Страницы

понедельник, 2 марта 2015 г.

აფხაზების ევროპული "გამბიტი"...

მას შემდეგ რაც აფხაზმა სეპრატისტებმა რუსებთან ანექსირების შეთანხმება გააფორმეს და პრინციპში, ცოტათი უფრო ადრე, აქტიურად დაიწყეს ევროპულ კონტაქტებზე წერა. რაზეც საქართველოს ხელისუფლებას არავითარი რეაქცია არ აქვს და მხოლოდ თურქები ჰყავთ ერთგვარად დაჩაგრული, საპროტესტო ნოტების ფრიალით (მხოლლოდ თურქებთან გაპროტესტების შემთხვევა მახსენდება)
რაც პრაქტიკულად გასაგებია საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების პოლიტიკის გათვალისწინებით, რადგან თურქეთთან კარგი ურთიერთობები არ შედის რუსეთის ინტერესებში. მოდით ამაზე შევთანხმდეთ რომ საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება, აპრიორი რუსულ საქმეს აკეთებს და არავითარი კავშირი მათ ქმედებებს ქართულ ეროვნულ ინტერესებთან არ აქვს!  შესასბამისად ყურადღების მიღმა რჩება მთელი ის დიპლომატიური ძალისხმევა, რომელსაც რუსი და აფხაზი სეპრატისტები ერთად ანხორციელებენ. გასული წლის მეორე ნახევრიდან, აფხაზეთის ე.წ. სამრეწველო-სავაჭრო პალატამ აქტიურად დაიწყო ორგანიზაციის ხელმძღვანელის ვიზიტების გაშუქება გერმანიაში. რომლის დროსაც ხვდება, ცნობილი ბრენდების წარმოამდგენლებს და მართავს მოლაპრაკებებს. იწერება სტატიები აფხაზეთის პრესაში და შესაბამისად რუსულშიც რომ აფხაზეთის საინვესტიციო გარემოთი გერმანელ ბიზნეს წრეებში დაინტერესება შეინიშნება. ამ ყველფერს არ დასჯერდნენ ჩვენი სეპარატსიტები და აქტიურ პლიტიკურ კომენტირებას შეუდგნენ, რეგიონში ევროკავშირის საქმიანობის ანალიზის თვალსაზრისით. ბოლო დღეების განმავლობაშიწყარო

