რამდენიმე დღის წინ, მთელმა მსოფლიომ სენსაციად მიიღო ის 40 წლიანი შეზღუდვის მოხსნა ნავთობის ექსპორტზე, რომელიც ამერიკის ხელისუფლებამ გამოაცხადა და გაჩნდა მოლოდინი რომ ნავთობის ფასები, სტაბილურ ვარდნას გააგრძელებდა.
არსებული მონაცემებით ჭარბი ნავთობი მსოფლიო ბაზარზე მოთხოვნას 1,4 მილიონი ბარელით აჭარბებს და რა გასაკვირია რომ ფასები ქვემოთ მოდის, თუმცა საგულისხმოა ის ყველაფერი რაც ენერგომატარებლების ბაზარზე ხდება და ცოტა უცნაურიც კი არის ის რომ ასეთი პროფიციტის პირობებში მას კიდევ ემატება მომწოდებელი, თანაც ისე რომ არ მცირდება მოპოვება.
დღეს ცნობილი გახდა რომ ნედლი ნავთობით დატვირთული პირველი ამერიკული ტანკერი მიადგა ფრანგულ პორტს, მარსელის სიახლოვეს, რომლის გადმოტვირთვას და გადამამუშავებელ ქარხნებში გაშვებას შვედურ-ნიდერლანდური ნავთობკომპანია Vitol-ი განახორციელებს. ასევე არის მოსაზრება რომ ამერიკული ნავთობი გერმანიის გადამამუშავებელ ქარხნებშიც წავა და ეს ნიშავს იმას რომ ევროპის ყველაზე დიდი ეკონომიკა და შესაბამისად, ენერგომატარებლების ერთერთი ყველაზე დიდი მომხმარებლის ნავთობის ბაზარზეც გაიზრდება მიწოდება, რაც კიდევ ერთი დამატებითი სტიმული იქნება ნავთობის ფასების ვარდნისთვის წყარო. რამდენიმე დღის წინ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით აშშ, მიწოდების პირველი კვირის განმავლობაში ევროპული ბაზრისთვის 600 000 ბარელი ნავთობის მიწოდებას გეგმავს.
მსოფლიო ნავთობის ბაზარს, კიდევ ერთი სიახლე, ირანული ნავთობის მიწოდებისას ელის, რომელიც ჯერ კიდევ არ გაცხადებულა და არ არის ცნობილი ამ ფაქტორის მოქმედების მაშტაბი. იყო მოლოდინი რომ მიმდინარე კვირის ორშაბათს უნდა დაძრულიყო ირანული ნავთობით დატვირთული ტანკერები ევროპისკენ, თუმცა ამ დრომდე მათი ადგილსამყოფელის შესახებ არაფერია ცნობილი.
დღეს დილას გავრცელდა ინფორმაცია რომ რუსულმა რუბლმა ახალი ანტირეკორდი განაახლა და დილით ბირჟის გახსნისთანავე, 3 რუბლით გაუფასურდა. გუშინ ბირჟების დახუვისას ერთი დოლარი დაახლოებით 81 რუბლი ღირდა, დღეს დილით კი 84 გახდა წყარო. კონკრეტულად რამ იმოქმედა ასეთ ვარდნაზე ძნელი სათქმელია, თუმცა ექსპერტები ამბობენ რომ რუბლის კურსი, ნავთობის ვარდნის პირდაპირ პროპორციული არ არის (წყარო) რაც კითხვებს აჩენს და ქმნის ეჭვის საფუძველს რომ კურსის დაჭერა ხელოვნურად ხდება და ამიტომ ნებისმიერ მომენტში შიეძლება მოხდეს ის რომ რუბლმა "ბუნებრივი კურსი" დაიბრუნოს.
წინ ირანული ნავთობის მსოფლიო ბაზარზე შესვლის ფაქტორია და მოლოდინი რომ ნავთობის ფასი ახალ მინიმუმზე გავა.
ასევე წაიკითხეთ:
მომავალი შავი ორშაბათი რუსეთისთვის - ირანი ნავთობს გზავნის ევროპაში!
საუდის არაბეთი - რუსეთი ნავთობის ბაზარზე წილს არ იმსახურებს!
ყატარი მზად არის ევროპა გაზით უზრუნველყოს!
დასავლური "დუბინკა" რუსეთისთვის მზად არის!
ასევე წაიკითხეთ:
მომავალი შავი ორშაბათი რუსეთისთვის - ირანი ნავთობს გზავნის ევროპაში!
საუდის არაბეთი - რუსეთი ნავთობის ბაზარზე წილს არ იმსახურებს!
ყატარი მზად არის ევროპა გაზით უზრუნველყოს!
დასავლური "დუბინკა" რუსეთისთვის მზად არის!


Комментариев нет:
Отправить комментарий