Страницы

пятница, 29 августа 2014 г.

NATO უკრაინას არმიის გაძლიერებაში დაეხმარება!

დღეს ბრიუსელში გაიმართა უკრიანისა და NATO-ს კომისიის თათბირი, უკრაინის მოთხოვნით. შეხვედრის დასრულების შემდეგ ალიანსის გენერალურმა მდივანმა რასმუსენმა მოკლე განცხადება გააკეთა, რომელიც ჩემის აზრით ძალზედ მნიშვნელოვანია და განსაკუთრებით მნიშვნელოვინია ფრაზა - "ჩვენ რუსეთთან დიპლომატიის ყველა შესაძლებლობა
გამოვიყენეთ". რაც ნიშნავს იმას რომ რუსეთთან დიპლომატიურ მოლაპრაკებებსა და შეთანხმებებს არავითარი აზრი აღარ აქვს. ამაზე მოწმობს გუშინ გაეროს უშიშროების სხდომაზე, ბრიტანეთის წარმოამდგენლის მიერ გაკეთებული განცხადება რომ რუსეთი, მოლაპრაკებებში "არაკეთილსინდისიერად იქცევა". რასმუსენმა ასევე დაადასტურა რუსეთის მხრიდან უკრიანის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დარღვევის ფაქტი.
 დღევანდელი NATO-სა და უკრიანის შეხვედრის მთავარი შედეგი არის ის რომ ალიანსი დაეხმარება უკრაინის შეიარაღებულ ძალებს, თავდაცვითი პოტენციალის გაძლიერებაში. გენ.მდივნის განცხადებით უკვე შეიქმნა ფონდები რომლიდანაც დაფინანსდება უკრაინის არმია და ასევე გამოთქმულია სურვილი ამ ფონდების დაფინანსების, ალიანსის წვრი ქვეყნების მხრიდან. გენ.მდივანს არ დაუკონკრეტების თუ რომელმა ქვეყნებმა გამოთქვეს სურვილი დაფინანსების მაგრამ ფაქტია ის რომ ალიანსი, რუსეთის ქმედებების მიმართ გულგრილი ვეღარ დარჩება. 
 ალიანსის გენერალური მდივნის ამ განცხადების შემდეგ ევროპელი ლიდერები, რომლებიც რუსული არმიის შეჭრის დადასტურებას ელოდნენ, იმედია შეცვლიან რიტორიკას და აღიარებენ რომ მათი დიპლომატიური ძალიასხმევა უშედეგო აღმოჩნდა და რუსეთმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ჩერჩილის სიტყვები რომ რუსეთთან შეთანხმებას არავითარი ფასი არ აქვს! 
P.S. სხვათაშორის დღევანდელი საქართველოს ხელისუფლებისთვისაც, კიდევ ერთი მაგალითი უნდა იყოს მთელი ეს პროცესები და მათში რუსეთის ქმედებები. კიდევ ერთხელ თვალნათლივ გამოჩნდა თუ რა ფასი აქვს რუსეთის მხრიდან მიღებულ გარანტიებსა და მასთან მიღწეულ შეთანხმებებს.

Комментариев нет:

Отправить комментарий