Страницы

вторник, 11 мая 2021 г.

2015 წელს ჩინეთში SARS-ს ვირუსის საბრძოლო გამოყენება განიხილებოდა

"ჩინელი მეცნიერები და მაღალი რანგის ოფიციალური პირები, განიხილავდნენ SARS-ს ვირუსის ბიოლოგიურ იარაღად გამოყენების შესაძლებლობას"
ავსტრალიურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმად მოძიებულია დოკუმენტი, სადაც აღწერილია ჩინელი მეცნიერებისა და მაღალი რანგის ოფიციალური პირების მიერ, SARS-ს ჯგუფის ვირუსების "ახალ ბიოლოგიურ იარაღად" გამოყენების განხილვის დეტალები, მესამე მსოფლიო ომის კონტექსტში.
 
თავად დაკუმენტი, ჯერ არ გასაჯაროებულა და ის სრული სახით მზის სინათლეს ამაწლის სექტემბერში იხილავს, როდესაც გამოქვეყნდება ავსტრალიელი მკვლევარი ჟურნალისტის, შარი მარკსონის (wiki-link) წიგნი სახელწოდებით - "What really happened in Wuhan".
 ავსტრალიური გამოცემა, რომელიც დოკუმენტს გაეცნო, ავრცელებს ინფორმაციას რომ 2015 წელს, ჩინელი მეცნიერები და მაღალი რანგის ოფიციალური პირები, გახილავდნენ SARS-ს ვირუსის ბიოლოგიურ იარაღად გამოყენების შესაძლებლობას.  განხილვაში მონაწილეთა აზრით, "მესამე მსოფლიო ომში ბიოლოგიური იარაღი გამოყენებული იქნება და ამ თვლასაზრისით SARS-ს ჯგუფის ვირუსი, შესაძლოა გახდეს - "ახალი თაობის ბიოლოგიური იარაღი"!  (წყარო)  
გამოცემისთვის მიცემულ ინტერვიუში, ავსტრალიის სტრატეგიული პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორის, პიტერ ჯენინგსის განცხადებით, დოკუმენტის ნამდვილობის ძალიან დიდი ალბათობაა, თუმცა მისი მრავალმხრივი შესწავლა საჭიროა, სხვდასხვა ანალიტიკური სამსახურების მიერ. 
დოკუმენტი თუ ფიზიკურად შესაბამისობაშია, ჩინეთის სახელმწიფოში ადმინისტრირების სტანდარტებთან, მისი ნამდვილობის ან უფრო სწორად რეალურობის ეჭვქვეშ დაყენება შეიძლება დაშვებით, რომ დოკუმენტში აღწერილი პროცესი, ერთერთი მორიგი განხილვა იყო, რომელიც სავარაუდოდ ყველა ქვეყნის ხელისუფლებებისა და მეცნიერების მიერ განიხილება. თუმცა ის რომ კონკრეტულად ამ ჯგუფის ვირუსების გამოყენებას ეხება მსჯელობა, ბუნებრივია უკვე აჩენს ეჭვს  ჩინეთის მხრიდან გარკვეული მანიპულაციების თაობაზე. ეჭვს ამძაფრებს ისიც რომ აღნიშნულ განხილვაში, ჩინელი მეცნიერები განიხილავენ მისი მოქმედების ეფექტს და  შესაძლო გავრცელების "სრულიად უცნობ მეთოდს", რომელიც შემდეგ თავად განვითარდება, როგორც ადამიანის ბუნებრივი დაავადება! (იხ. ზემოთ მითითებული წყარო) 
 დოკუმენტში მოცემული ინფორმაციის სანდოობას ის გარემოებაც ხდის სარწმუნოს, რომ ვირუსის წაერმოშობის შესახებ ჯანმოს მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, ჯერჯერობით აქამდე არსებული ვერსიებიდან არცერთი დადასტურებული არ არის. ასევე ეჭვს ბადებს ამ გამოძიებაში, თავად ჩინური მხარის ქმედებები, რომელიც წლის დასაწყისში, ჯანმოს ექსპერტების ვიზიტისთვის ხელის შეშლასა (წყარო) და გამოძიების პროცესში, უნდილ ჩართულობაში გამოიხატებოდა (ბმული).  ჯანმო-ს ექსპერტების ოთხ კვირიანმა მუშაობამ ჩინეთში და კონკრეტულად უჰანიში, ვირუსის წარმოშობა-გვარცელების არცერთი ვერსია არ დაადასტურა გადაწყვეტით. საგამოძიებო ჯგუფში, ავსტრალიის წარმომადგენლის მიერ გავრცელებულ ბლოგში, ის დეტალურად იხსენებს გაწეულ სამუშაოს, მის შედეგებსა და ჩინელ კოლეგებთან კომუნიკაციას. (ბმული) 
