Страницы

среда, 11 апреля 2018 г.

გარდაუვალი "ეფექტური" დარტყმა სირიაზე

აშშ-ი და რუსეთი, სირიისკენ სამხედრო ძალების გადასროლით არიან დაკავებულები. რიტორიკა ძალზედ აგრესიული და შემაშფოთებელია. სირიაზე დარტყმა გარდუვალია
მთელი მსოფლიო, დაძაბული და დიდი ინტერესით ადევნებს თვალს მოვლენებს, რომელიც არავინ იცის რა შედეგამდე მიიყვანს მთელს დედამწას. 
 ასადის არმიის მიერ, ქიმიური იარაღის გამოყენებას დამასკოს სიახლოვეს, დასახლებულ პუნქტ დუმაში, ცხადი იყო რომ მკვეთრი რეაქცია მოჰყვებოდა მთელი მსოფლიოს მხრიდან. მით უმეტეს რომ ასეთი პერსპექტივა ასადის რეჟიმისთვის ცნობილი იყო წინა წლის აპრილის გამოცდილებიდან, თუმცა მიუხედავად ამისა, რატომღაც ახლა და ამ მოცემულობაში გადაწყვიტეს ისეთი ნაბიჯის გადადგმა, რაც დასავლეთის რეაქციას უტყუარად განაპირობებდა. უცნაურად დაემთხვა ეს ქიმიური თავდასხმა მშვიდობიან მოსახლეობაზე, აშშ-ის პრეზიდენტის მიერ, სირიიდან ამერიკული სამხედრო კონტიგენტის შესაძლო გაყვანას, რაც ძალიან ბევრ კითხვებს აჩენს და ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ ქიმიური იარაღის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილება, ასადის გენერლებს, ავტონომიურად არ მიუღიათ და ამ პროვოკაციას, შორს მიმავალი მიზნები ჰქონდა. 
 მოცემულობა ასეთია - ასადის რეჟიმმა ქიმიური იარაღი გამოიყენა, მიუხედავად იმისა რომ გაფრთხილებული იყო, მსგავსი არაადამიანობის ჩადენის შემთხვევაში დაუსჯელი არ დარჩებოდა. დამდგარი ფაქტის შემდეგ, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სამხრეთ ამერიკული ტურნე გადადო და თეთრ სახლში, დაიწყო ფიქრი საპასუხო ნაბიჯებზე, რომელიც ვერაფრისდიდებით ვერ დარჩება პოლიტიკურ სიბრტყეში და აუცილებლობით გულისხმობს, სამხედრო ძალის გამოყენებას. ამ პერსპექტივის პირობებში, რუსული მხარე აქამდე უჩვეულოდ აგრესიულია და აცხადებს რომ აშშ-ის მხრიდან ნებისმიერ ქმედებას მოჰყვება საპასუხო რეაქცია ბმული / ბმული, რუსეთის შეიარაღებული ძალების მხრიდან. უკვე ვრცელდება ინფომრაცი რუსეთის მიერ, ხმელთაშუა ზღვაში ხომალდების გადასროლის შესახებ, რომლებიც შავი ზღვიდან მიემართებიან წყარო. რამაც ვითარება კრტიკულ ზღვარზე მიიყვანა. 
 ბოლო დღე-ღამის განმავლობაში უამრავი სახის ინფორმაცია გავრცელდა. მთელს ამ ინფორმაციული ნიაღვარიდან, საინტერესო იყო ის რომ აშშ-იმ დაუყოვნებლივ დაიწყო სამხედრო დაჯგუფების გადასროლა სირიის მიმართულებით, რომელშიც შედიან საზღვაო და საჰაერო ძალები და რომლებიც, ბოლო ინფორმაციის თანახმად, უკვე საბრძოლო პოზიციებზე არიან და ნებისმიერ წუთს ელიან, აშშ-ის პრეზიდენტისგან ბრძანებას! მანამდე კი ვიდრე შეტევაზე ბრძანებას მიიღებენ, როგორც ჩანს თეთრ სახლში დაკავებულები არიან მოკავშრეებთან კონსულტაციებით და ერთგვარი ახალი კოალიციის ფორმირებით. ამ თვალსაზრისით, აშშ-იმ უპირობო მხარდაჭერა მიიღო ავსტრალიისგან წყარო და საუდის არაბეთისგან წყარო. ასევე სატელეფონო საუბარი შედგა დონლად ტრამპსა და საფრანგეთის პრეზიდენტ, ემანუელ მაკრონს შორის, რომელიც ასევე მზად არის, ჩართოს ასადის რეჟიმზე იერიშში, საკუთარი სამხედრო ძალები. გასნხვევბული პოზიცია დაიკავა ბრიტანეთმა, რომელმაც ასადის რეჟიმის მხრიდან ქიმიური იარაღის გამოყენების შესახებ დამატებითი მტკციებულებები მოითხოვა და განაცხადა, რომ "მყისიერ შურისძიებას" არ ემხრობა და საჭიროებს დამატებითი მტკიცებულებების შესწავლას წყარო
