Страницы

вторник, 17 марта 2015 г.

რა თქვა პუტინმა თავისი გაუჩინარებით?

უმრავლესობა პოსტსაბჭოთა თემატიკით დაინტერესებული კომენტატორებისა, ექსპერტებისა თუ ჟურნალისტებისა, კვირაზე მეტია თავის ყურადღებას რუსეთსა და მის დედაქალაქს არ აშორებენ. პუტინის იდუმალი გაუჩინარების შემთხვევა, სრულიად ნორმიდან ამოვარდნილი პროცესი იყო, რომლელსაც ანალოგი უახლეს ისტორიაში დედამიწაზე არ მოეძებნება.
შესაბამისი იყო ინტერესიც და "სენსაციურობის ტალღაც" რომელიც ვერსიების და ვარაუდების გამოთქმაში გამოიხატებოდა. მოდით თავად ამ საკითხს თავი დავანებოთ რადგან ამაოა მისი ქექვა, ინფორმაციისა და სანდო წყაროების არ არსებობის გამო, თუმცა ალბათ შესაბამისმა სამსახურებმა დააფისქსირეს ის გამოცემები და ინტერნეტ მომხმარებლები, რომლების მეშვეობითაც ხდებოდა ევრსიების გამოფრქვევა, საინფორმაციო სივრცეში. ასეთი კი ცოტა არ იყო და ადვილი შესამჩნევები იყვნენ ე.წ. "ტროლები", როგორც რუსეთის მხრიდან, ისე უკრიანისა და სხვა დასავლეთ ევროპული ქვეყნებიდან.
 ჩვენთვის ხილული, "უპუტინობის" პერიოდში იყო ის აქტივობები რომელსაც ქმნიდა რუსეთის ხელისუფლება და ამ პროცესების მიხედვით, გარკვეულწილადი დასკვნების გაკეთება შეგვიძლია. ჩემი სუბიექტური აზრით დასკვნა რომელიც მეტნაკლებად რაციონალური შეიძლება იყოს, არ არის ოპტიმისტური...
 რუსეთის ამჟამინდელი ხელისუფლების, ბოლო წლების პოლიტიკის წარმოებას თუ დაუკვირდებით, ადვილად შევამჩნევთ საბჭოთა წარსულისადმი ნოსტალგიას და შესაბამისად გარკვეული სიმბოლიკისადმი, ცალკეული თანამდეროვე ისტორიული მოვლენების დამთხვევას ან საბჭოთა წარსული სულისკვეთებით, ამავე მოვლენების ინტერპრეტირებას და ა.შ. ამის კარგ მაგალითს ვხედავთ უკრაინაში, რომელშიც საბჭოთა წარსულის აჩრდილი მუდმივად თავს იჩენს და შესამჩნევია რომ რუსული პროპაგანდა მას ეყრდნობა. რაც იმაზე მიუთითებს რომ რუსეთის პოლიტიკურ ხელმძღვანელობაში, საბჭოთა კავშირის მაშტაბის ამბიციები აქვთ და მიზანიც ამ წარმონაქმნის აღდგენას წარმოადგენს, რომელიც რუსეთის იმპერიის გავლენის რუქას იმეორებდა - მაშ ასე რა თქვა პუტინმა თავის გაუჩინარებით?  
მისი გაქრობის პერიოდში ყველაზე აქტუალური იყო ყირიმის საკითხი, რომელსაც სპეციალური ფილმი მიუძღვნეს და ამ ფილმზე ისეთი აქცენტირება იყო რუსულ მედიაში რომ ძალაუნებურად მიიქცია ყურადღება, რაც იმაზე მიუთითებდა რომ ამ ფილმით, რუსეთის პოლიტიკურ ხელმძღვანელობას კონკრეტული სათქმელი უნდა ეთქვა და თქვა კიდევაც:  პუტინის გაქრობას თან სდევდა ფილმის შესახებ რამდენიმე სიუჟეტი, რუსეთის სხვდასხვა სატელევიზიო არხებზე. რომელშიც ძირითადი აქცენტები იმ ვითარებაზე იყო გაკეთებული, რომელშიც მზადდებოდა ფილმი. ერთერთ სიუჟეტში, რომელიც ტელეკომპანია РТР-ის ეთერში გავიდა ფილმის გამოსვლამდე, ხაზგასმული და განსაკუთრებული მნიშვნელობით აღნიშნული იყო რომ ამ ფილმისთვის, პუტინმა ორი ხანგრძლივი და "უპრეცედენტოდ" გულახდილი ინტერვიუ მისცა. აღნიშნული ფილმით პუტინმა თქვა ორი რამ - პირველი ეს არის ის რომ ის მზად არის გამოიყენოს ბირთვული იარაღი და ამისთვის მზად იყო თუ ყირიმის ანექსიას ხელს რამე შეუშლიდა, და მეორე - ეს არის პუტინის არაორაზროვანი და პირდაპირი განცხადება - გაიგოს ყველამ რომ რუსეთის აქვს თავისი ინტერესები და ამ ინტერესების არსებობას ყველა უნდა შეეგუოს! რუსეთის ინტერესები რაც არის, ზემოთ უკვე ვთქვით. პარალელურად ფილმის რეკლამირების პროცესს მოჰყვა ის რომ 12 ათასი კაცი პოლიგონებზე გაიყვანეს ჩრდილოეთ სამხედრო ოლქში, ხოლო პუტინის გამოჩენის წინ კი მთელი ჩრდილოეთ სამხრდრო ოლქი და დასავლეთ ოლქები, სრულ საბრძოლო მზადყოფნაში მოიყვანეს ((აღწერა)). რა გამოდი მესიჯების დონეზე? - პუტინი იყო გულახდილი - მზად არის გამოიყენოს ბირთვული იარაღი - ჯარი საბრძოლო მზადყოფნაშია - რუსეთს გააჩნია თავისი ინტერესები, რომელსაც პატივი უნდა სცეს მთელმა კაცობრიობამ! დამეთანხმებით ამ შემთხვევაში ორაზროვანი დასკვნის გაკეთება წარმოუდგენელია - ეს არის ულტიმატუმი დასავლეთს! 
ერთი მნიშვნელოვანი დეტალი - რომ არა პუტინის გაქრობის შედეგად ატეხილი ისტერიკა, ბორის ნემცოვის მკვლელობა აღნიშნული ფილმით ვერ გადაიფარებოდა და შესაბამისად დაიკარგებოდა ის ეფექტი, რომელზეც აშკარად თვლიდა ის პოლიტტექნოლოგი, რომელმაც დაგეგმა და განახორციელა აღნიშნული  პროექტი.
 მგონი რომ პუტინის გაქრობის საკითხი ამით ამოწურულია თუ ახალი გარემოება არ გამოჩნდა!

Комментариев нет:

Отправить комментарий