ვრცელდება ინფორმაცია რომ აშშ მოლაპრაკებებს მართავს ჩინთთან, სინგაპურთან და სამხრეთ კორეასთან რუსეთის წინააღდმეგ სანქციების გაფართოების მიზნით. ასეთი ინფორმაცია "ИТАР ТАСС" -მა გაავრცელა რომელსაც აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის კოორდინატორის დენიელ ფრიდის განცხადებას ეფუძნება. ფრიდის
განცხადებით აშშ-მ მრავალი მოლაპრაკება გამართა სხვადასხვა დონეზე ზემოთ აღნიშნულ ქვეყნებთან და ითხოვს მათგან რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს შუერთდნენ.
გამოქვეყნებულ სტატიაში ფრიდის განცხადების კომენტირებას ახდენს რუსეთის სტრატეგიული კვლევების ცენტრის, აღმოსავლეთ მცოდნეობი ფაკულტეტის ხელმძღვანელი ალექსეი მასლოვი. მასლოვის განცხადებით არსებობს რისკი რომ აშშ-მ შესძლოს ჩინეთის, სინგაპურისა და კორეის გადაბირება და რუსეთის წინააღდეგ დაწესებულ სანქციებს შეუერთოს აზიური ქვეყნები. მასლოვის აზრით ყველა ზემოთ აღნიშულ ქვეყანასთან, აშშ-ს გააჩნია ბერკეტები მთზე ზეგავლენის მოსახდენად. თუმცა ექსპერტი გამოთქვამს მოსაზრებას რომ შესაძლოა ეს სანქციები სულაც არ იყოს ისეთივე მკაცრი, როგორიც აშშ-მ და ევროკავშირმა დაუწესეს რუსეთს, თუმცა მნიშვნელოვანწილად დააზარალებს რუსეთის ეკონომიკას. ექსპერტი ხაზს უსვამს რომ ზემოთ აღნიშული ქვეყნებიდან რუსეთში შედის ისეთი პროდუქცია რომელიც რუსეთში არ იწარმოება და წარმოაუდგენელია ასეთი წარმოების უახლოეს მომავალში შექმნა. საუბარია მაღალტექნილოგიურ ელექტრო ტექნიკასა და ავტომობილებზე. ექსპერტი ხაზს უსვამს რომ თუ მოხდა სრულად ამ ქვეყნებიდან ექსპორტირებული პროდუქტების შეწყვეტა, რუსეთს დასჭირდება 3-დან 7 წლამდე მათი ადგილობირივი ანალოგების შესაქმნელად. 3 წელში ივარაუდება კვების პროდუქტები, რომელიც ჩინეთიდან შედის და 7 წლეიწადში ელექტრო ტექნიკის წარმოება. ექსპერტი ასევე ხაზს უსვამს რომ დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციები რუსეთს ისედაც აზარალებს რადგან სრულიად დამოკიდებულს ხდის ჩინურ პროდუქციაზე, რაც რუსეთისთვის საკმაოდ დიდი რისკია. ასეთ უალტერნწტივო მდგოამრეობაში შესაძლოა ჩინეთმა ფასები გაუზარდოს რაც ასევე დამატებით სირთულეებს შექმნის რუსეთის ეკონომიკისთვის.
რუსულმა მედიამ აღნიშნულ საკითხზე კიდევ ერთ სამხედრო ექსპერტს ანატოლი ელ-მიურიდს ჩამოართვა კომენტარი. უნდა აღინიშნოს რომ ეს ექსპერტი სულ ახალი გამოჩენილია რუსულ მედიაში. პირველად სირიის კონფლიქტსისას გამოჩნდა, შემდეგ უკრაინაში მეიდანის მოვლენებისას, ბერკუტთან ერთად დარბოდა და "სტრიმერის" (ინტერნეტ არხებზე პირდაპირი ტრანსლაცია) ფუნქციას ითავსებდა. როგორც ჩანს "ცენტრმა" დაუფასა ნამოღვაწარი და და ხშირად ხვდება რუსული გამოცემების ფურცლებზე.
ამ ექსპერტის განცხადებით შეუძლებელია აშშ-მ შესძლოს ამ ქვეყნების დაყოლიება და ამის მიზეზად რუსეთის ბაზრის სიდიდე მოჰყავს. თუმცა ავიწყდება "ექსპერტს" რომ აშშ-ს და ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციები, მოსახლეობის მსყიდველუნარიანობაზე აისახება და მოლაპარაკებების იმ კონდიციამდე მისვლისას, როდესაც გადაწყვეტენ (თუ გადაწყვეტენ რა თქმა უნდა) ექსპორტის შეწყვეტას ან შემცირებას, დანაკარგების მოცულობა მინიმალურზე იქნება დაყვანილილი და როგორც პირველმა ექსპერტმა, ბატონმა მასლოვმა ბრძანა, აშშ-მ შეიძლება ეს დანაკარგები მწარმოებელ ქვეყნებს, გარკეული პროდუქტებზე, საბაჟო გადასახადებზე პრეფერენციებით დაუკომპენსიროს.
რუსეთს, აზიური წარმოების ელექტრო საქონლისა და ტექნოლოგიების მიღების შეზღუდვა, ნამდვილი ტექნოგენურული კრიზისი პერპსექტივის წინაშე აყენებს რაც მისი განვითარების ისედაც დაბალ ტემპებს, რამდენიმე ათეული წლებით დააშორებს მაღალტექნოლოგიური განვითარების ქვეყნებს და პირდაპირ აისახება მოსახლეობის ყოველდღიურობაზე.

Комментариев нет:
Отправить комментарий