Страницы

воскресенье, 24 января 2016 г.

ჩინეთი სუნიტურ კოალიციას უმეგობრდება - სი ცზინპინის ტურნე რეგიონში!

გასული კვირის ერთერთი მთავარი მოვლენა, დავოსის ეკონომიკური ფორუმისა და პუტინის, ბრიტანეთის სასამართლოს მიერ ლიტვინენკოს მკვლელობაში შესაძლო მონაწილეობაში მხილების შემდეგ, ჩინეთის პრეზიდენტის სი ცზინპინის ახლო აღმოსავლეთის რეგიონში ოფიციალური ვიტი უნდა იყოს.
ამ ვიზიტის ფარგლებში ჩინეთის ლიდერმა შეხვედრები გამართა საუდის არაბეთის, არაბ ერთა ლიგის, ეგვიპტისა და ირანის ხელმძღვანელებთან, რომლის ფარგლებშიც საინტერესო განცხადებები გაკეთდა და ყველაზე ნიშანდობლივი, საუდიტებთან თანამშრომლობის ახალი ფორმატის შექმნის ინიციატივა და მათი ხელმძღვანელობით იემენში მებრძოლი სუნიტური კოალიციის მხარდამჭერი განცხადებები იყო წყარო. საუდის არაბეთის მეფესთან, სი ცზინპინის შევხედრის შემდეგ ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია რომ ორივე ქვეყანა (ჩინეთი და საუდის არაბეთი) მხარს უჭერენ იემენის ლეგიტიმურ ხელისუფლებას. იმედს გამოთქვამენ რომ უმოკლეს დროში მოხდება საბრძოლო მოქმედებების შეჩერება და ქვეყანა ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდება.
 საინტერესოა რომ ტრადიუციულად ჩინური მაშტაბური პოლიტიკური მოვლენების მიმართ ინტერესით გამსჭვალული რუსული მედია, ამ შემთხვევაში ვიზიტის შესახებ სდუმდა და გასაგებიც არის მათი დუმილი რადგან საუდიტების მიმართ, რუსებსა და ირანელებს მტრული განწყობა აქვთ, განსაკუთარებით ნავთობის ფასების ვარდნის ფონზე და იემენში აჯანყებული შიიტების მხარდაჭერის გამო, რომელსაც საუდიტების მეთაურობით ე.წ. სუნიტური კოალიცია ებრძვის. საუდის არაბეთის მეფესთან შეხვედრის პროდუქტიულობის თვალსაჩინოებისთვის გამოდგება 14 გაფორმებული შეთანხმება და მემორანდუმი რომელსაც ლიდერებმა მოაწერეს ხელი. ასევე ცნობილი გახდა რომ ჩინეთი, საუდის არაბეთსა და ყატართან ერთად, ქმნის 20 მილიარდიან საინვესტიციო ფონდს.
 პროდუქტიული აღმოჩნდა ასევე ეგვიპტეში ვიზიტი, რომლის ფარგლებშიც გაფორმდა შეთანხმება ეგვიპტის ახალი ადმინისტრაციული დედაქალაქის მშენებლობაში, 15 მილიარდიანი ჩინური ინვესტიციის განხორციელების შესახებ, რაც ამ დრომდე უპრეცედენტო მაშტაბის საინვესტიციო შეთანხმებაა რომელსაც ეგვიპტეში განახორციელებს ჩინური მხარე. სულ სი ცზინპინის განცხადებით მისი ქვეყანა რეგიონში 55 მილიარდი დოლარის ინვესტიცას განახორციელებს წყარო
 ვიზიტის ბოლოს კი სი ცზინპინი ირანს ესტუმრა, სადაც შეხვედრა გამართა ქვეყნის პრეზიდენტთან რომლის შემდეგ რუჰანიმ განცხადა რომ ლიდერები შეთანხმდნენ არსებული სავაჭრო ურთიერთობები, რომელიც 2014 წლის მონაცემით 54 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენდა, მომავალი ათი წლის განმავლობაში აიყვანონ 600 მილიარდ დოლარამდე, თუმცა ირანის პრეზიდენტს არ დაუკონკრეტები თუ რა დარგებში იგეგმება თანამშრომლობა და ა.შ. წყარო. ეს ვიზიტი ჩინეთის ლიდერის პირველი ვიზიტია ირანში, ბოლო 14 წლის განამვლობაში და საგულისხმოა რომ ის ირანისგან სანქციების მოხსნისთანავე განხორციელდა. 
