სირიის კონფლიქტში გარდამტეხი მომენტი დგება. დიდი ალბათობით ვიხილავთ სუნიტური კოალიციის მიერ წარმოებულ, სახმელეთო ოპერაციას ტერორისტული დაჯგუფება ISIS-ის წინააღდმეგ, რომელსაც ასევე მხადაჭერას გამოუცხადებს დასავლეთი.
დასავლეთის მხრიდან მხარდაჭერა, დიდი ალბათობით საბრძოლო მასალებით უზრუნველყოფასთან ერთად, იქნება სადაზვერვო ინფორმაცის მიწოდება და საჰაერო მხარდაჭერა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია სახმელეთო ოპერაციის წარმოებისას. ამ ოპერაციის საჭიროება მხოლოდ ტერორისტთა წინაღმდეგ ბრძოლა არ არის და ასევე საჭიროა ასადის მოწინააღმდეგე ძალების მხარდაჭერისთვის. ბოლო კვირების განმავლობაში, სირიული ოპოზიციის პოზიციები საგრძნობლად შესუსტდა და ასადის არმია თურქეთის საზღვრებს მიუახლოვდა, რაც ზრდის საშიშროებას რომ ამ კონფლიქტში ჩათრეული იქნას თურქეთიც. ამას ასევე განაპირობებს ის საემგრაციო ნაკადაც, რომელიც საბრძოლო მოქმედებების გამო, თურქეთში გადაედინება და ქმნის უამრავ პრობლემას. გუშინ ოფიციალურმა ანკარამ განაცხადა რომ ასადის არმიის საზღვრებთან მიახლოვების გამო, ელიან იძულებით გადაადგილებულთა 35 000 ნაკადს. შესაბამისად თურქეთს პირდაპირ ეხება ის პრობლემები, რომელიც ასადის არმიის ახალ ტერიტორიებზე შესვლას მოსდევს. ლტოლვითა ნაკადის ზრდას, ასევე ხელს უწყობს რუსული ავიაციის დაბომბვები, რომელთა უდიდესი ნაწილი ისევ ოპოზიციის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მოდის და არა ISIS-ის პოზიციებზე.
ახლო აღმოსავლურ მედიაში, ბოლო დღეების განმავლობაში აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია, საუდის არაბეთის მზაობის შესახებ, შეიყვანოს სირიაში საკუთარი სპეციალური დანიშნულების რაზმები თუ აშშ-ს მეთაურობით საერთაშორისო კოალიციის ჩამოყალიბდება და სახმელეთო ოპერაცია დაიწყება, რასაც გამოხმაურება მოჰყვა აშშ-დან და დადებითი შეფასება მიიღო საუდიტების ამ ინიციატივამ წყარო. ამ კონტექსტში ალბათ ასევე ყურადსაღებია ის განცხადებები, რომელიც რუსეთის თავდაცვის სამინიტრომ გააკეთა რამდენიმე დღის წინ, სადაც ლაპარაკი იყო თურქეთ-სირიის საზღვართან თურქული არმიის პოზიციების გაძლიერებისა და ლოგისტიკური ცენტრების მოწყობის შესახებ, რომელიც რუსების მხრიდან შეფასებული იყო როგორც უტყუარი მტკიცებულება იმის დასტურად რომ თურქეთი სირიაში შეჭრისთვის ემზადება. ამის დასტურია ერდოღანი მიერ გაკეთებული განცხადებაც, რომელიც რამდენიმე დღის წინ გაკეთდა და განაცხადა რომ თურქეთი აღარ დაუშვებს ისეთივე შეცდომას, რომელიც 2003 წელს, ერაყის ოპერაციაში ნეიტრალური პოზიციის შენარჩუნებით დაუშვა წყარო, რაც პირდაპირი მინიშნებაა იმაზე რომ სირიის ოპერაციაში თურქები აუცილებლად იქნებიან ჩართულნი და ალბათ შესაბამისი მზადებაც დაწყებულია, რადგან ასადის არმიის გამარჯვებას არავინ დაუშვებს რეგიონში, იმ მარტივი მიზეზით რომ ეს გამოიწვევს რეგიონში ტერორისტული კერების შენარჩუნებას და შესაბამისად, მეზობელი ქვეყნებისთვის პრობლემების გრძელვადიან პერსპექტივაში შენარჩუნებას.
სახმელეთო ოპერაციის შესაძლებლობის განხილვის შესახებ მიუთითებს ისიც რომ საუდიტებისა და თურქების მხრიდან, ასეთი მზაობა დაფიქსირდა და დასავლეთიდან საუდიტების მზაობას დადებითი შეფასებები მოჰყვა. ასეთი ოპერაცია რომ არ განიხილებოდეს, დასავლეთ კოალიცია შესაბამის განცხადებას გააკეთებდა და დააფიქსირებდა რომ ლაპარაკია თეორიულ შესაძლებლობაზე და არა პრაქტიკულად განხორციელებად ნაბიჯზე.
ზოგადად, სირიის კონფლიქტის დასრულება მხოლოდ საავიაციო დარტყმებითა და ჟენევსი მოლაპრაკებებით რომ არ მოხდება ფაქტია. ეს ცნობილი იყო დიდი ხნის წინ და ყველა ხედავდა სახმელეთო ოპერაციის საჭიროებას, რომლის საჭიროება კიდევ უფრო მკვეთრად გამოიხატა, რუსეთის კონფლქიტში ჩართვის შემდეგ თუმცა, რატომღაც დასავლეთს ჰქონდა იმედი რომ სხვა გზებით მოაგვარებდნენ პრობლემას და არ გახდებოდა საჭირო საერთაშორისო ძალების მიერ ახალი ოპერაციის დაწყება.
ამ ოპერაციის დასაწყებად გაეროს მხირდან ნებართვის მიღებისთვის ყველა წინაპირობაა შემქნილი, თუმცა გაეროს უშიშროების საბჭოში რუსეთის ყოფნა ამ შესაძლებლობას ართულებს და საკითხის დაყენებას მოჰყვება, მისი დიპლომატიისთვის შესაძლებლობის გახსნა, ცივილიზებული სამყაროს საზოგადოებას წარუდგინოს საკუთარი თავი როგორც ტერორიზმთან მებრძოლი რაინდი და კიდევ ერთხელ წამოწიოს საკითხი დასავლეთ ზესახელმწიფოებთან ერთად, ანტიტერორისტული კოალიციის შექმნის შესახებ. ასეთ შესაძლებლობას, რუსებს დღეს აღარავინ მისცემს რადგან სირიაში მისი ორმაგი თამაში, ყველასთვის ცხადია და დიდი ალბათობით, სახმელეთო ოპერაციის სანქცირება არაბ ერთა ლიგის მიერ მოხდება.
ასევე წაიკითხეთ:
სირიაში ოთხი რუსი გენერალი მოკლეს! (ვიდეო/video)
თურქეთის სამხედრო ავიაცია სრულ საბრძოლო მზადყოფნაშია მოყვანილი
რუსულმა სამხედრო ავიაციამ კვლავ დაარღვია თურქეთის საჰაერო სივრცე
ასევე წაიკითხეთ:
სირიაში ოთხი რუსი გენერალი მოკლეს! (ვიდეო/video)
თურქეთის სამხედრო ავიაცია სრულ საბრძოლო მზადყოფნაშია მოყვანილი
რუსულმა სამხედრო ავიაციამ კვლავ დაარღვია თურქეთის საჰაერო სივრცე


Комментариев нет:
Отправить комментарий