უკრაინის აღმოსავლეთით ლუგანსკის რეგიონში გამოჩენილი, რუსული ბრიგადა "Призрак"-ის მეთაური ალექსანდრე მაზგავოი, რომელმაც რამდენიმე დღის წინ საჩვენებელი სასამრათლო გამართა, სადაც ბრალდებულს სიკვდილით დასჯა მიუსაჯა და ასევე გაავრცელა ამ სასამართლოს ვიდეო ჩანაწერი.
დღეს კი ასეთივე ტიპის თათბირის ვიდეო ჩანაწერი გაავრცელა, რომელზეც აცხადებს რომ ქალებს არაფერი ესაქმებათ კლუბებეში და მასობრივი გართობის ადგილებში. ისინი "კერას უნდა დარაჯობდნენ" და ამიტომ მაზგავოიმ გასცა მკაცრი ბრძანება რომ ყველა ქალი, რომელსაც კი დაინახავენ ასეთ ადგილებში - რესტორნებში, ბარებში, კაფეებში, კლუბებში და ა.შ. დააპატიმრებენ.

ეს დაახლოებით იგივეა რასაც თალიბანი აკეთებს საკუთარი კონტროლის ქვეშ მყოფ ტერიტორიებზე და რასაც ISIS-ი აკეთებს სირიასა და ერაყში. რა თქმა უნდა იქ სისასტიკე მეტია მაგრამ არავითარი განსხვავება, იმ ფანატიკოსებსა და აი ამ კონკრეტულ გარეწარ ფანატიკოსს შორის არ არის.
ამას ტვინი გამოტენილი აქვს რუსული ფსევდო სლავურ-მართმადიდებლური მდარე ხარისხის პროპაგანდითა და რა თქმა უნდა რუსული კონსპიროლოგიის თეზისებით. ეს იმ ადამიანთა კატეგორის განეკუთვნება რომელიც ამართლებს 30-იანი წლების საბჭოთა რეპრესიებს და ეტრფის სტალინს, ეჟოვს და ა.შ. მიაჩნია რომ გულაგები საუკეთესო სასუალებაა, გახადო ადამიანი საზოგადოებისთვის სასარგებლო (?!)...
სამწუხაროა რომ ასეთი ადამიანები ერთეული შემთხვევები არ არის. ეს რუსი ერის ის კატეგორიაა რომელიც "ველიკოდერჟავულ" მიდრეკილებებს იზიარებს და მთვრალზე ალბათ ხშირად გაჰკივის "за державу абидна"-ს!
ეს არის ის, რისი ექსპორტიც უხვად შეუძლია რუსეთს და რატომაც არის არასასურველი მეზობლებისთვის. ეს არის მისი ხარისხი, ერის ძალიან დიდი ნაწილის, უმრავლესობის კრებითი გამოხატულება.
აწი როდესაც "მართლმადიდებლურ თალიბანზე" გაიგებთ რამეს, შეგიძლით ეს კადრები გაიხსენოთ:

Комментариев нет:
Отправить комментарий