ჰერბერტ ზალბერი
აფხაზური პრესა განიხილავდა ევროპის მზარდ გავლენას კავაკსიის რეგიონში და კერძოდ აფხაზეთის და მთიანი ყარაბაღის მიმართულებით. ერთგვარ დებიუტად იქნა შერაცხული 3 თებერვალს ევროკავშირის სპეციალური ელჩის საქართველოში ჰერბერტ ზალბერის ვიზიტი სოხუმში. რომლის ფარგლებში შეხვდა სეპრატისტთა ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრ ვიაჩესლავ ჩირიკბას და ევროკავშრის ინციატივების შესახებ ესაუბრა. ამ შეხვედრის შემდეგ აფხაზებში ჭორი გავარდა რომ ავროკავშირი წარმოადგენლობას ქმნის სოხუმშიო და უხაროდათ აფხაზებს, ისევ მათ რომ დავესესხო - "სწორედ ამას ითხოვდა აფხაზური მხარე წლების განმავლობაში - ჰქონოდა ევროკავშირს, აფხაზეთის მიმართ ისეთივე დამოკიდებულება, როგორიც იყო საქართველოს მიმართ"! თუმცა აფხაზების სიხარულს მალევე წყალი ისევ თბილისიდან გადაესხა და ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელის მოადგილემ ბორის იაროჩევიჩმა განაცხადა რომ ლაპრაკია - "ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრზე" რომლის ფუნქციაც, ეცროკავშირის საქმიანობის პოპულარიზაციით განისაზღვრება! ამაზე გაბრაზდნენ აფხაზები და კატეგორიული განცხადებით გამოვიდა ე.წ. აფხაზეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის ვიცე-პრეზიდენტი მაქსიმ ღუნჯია, ციტატა - "ევროპელ ბიზნესმენს თუ უნდა ჩამოსვლა და აფხაზეთში ფულის ჩადება კი ბატონო, მე თანახმა ვარ! მაგრამ ევროკავშიორის წარმომადგენელი
მაქსიმ ღუნჯია
საქართველოდან? - კითხულობს ღუნჯია ბრაზნარევი გაოცებით: - არავითარ შემთხვევაში, ეს კეთდება რუსეთის გასაღიზიანებლად, მე ასეთ რიტორიკას სერიოზულად არ აღვიქვამ!" და ეს ლიტონი სიტყვები არ გეგონოთ, ღუნჯიას ხელმძღვანელი გენადი გაგულია რომელიც სეპრატისტთა სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტია, ამ დროს ევროკავშირის ეკონომიკურ ცენტრში, გერმანიაში საპატიო სტუმრის სტატუსით არის მიწვეული ცნობილი ბრენდების - Lous Vuitton-ს, Givenchy-ის, Guerlain-ის, Chaumet-ის, Moet & Chandon-ის, Hennesy-ისა და Jaguar Cars-ის მიერ დაგეგმილ ღონისძიებაზე. სიტყვით გამოსვლისას სოხუმელმა გენადიმ, რომელიც ალბათ მონაკოდან ეგონათ, მადლობა გადაუხადა ორგანიზატორებს მოწვევისთვის მთელი აფხაზური ბიზნესის სახელით და აღნიშნა რომ აფხაზეთი დაინტერესებულია გერმანული ინვენსტიციების მოზიდვით, ასევე გაახარა გერმანელი ბიზნეს წრეების წარმომადგენლები და გამოთქვა მზადყოფნა, შეავსოს აფხაზური ბაზარი, მაღალ ხარისხიანი გერმანული პრიდუქციით! - ხვდებით ალბათ რა მაშტაბის განცდით იყო შეპყრობილი მაქსიმ ღუნჯია როდესაც ამ კომენტარს აკეთებდა. 
ლიანა ყვარჩალია
ასევე ვითარების კომენტირება სთხოვეს, ჰუმანიტარული პროექტების ცენტრის ხელმძღვანელს ლიანა ყვარჩალიას. რომლმაც განცხადა რომ ევროკავშირისა და რუსეთსი დაპისპირება უკრაინაში, ხელისშემშლელია ნებისმიერი სახის აფხაზურ-ევროპული კონტაქტისთვის. 
ასევე აფხაზურმა პრესამ, სავარაუდოდ მათზე რუსეთის უპირობო გავლენის დემონსტრირების მიზნით, მოიყვანა  ევროპის საგარეო ურთიერთობათა სამსახურის წარმოამდგენლის ვინმე ანრი დიუკანის (ამ პოიროვნებას ვერსად მოვაკვლიე) რეპლიკა, რომლის მიზეზიც არ ვიცით რა იყო, ციტატა - "როგორ შევძლებთ ჩვენ აფხაზეთში რუსეთისთვის კონკურენციის გაწევას?! იქ ლაპარაკია მილიარდობით რუბლზე, კრიზისის პირობებშიც კი!" 
არ ვიცი  ბოლო ჯეელის რეპლიკის მოყვანა აფხაზებმა საკუთარი დამშვიდების მიზნით გააკეთეს თუ სხვათა დასამშვიდებლად მაგრამ ფაქტი ერთია რომ აფხაზური სეპარატიზმი, რუსული ოფიციოზის მხარდაჭერითა და საქართველოს ხელისუფლების აბსულუტური უმოქმედობით, ლეგიტიმური ხდება გარკვეულ წრეებში და წლების შემდეგ, ჩვენ მოგვიწევს იმის მტკიცება რომ "მაშინ" ჩვენი მგობრები შეცდომაში შიეყვანეს რუსმა დიპლომატებმა. აი შეკითხვაზე თუ სად იყვნენ ქართველი დიპლომატები, ამ დროს?! - პასუხს მოგვიანებით თავად დიპლომატები და მათი ხელმძღვანელები გასცემენ! 
P.S. ყოველ შემთხვევაში დიდი იმედია! ყოველგვარი ცინიზმისა და იუმორის გარეშე ამ ყველაფერს პასუხი უნდა გეცეს. დღეს იქნება, ხვალ იქნება, ყველა ის საზიანო ნაბიჯი უნდა გაანალიზდეს და ისეთი რეაგირება მოჰყვეს რომ სხვას, გამეორების სურვილი არასოდეს გაუჩნდეს! (ბოლოს მეც წაუოცნებე მაგრამ იქნებ...)   

Комментариев нет:

Отправить комментарий