 ფაქტია, ასადის რეჟიმი დაუსჯელად ამ ვითარებიდან ვერ გამოვა. სხვა საკითხია ის თუ როგორი ფორმით იქნება ეს სასჯელი და რამდენად ეფექტური, რომ სამომავლოდ, აბსულუტურად გამოირციხოს ასადის რეჟიმის მიერ ქიმიური იარაღის გამოყენება და ასევე ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს ეს სისხლისღვრა, რომელმაც უკვე ასობით ათასი ადამიანის სიცხოცლე შეიწირა. 
 დასავლეთის საექსპერტო წრეებსა და ანალიტიკური გამოცემების მიერ გაქმოქვეყნებული სტატიების უმრავლესობა განიხილავს დასავლეთის პასუხის მაშტაბებსა და ეფექტურობას. ყოველ მათგანში განხილულია წინა შემთხვევები და გასული წლის აპრილის თვეში, ქიმიური იარაღის გამოყენების შემდეგ, ასადის არმიის სამხედრო აეროდრომზე მიტანილი სარაკეტო იერიშის შედეგები, რომელიც დღევანდელი გადმოსახედიდან არაეფექტური აღმოჩნდა. შესაბამისად დონალდ ტრმპმა და მისმა მრჩევლებმა უნდა მოიფიქრონ ისეთი საპასუხო ნაბიჯი, რომელიც ძალიან დიდ ზიანს მიაყენებს ასადის არმიას, თუმცა ასეთი მაშტაბის დარტყმა თავის თავში მოიცავს რისკს, რომ დაიღუპებიან რუსი სამხედროები რაც გარდაუვალს გახდის საპასუხო მოქმედებას რუსეთის მხრიდან. წინააღმდეგ შემთხვევაში ისევ მცირე სარაკეტო დარტყმას, ასაფრენ-დასაფრენ ბილიკებზე არანაირი შედეგი არ ექნება და მომავალში, ასადის გენერლები კვლავ განაგრძობენ ქიმიური იარაღის გამოყენებას. 
 სწორედ ამიტომ არის ძალზედ დაძაბული ვითარება და რეალურია რისკი, რომ პროცესები რადიკალური ესკალაციის გზით წავიდეს. ამაზე მეტყველებს ის შეტყობინებებიც, რომელიც ავიაკომპანიებმა მიიღეს დღეს გამთენიისას და რომელშიც ატყობინებენ, რომ შეზღუდონ ხმელთაშუაზღვის მიმართულებაზე ფრენები, რადგან მოსალოდნელია სარაკეტო იერიში სირიიის ტერიტორიაზე წყარო.
 მოცემულობა ასეთია - დასავლეთის იერიში ასადის არმიის ობიექტებსა თუ პოზიციებზე გარდაუვალია. დარჩენილია მხოლოდ იმის გარკვევა თუ რამდენად მაშტაბური და ეფექტური იქნებ ის ზომები, რომელსაც მიიღებენ და ამასთანავე ყველაზე მნიშვნელოვანია ის თუ როგორ იმოქმედებენ ასადის მოკავშირე, რუსეთი და ირანი. რა თქმა უნდა არავის ქვს ილუზია, რომ რუსეთი რამდენიმე საათში შეიცვლის პოზიციას და მოერიდება ესკალაციას. ამის არავითარი ნიშანი არ არსებობს, პირიქით, განცხადებები რომელიც ვრცელდება უკიდურესად აგრესიული და ტრადიციულად რევიზიონისტულია, რომლის ფონზეც, სამხედრო აქტივობის შესახებ ინფორმაციას შეგნებულად ავრცელებენ. შეტაკებებმა იმატა უკრაინის ფრონტზე, რომელიც როგორც წესი "უცნაურად" ემთხვევა ხოლმე, საერთაშორისო პროცესების გამწვავებას.
 ასეთი მაღალი რისკი, რუსეთსა და დასავლეთს შორის საბრძოლო მოქმედებების დწაყების თვალსაზრისით, კუბის კრიზისის შემდეგ არ ყოფილა. ყველაფერი უფრო ცხადი, მომდევნო 72 საათის განმავლობაში გახდება და გვეცოდინება გავხდებით თუ არა ამერიკა-რუსეთის ომის თვითმხილველნი!

Комментариев нет:

Отправить комментарий