Страницы

суббота, 23 августа 2014 г.

უკრაინაში ჰუმანიტარული კოლონის შეჭრის გამო გაეროს უშუშროების საგანგებო სდომა მიმდინარეობს!

რამდენიმე წუთის წინ გავრცელდა ინფორმაცია რომ რუსეთის ჰუმანიტარული კოლონის, უკრიანის ტერიტორიაზე თვითნებურად შეჭრის გამო, ლიტვის პრეზიდენტის მოთხოვნით, თბილისის დროით 23:00 საათზე გაეროს უშიშროების საგანგებო
სხდომა დაინიშნა. მანამდე კოლონის შეჭრასთან დაკავშირებით განცხადებები გააკეთეს პენტაგონში. პენტაგონის წარმომადგენელმა, კონტრ ადმირალმა ჯონ კერბიმ განაცხადა რომ ჰუმანიტარული კოლონის უკრიანის ტერიტორიაზე შესვლა, არის ქვეყნის სუვრენიტეტის და ტეროტირული მთლიანიობის დარღვევა. პენტაგონის წარმოადგენელმა მოუწოდა რუსეთს დაუყოვნებლივ დაატოვებინოს კოლონას უკრაინის ტერიტორია, წინააღმდეგ შემთხვევაში ახალი სანქციებით დაემუქრა.
ასევე ცოტა ხნის წინ რუსულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია მერკელისა და პურტინის სატელეფონი საუბრის შესახებ. გავრცელებული ინფორმაციით საუბარი მერკელი ინიციატივით შედგა. რუსული მედია მხოლოდ პუტინის მერკელისადმი საუბრის მოკლე შინაარს აქვეყნებს და არ წერს თუ რა უთხრა მერკელმა პუტინს. რუსული მედიის ინფორმაციით პუტინმა მერკელს აუხსნა რომ უკრიანული მხარე აყოვნებდა ტვირთის გაფორმებას და მეტის დაცდა შუძლებელი იყო.
კოლონის უკრაინის ტერიტორიაზე შესვლისთანავე რუსეთის თავდაცის კონტროლის ქვეშ მყოფმა ტელევიზია "звезда"-მ გაავრცელა ინფორმაცია რომ კოლონის სიახლოვეს ჭურვი დაეცა. დაზიანებებსა და მსხვერპლზე არაფერი თქმულა. ასევე დღეს დასავლურმა მედია საუბრობდა იმაზე რომ რუსეთს უკრაინის საზღვართან მობილიზებული ჰყავს 18 000-იანი არმია, რომლის მიზანიც სავარაუდოდ, კოლონის დაცვის მიზნით უკრაინაში შეჭრა იქნება. 

Комментариев нет:

Отправить комментарий