Страницы

воскресенье, 18 января 2015 г.

ვითარება უკრაინაში - უკრაინულმა არმიამ ცეცხლის გახსნის ბრძანება მიიღო! (ვიდეო/video)

უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებში შექმნილ ვითარებას, ბოლო დღეების დაძაბულობიდან გამომდიანრე, ლოგიკური გაგარძელება მიეცა და უკრაინის არმიის ხელმძღვანელობამ, მიიღო გადაწყვეტილება საპასუხო ცეცხლის გახსნის შესახებ. ამის შესახებ განაცხადა უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა იური ბირიუკოვმა.
გავრცელებული ინფორმაციით ცეცხლის გახსნის გადაწყვეტილება დონეცკის მიმდებარედ და აეროპორტში დისლოცირებულ შენაერთებს მიეცათ (სექტორი "B"), შესაბამისად სეპარატისტებმა დიდი ზიანი მიიღეს და ქალქის საცხოვრებელ რაიონებს შეაფარეს თავი. სხვდასხვა აქტივისტები, სოციალურ ქსელებში წერენ იმ ეპიზოდების შესახებ რომელთაც შეტაკებების ზონიდან იღებენ. წერენ რომ თითქმის არავითარი წინააღემგობა არ უგრძვნით და თუ ასე გაგრძელდა საღამოს რუსეთის საზღვარზე იქნებიან. კიდევ ერთი აქტივისტი წერს რომ შეტაკებები დონეცკის ქუჩებში მიმდიანრეობს და ზოგიერთ ადგილას ხელჩართულ ბრძოლებში გადავიდა. მთელი უკრაინის ყურადღება მიპყრობილია დონეცკსა და მის მიმდებარედ მიმდინaრე მოვლენებზე.
წინ კი ამ მოვლენებს პოლიტიკოსების რამდენიმე შეხვედრა უძღოდა, თუმცა ყოველი მათგანი უშედეგოდ დამთავრდა და ბერლინში გამართული საგარეო მინისტრების შეხვედრის შემდეგ, სეპარატისტები განსაკუთრებით აქტიურები გახდნენ. ასევე ვრცელდებოდა ინფორმაცია რომ რუსული არმიის შენაერთების მობილიზება შეინიშნებოდა უკრაინის საზღვართან და ტექნიკა გადაადგილდებოა ოკუპირებულ ყირიმის ნახევარკუნძულზე.
 უკრაინული მხარის თავშეკავებულება, მინსკის შეთანხმების შემდეგ, უკრიანული საზოგადოების აღშფოთებას იწვევდა თუმცა უმრავლესობა პოლიტიკოსებისა ამ გადაწყვეტილებას დადებითად აფასებდა რადგან მისნკის შეთანხმების დაცვა უკრიანული მხარის მიერ, აცლიდა არგუმენტებს რუს დიპლომატებს რომლებიც მოლაპრაკებებში მონაწილობდნენ.
როგორ განვითარდება მოვლენები არავინ იცის, ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებენ კრემლში - ან იქნება დიდი ომი რუსეთსა და უკრიანას შორის ან რუსეთს უკან დაიხევს და შეეცდება ყირიმი შეინარჩუნოს რაც ასევე ნაკლებსავარაუდოა რადგან, პუტინის უკან დახევას მისივე გარემოცვა მის სისუსტედ ჩათვლის და თავად გამოუყვანს წირვას.
როგორ განვითარდება მოვლენები ამას უახლოესი დღეები გვაჩვენებს თუმცა კი ოპტიმიზმის საფუძველი უკრიანის კრიზისის მშვიდოებიანი გზით გადაჭრის საკითხში თითქმის აღარ არსებობს და ასეთი შესაძლებლობა ჰიპოთეტურად რჩება!
დონეცკი დღეს
სეპარატისტების ტანკები უკრაინელთა სათვალთვალო პოსტს ესვრიან
სეპარატისტები და რუსული პროპაგანდა, მუდმივად იმაში ადანაშაულებს უკრანულ მხარეს რომ საცხოვრებელ რაიონებს ბომბავს. მოცემული ვიდეო კი არის მტკიცებულება იმისა რომ სეპარატისტები მშვიდობიან მოსახლეობას ამოფარებულები ესვრიან უკრიანულ არმიას. პრინციპში ეს მათი პირველი ასეთი საქციელი არ არის. ამ შემთხვევაში ღირსებაზე ლაპარაკი ზედმეტია რადგან საქმე რუსებთან გვაქვს.
უკრაინული სატანკო კოლონა რომელიც დონეცკისაკენ მიემგზავრება.

Комментариев нет:

Отправить комментарий