 ჩინეთი ზოგადად დაინტერესებულია ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებისგან ენერგომატარებლების შესყიდვით და მისთვისაც, როგორც ყველა მწარმოებელი ქვეყნისთვის, უდიდესი მნიშვნელობა აქვს ნავთობისა და გაზის ტარიფებსა და სატაბილურ მიწოდებას. ასევე საკუთარი წარმოებისთვის გასაღების ბაზრის მოძიებას. 
 მთლიანობაში სი ცზინპინის ვიზიტი შეფასებული იქნა როგორც რეგიონში ჩინეთის პოლიტკური გავლენის ზრდის მოტივით განხორციელებული ტურნე, რომელმაც თავის შედეგს მიაღწია. საინტერესოა ისიც რომ რუსული მომლაპარაკებლების უშედეგო ვიზიტებისა და დახარჯული ძალისხმევის შემდეგ, ჩინეთი  ასე დემონსტრაციულად, რუსეთის ინტერესების გაუთვალისწინებლად უშვებს ფულს ახლო აღმოსავლეთში. ალბათ გახსოვთ პუტინის და შემდგომ მედვედევის უშედეგო მცდელობები, მიეღწიათ შეთანხმებისთვის ჩინეთთან გაზის მიწოდების თაობაზე, რომლის მოცულობაც 30 მილიარდ აშშ დოლარს მოიცავდა თუმცა, როგორც ახლო აღმოსავლეთის ვიზიტების შედეგად ირკვევა, რუსული პროექტის არარენტაბელობა არა ფასებით ან სხვა ტექნიკური დეტალებით, არამედ წმინდადა პოლიტიკური ფაქტორით იყო განპირობებული და ის თანხა რომელიც პუტინს სჭირდებოდა, დიდი ალბათობით ჩინეთვისთვი წყალში გადაყრილი ფული იყო. ამიტომაც ენერგომატარებლებზე ფასის კლების პირობებში, უფრო მეტად რენტაბელური ახლო აღმოსავლეთის მიმართულებაა ჩინეთისთვის და დაფუძნებულია ორმხრივ ინტერესზე - რეგიონის ქვეყნებისთვის, ნავთობის უზარმაზარი გასაღების ბაზრის მოპოვების ინტერესით და ჩინეთისთვის კი საკუთარი პროდუქციის გასაღებისა და იაფი ენერგომატარებლების მიღების ინტერესით.
 ჩინეთის გავლენის გაძლიერება ახლო აღმოსავლეთის რეგიონში გარკვეულწილად შეცვლის გეოპოლიტიკურ ლანდშაფტს და კონფლიქტების მიუხედავად მისცემს რეგიონს დამატებითი განვითარების სტიმულს, რომელიც რა თქმა უნდა აისახება არსებული კონფლიქტების დასრულების ვადებზეც. ალბათ ამ პრინციპითაც იყო შერჩეული ქვეყენბი რომელსაც ჩინეთის ლიდერი ესტუმრა. თითეოული მათგანი ერთგვარი პოლიტიკური მიზიდულობის ცენტრებია რეგიონის სხვა, შედარებით პატარა ქვეყნებისთვის და სწორედ ეს ფაქტორი ართულებს რუსების მოქმედებას რეგიონში, რომლის მიზანიც, მისი მაქსიმალური დესტაბილიზება იყო. ეხლა კი თუ ჩინეთის ინტერესების დაფიქსირება რეგიონში კიდევ უფრო მკვეთრი გახდება, რუსეთს მოუწევს ანგარიში გაუწიოს მას და მნიშვნელოვნად შეკვეცოს საკუთარი მზაკვრული გეგმები. 
 წესით ასეთი პოლიტიკურად მნიშვნელოვანი ვიზიტების შემდეგ, ვითარება უნდა შეიცვალოს რეგიონში და მოვლენათა განვითარების ახალი მიმართულები გაჩნდეს. თუმცა კი ამ ცვლილებების ხილვადი ეფექტების მოლოდინი, რამდენიმე დღის პერსპექტივაში არ იქნება სწორი. მისი შედეგი მას შემდეგ გამოჩნდება, რაც კონფლიქტები გარკვეულ ლოგიკური კონტურებს შეიძენს - მაგალითად საერთაშორისო კოალიციის სახმელეთო ოპერაციის დაწყებისა ან ასადის ხელისუფლებიდან წასვლისთვის მზაობის ნიშნების გაჩენის შემთხვევაში. მგონია რომ პირველი ფაქტორი (სახმელეთო ოპერაცია) უახლოეს მომავალში ყველაზე რეალისტურია...

ასევე წაიკითხეთ:

Комментариев нет:

Отправить комментарий