 საინტერესო ის არის რომ ყველა ოფიციალურ წყაროში, რომელიც ჯანმო-ს მიერ არის გავრცელებული, საბოლოოდ დადასტურებულ პირველწყაროზე გადაწყვეტილება არ არის. (ბმული) ჯერ კიდევ დასაშვებია ყველა ვერსია, ისიც კი რომ საერთოდ, ჩინეთში პირველი შემთხვევის დაფიქსირებამდე, ვირუსი შესაძლოა სხვა ქვეყანაში წარმოიშვა და ჩინეთში მისი მაშტაბური გავრცელება მოხდა. ასევე გამოირიცხა, უჰანის ბაქტერიოლოგიური კველვითი ლაბორატორიიდან ვირუსის "გაქცევის" ვერსია. ლაბორიატორიის უსაფრთხოების აუდიტმა ასეთი შესაძლებლობა პრაქტიკულად გამორიცხა. მოკლედ რაც უფრო უღრმავდებიან საკითხს, მით უფრო მეტი კთხვა ებადებათ, ვიდრე პასუხებს პოულობენ. 
ასეთი კითხვების ერთი სიბრტყეა მისი პოლიტიკური შემადგენელი. ზემოხსნებულ დოკუმენტში, განიხილება SARS-ს დამაზიანებელი ეფექტი, რომელიც მსოფლიო ჯანდაცვის სიტემას, დატვირთვის გამო მიადგება! ეს კი სოციალურ მექანიკაში ნიშნავს იმას რაც მივიღეთ გასული წლის დასაწყისში პანდემიის ოფიციალურად გამოცხადებისას, როდესაც სამედიცინო დაწესებულებები გადავიდნენ ეპიდემიის მართვისთვის საგანგებო რეჟიმებზე და "გეგმიური" მედიცინა პრაქტიკულად გაჩერდა. ეს კი გამოწვეული იყო ძირითადად ორი მიზეზით - პირველი, თავად ვირუსის შიშით, როდესაც კლინიკებში მხოლოდ გადაუდებლი პროცედურები იწარმოებოდა და მეორე, უბრალოდ რესურსის არ ქონის გამო, როგორც ადმინისტრირების ისე პრაქტიკულ დონეზე. ხოლო ის რაც იყო, ეპიდემიასთან ბრძოლამ წაიღო ან უბრალოდ გამოცდილება არ ჰქონდა არავის, არცერთ დონეზე თუ როგორ უნდა ემოქმედათ. ცალკე დამაზიანებელია ეფექტია ეკონომიკური ეფექტი, რომელიც პარალიზებულს ხდის უამრავ ჩვეულ სოცილაურ აქტივობას - ტურიზმს, სავაჭრო ურთიერთობებს, ფიზიკურ საერვისზე ორიენტირებული ინდუსტრიებს და ა.შ.  პრაქტიკულად ყველა ის ნეგატიური ეფექტია გარკვეული დოზით, რომელიც შეირაღებული კონფლიქტისას დგება საომარ მოქმედებებში ჩართულ ქვეყნებში!
 შესაბამისად, მიუხედავად ახლა გამოქვეყნებული მტკიცებულებებისა, ფაქტია რომ ამ ვითარების გამოყენება პოლიტიკური პროცესების შესაბამისად ხდება და სხვაგვარად ვერც იქნება. პანდემიამ, ადგილობრივ და საერთაშორისო ადმინისტრაციებისთვის სრულიად სხვა ყოფითი რეალობა და სოციალური მექანიკა წარმოშვა, რომელშიც "ექსპერტი" უბრალოდ ვერავინ ვერ იქნებოდა. ასეთ მოცემულობაში კი მანიპულაციები და ძალაუფლების უკონტროლოდ მიღება, შესაძლოა თავისთავად მოხდეს, ერთგვარად -  ბუნებრივად! თანაც მოცემულობაში, რომელშიც რიგით ადამიანს, უშუალო საფრთხის ფიქსირების და კონტროლის არანაირი ობიექტური შესაძლებლობა/ინსტრუმენტი არ გააჩნია. 
 
 და ბოლოს... არავინ ვიცით ეს ყველფერი რაც ახლა ჩვენს თავს ხდება, მთელი დედამიწის მასშტაბით, რეალურად რა პროცესია, როგორ შედეგამდე მიგვიყვანს ის და რა სახის ტრანსფორმირებით გავალთ აქედან სრულიად კაცობრიობა. ერთი რამ ფაქტია, ვითარება ამ ეტაპისთვის იქამდეა მისული, რომ გვჭირდება პენიცილინის გამოგონებისდარი გამოგონება რათა თავი დავაღწიოთ ამ გაუგებარ მდგომარეობას და შევეცადოთ აღვადგინოთ ის სოციალური, პოლიტიკური თუ ეკონომიკური ცხოვრება, რომელიც აქამდე ჩვენთვის ჩვეული იყო. ან როგორც მინიმუმ მისი მიმსგავსებული ვერსია, რომელიც გაცილებით მეტად დაგვაზღვევს ეპიდემიებისა და შედეგად გამოწვეული ყველა ფორმაციის "შოკებისგან"! 

Комментариев нет:

Отправить комментарий