთები იყო მაგალითად გიუმრიში, რუსი ჯარისკაცის მიერ სომხური ოჯახის ამოწყვეტის შემდეგ განვითარებული მოვლენები. თითქმის ასეთივე მაშტაბის იყო, "ელექტრო მეიდნად" გამოცხადებული საპროტესტო აქციები, რომელიც  ელექრო ენერგიაზე ტარიფების ზრდას მოჰყვა და მხოლოდ იმით დასრულდა რომ ტარიფების გაზრდა, გარკვეული პერიოდით გადაავადეს, შემდეგ ეს საკითხი ქვეყნის პოლიტიკურმა მმართველებმა გარკვეული მიზნებისთვის გამოიყენეს და რუსეთისგან დამატებითი პრეფერენციები მიიღეს... დენის ტარიფი კი მაინც გაიზარდა. 
 ცნობისათვის,  სერჟ სარქსიანმა თავისი ბოლო საპრეზიდენტო ვადის დასრულებამდე შეცვალა ქვეყნის კონსტიტუცია და საპრეზიდენტო მმართველობიდან, საპარლამენტო მმართველობაზე გადავიდნენ. დღეს მის პრემიერ-მინისტრად დანიშნვნა კი ნიშნავს იმას რომ სერჟ სარქსიანი, სომხეთის მარადიული მმართველი გახდა, რომლის ჩამოცილებაც ძალაუფლებიდან მხოლოდ რევოლუციის გზით იქნება შეასძლებელი. 
 სომეხი ოპოზციონერები და სომეხთა დიასპორები, მოუწოდებენ საერთაშორისო საზოგადოებას ზემოქმედება მოახდინონ ქვყენის ხელისუფლებაზე და გონს მოიყვანონ სერჟ სარქსიანი წყარო.  
 როგორც წესი, სომხეთში ასეთი სახის აქტივობები საფრთხის შემცველია იმ თვალსაზრისით რომ შესაძლოა, რუსეთმა ვითარებაზე კონტროლის დაკარგვის პერსპექტივის შემთხვევაში, მოახდინოს ყარაბახის კონფლიქტის ესკალაცია და სომხები, აზერბაიჯანთან ერთი-ერთზე დარჩენის პერსპექტივით დააშინოს, რომელიც კარგად აპრობირებული მეთოდია და ხშირად ყოფილა გამოყენებული, წინა წლებშიც. 
 სომხეთში მიმდინარე საპროტესტო გამოსვლებს გამოეხმაურა საერთაშორისო მედია და თითქმის ყველა ავტორიტეტულმა დასავლურმა გამცემამ მიუძღვნა მინიმუმ ერთი საინფორმციო სტატია მაინც, რომლიც დეტალურად აღწერს იმას თუ რა ხდება ერევანში და რამ გამოიწვია პროტესტი ნიმუში / ნიმუში თუმცა, დასავლელი ლიდერების მხრიდან, რაიმე სახის განცხდებები არ გავრცელებულა და არც მოწოდებები გაჟღერებულა სარქსიანის მისამართით. ერთადერთი, ვინც ოფიციალურად გამოეხმაურა არევანსა და სომხეთის სხვდასხვა ქალაქებში მიმდინარე საპროტესტო აქციებს, ეს იყო რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო, რომელმაც სომხეთის ტერიტორიაზე მყოფ რუსეთის მოქალაქეებს მოუწოდა, შეძლებისდაგვარად მოერიდონ იმ ქუჩებზე გავლას, სადაც აქციები მიმდინარეობს წყარო. ასეთი შინაარსის განცხადების გავრცელება იმით არის განპირობებული,  რომ მიუხედავად რუსეთ-სომხეთის სტრატეგიული პარტნიორობისა, რუსებისთვის კარგად არის ცნობილი ანტირუსული განწყობები სომხურ ოპოზიციაში, რაც წინა წლებში, გასნაკუთრებით კი გიუმრის ტრაგედიას მოყოლილი საპროტესტო აქციებისას გამოჩნდა და ეს განწყობა დღემდე შენარჩუნებულია.  რა თქმა უნდა რომ საპროტესტო გამოსვლების მარგინალზებას ცდილობს რუსული პროპაგანდის მთავარი ფლაგმანი გამოცემები და პერსონები, რომლებმაც სომხეთში მიმდინარე საპროტესტო გამოსვლების მარგინალზება იმავე ფორმულით სცადეს, როგორადაც ამას უკრაინის შემთხვევაში აკეთებენ. მაგალითისთვის სერგეი მარკოვის facebook-ზე გამოქვეყნებული სტატუსი შეიძლება გამოდგეს ბმული, სადაც რა თქმა უნდა რომ ოპოზიციის აქტივობაში, აშშ-ისა და ევროკავშირის დადანაშაულების მცდელობის გარდა არაფერი იკითხება და არაფერია ნათქვამი იმაზე, თუ რა პრობლემებმა გაიყვანა ხალხი ქუჩაში! 
 რა შედეგამდე მივა საპროტესტო გამოსვლები სომხეთში, ჯერ არავინ იცის თუმცა რეაქციებსა და მაშტაბებს თუ გავითვალისწინებთ, დიდი ცვლილებები მოსალოდნელი არ არის და შესაძლოა, ეს აქციებიც ისეთივე ილუზორული შედეგებით დასრულდეს, როგორიც ყველა სხვა, წინა წლების განმავლობაში!

Комментариев нет:

Отправить комментарий