ვრცელდება ინფორმაცია აზარბაიჯანისა და თურქეთის არმიების ფართომაშტაბური სამხედრო სწავლებების შესახებ, რომელშიც ყველა სახის შეიარაღებული ძალები და ათასობით რეზერვისტი მონაწილეობს.
გავრცელებული ინფორმაციით წვრთნები დაიწყო 13 სექტემბერს და 20 სექტემბრამდე გასტანს. შეკრების ადგილი არ კონკრეტდება.
კავკასიურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, სწავლების მიზანია შენაერთების ბრძოლისუნარიანობის შემოწმება და ორი ქვეყნის სამხედრო შენაერთებს შორის კოორდინაციის ამაღლება.
სწავლების ფარგლებში გაიმართება პრაქტიკული სწავლებები და სროლები პოლიგონებზე.
რუსული მედია შემაშფოთებელს უწოდებს ასეთი მაშტაბის წვრთნების ჩატარების ფაქტს და ხაზს უსვამენ რომ ასეთივე წვრთნები უძღოდა წინ, მიმდინარე წლის აგვისტოს დასაწყისში, ყარაბახის კონფლიქტის ზონაში სიტუაციის გამწვავებას. მათ განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს აზარბაიჯანელ რეზერვისტთა გამოძახება, რომელიც რუსული მედიის ინფორმაციით 10 000-მდე რეზერვისტს მოიცავს.
აზარბაიჯანისა და თურქეთის ბოლო პერიოდში გააქტიურებული სამხედრო კავშირები არაერთხელ გახდა განხილვის საგანი რუსულ მედიაში. ძირითადად ეს საკითხი განიხილება მთიანი ყარაბახის კონფლიქტის კონტექსტში და კონფლიქტის განახლებაზე საუბრობენ, რომელშიც აუცილებლად ჩაერევა თურქეთი თუ აზარბაიჯანი კვალვ დამარცხების საფრთხის წინაშე აღმოჩნდება.

Комментариев нет:
Отправить комментарий