ხარკოვში პრორუსი კომუნისტების გამოსვლები ხშირი იყო და გარკვეულწილად მათ უფრო მეტად ემხრობოდა ადგილობრივი მილიცია, ვიდრე მათ წინააღმდეგ გამოსულ აქტივისტებს. სოციალური ქსელების უკრიანულ სეგმენტში, ხარკოვის ცენტრში, კომუნიტების აქციის დაშლისა და დაკავებების ამბავს საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოჰყვა. სოციალური ქსელების მომხმარებელთა უმრავლსობა, მილიციის აქტივობას უსვავდა ხაზს და კმაყოფილებას გამოთქვამდა რომ როგორც იქნა ხარკოვშიც დაიწყეს პრორუსი კომუნისტებისთვის აქციების ჩატარებისთვის ხელის შეშლა.
პირადად ჩემი დამოკიდებულება კი პროლეტარიატის ბელადისა და საერთოდ საბჭოთა სიმბოლიკის მიმართ, მეტად მკაცრია. ბელადის ბიუსტებისა და ძეგლების ჩამოგდების პირველივე პრეცენდენტების გაჩენისას, ვწერდი რომ სახელმწიფოს უნდა შეეწყო ხელი ამ სიმახინჯის მოშორებისთვის და ერთიანი, საჩვენებლი, ერთდროული აქციით გაენადგურებინათ უკრაინის უკლებლივ ყველა ქალაქში იმპერიის ეს ნაშთები. ასეთი დამოკიდებულება არა მხოლოდ საბჭოთა კავშირის სიბოროტეებმა გამიჩინა, არამედ იმან რომ ამ სიმბოლიკის ქვეშ უკრაინის სეპარატიზმი გაღვივდა და დამატებული ის რომ მოსკოვი ასეთ აქტებს უკიდურეს ვანდალობად ასაღებს, რაც იმაზე მიუთითებს რომ ბელადის ფაქტორი რუსეთისათვის აქტუალურია:

Комментариев нет:
Отправить комментарий